დიზაინერმა სინ იანმა შექმნა უნიკალური ნათურა - Breeze.
ნათურის ჩასართავად საჭიროა უბრალოდ ნელა შეუბეროთ მას.
მოწყობილობა დაპროგრამებულია ჰაერის წნევის ცვლილებაზე ისე, რომ რაც უფრო დიდხანს უბერავთ, მით უფრო კაშკაშად ინთება ნათურა. მის ჩასაქრობად კი საჭიროა, მოკლედ და სწრაფად შეუბეროთ. ეს არის თავისებური, ცეცხლის ანთების იმიტაცია.
