გასულ თვეში მსოფლიომ Huawei -ის ახალი სმარტფონი იხილა: Huawei Honor Magic
ჩინური გიგანტის ახალი ფლაგმანი პირველ რიგში გამოირჩევა თავისი დახვეწილი დიზაინით:
სმარტფონის დისპლეიც და კორპუსიც მოღუნულია. 5,09” დისპლეიმ მიიღო 2K გარჩევადობა და AMOLED ტექნოლოგიის ზედაპირი. ხოლო კორპუსის დანარჩენი ნაწილები დამზადებულია 3D მინისგან

დიზაინის გარდა, სმარტფონი იპყრობს ყურადღებას თავისი სმარტ ტექნოლოგიის გამო. Honor Magic-ის დისპლეიში ჩამონტაჟებულია ფართო ეკრანის სენსორი, რომელიც ირთვება მაშინ როდესაც მობილურის მფლობელი იღებს ხელში გაჯეტს.მომხმარებლის თვალისა და ხელის ანაბეჭდის ამოცნობისას აქტივირდება ეკრანი. ხოლო, როცა მობილური დევს მაგიდაზე ან ჯიბეში, ეკრანი ავტომატურად ითიშება.
კიდევ ერთი სიახლე: FaceCode Intelligent Recognition. ახალი შეტყობინებების ნახვას შეძლებს მხოლოდ წინასწარ დარეგისტრირებული მომხმარებელი. Honor Magic -ს გააჩნია სხვა საინტერესეო ფუნქციებიც. მაგალითად “ჭკვიანი ფანარი” რომელიც ავტომატურად ირთვება ბნელ შენობაში. მას აქვს ბევრი საინტერესო ფუნქცია, რომელიც მის მფლობელს უმარტივებს ცხოვრებას :)
სამწუხაროდ , ჯერჯერობით, Huawei Honor Magic იყიდება მხოლოდ ჩინეთში.