Ces 2017-ის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დევაისი: Samsung Electronics -ის პირველი გეიმერული ნოუთბუქი. ახალი ხაზის მოდელებმა მიიღეს დასახელება Odyssey, რომელიც ამ ეტაპზე, წარმოდგენილია ორ ვარიანტში: 15,6” და 17,3” - ზომით.
ნოუთბუქი გამოირჩევა ელეგანტური დიზაინით, გააჩნიათ Full HD (1920x1080) დისპლეი, მის კორპუსში მოათავსეს მე-7 თაობის i7 Intel Core -ის პროცესორი (Kaby Lake არქიტექტურის).
კლავიატურამ წითელი განათება მიიღო. ცხელი ღილაკებით მართვა მარტივი და მოსახერხებელია: შესაძლებელია თამაშის ოპტიმიზაცია, ეკრანის სიხშირის მართვა და ა.შ. Odyssey იწარმოება თეთრ და შავ ფერებში.