რამდენიმე დღის წინ Apple-მა წარმოადგინა წითელი ფერის iPhone 7 და iPhone 7 Plus, ალიუმინის კორპუსით.

ფლაგმანის განსაკუთრებული ვერსია სპეციალურად დამზადდა კომპანია Apple-ის და პროგრამა RED-ის თანამშრომლობის 10 წლის იუბილესთვის.

2006 წელს შემქნილმა RED- მა უკვე 465 მილიონ დოლარზე მეტი ფული შეაგრვა ამ ფონდისთვის. (აქედან 130 მილიონი Apple-ისგან შემოვიდა)
განსაკუთრებული სერიის 128 GB და 256 GB - მეხსიერების მქონე iPhone RED სმარტფონის შეძენა შესაძლებელია დღეიდან, ოფიციალურ საიტზე.
იგი მალე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშიც გაიყიდება.