2017 წელს მობილური კავშირის მსოფლიო კონგრესზე MWC 2017 უამრავი ინოვაციური სმარტფონი იყო წარმოდგენილი. მათ გაყიდვაში გამოსვლას მომხმარებელი მოუთმენლად ელოდება, მაგრამ ყველაზე დიდი გამოხმაურება გამოიწვია Nokia 3310-ის განახლებულმა ვერსიამ.
Nokia 3310 (2017) საკმაოდ განსხვავდება თავისი ლეგენდარული რეტრო წინაპრისგან. მან ფერადი 2,4”იანი QVGA ეკრანი მოირგო, გამოყო ადგილი მეხსიერების ბარათისთვის (Micro SD) და 2 მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა დაიმატა, რომლის მაქსიმალური გაფართოება 1600х1200 წერტილია. გარდა ამისა, მოდელში შეიძლება ორი სიმ ბარათის გამოყენება.
აკუმულატორი მუშაობს 22 საათი აქტიურად გამოყენებისას ან 30 დღემდე მოლოდინის რეჟიმში.
რა თქმა უნდა, Nokia 3310 წარმოუდგენელია Snake Game-ის გარეშე. განახლებული ვერსია ფერადი ეკრანით კიდევ უფრო სახალისოს გახდის თამაშს.
ვნახოთ, შეძლებს თუ არა ბრენდი NOKIA კვლავ დაიკავოს ლიდერობა მობილურების ბაზარზე