გუშინ პეკინში Meizu-მ წარმოადგინა თავისი ახალი სმარტფონი M5s - წინა ძალიან წარმატებული მოდელის, M5 განახლებული ვერსია.
მობილურმა მიიღო თითის ანაბეჭდის სკანერი, ჩამონტაჟებული Home-ღილაკში და დამატებით რამდენიმე ინოვაცია.
პირველი შეხედვით, Meizu M5s-ის დიზაინში M5-ისგან განსხვავება არ ჩანს, გარდა იმისა, რომ მან მიიღო მეტალის კორპუსი. ეკრანის ზომა არ შეცვლილა: 5.2” IPS (282 PPI).
პროცესორი შეცვლილია: რვაბირთვიანი ჩიპსეტი MediaTek MT6753 (Cortex-A53, 1,3 GHz) Mali-T720 გრაფიკული ბირთვით.
ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ Meizu M5s-ის ორი ვერსია ექნება, ორივე 3 GB ოპერატიულით. (პირველი 32GB მეხსიერებით, მეორე მხოლოდ 16GB-ით)
ბიუჯეტური სმარტფონის კვალობაზე, Meizu M5s-ს აქვს საკმაოდ კარგი აკუმულატორი: 3 000 mAh- სწრაფი დატენვის ფუნქციით (სრული დატენვა ნახევარ საათში).