
ბოლო დროს MediaTek დაძაბულ რეჟიმში, მუშაობდა თავისი დევაისების გაუმჯობესებაზე. ამ ეტაპზე კომპანიას აქვს ორი საინტერესო შემოთავაზება თავის deca-core პროფილზე: Helio x23 და x27
Helio X23 და X27 შესაბამისად Helio X20 და X25 გაუმჯობესებული ვერსიებია. გააჩნიათ უფრო მაღალი წარმადობა, ვიდეოს გადაღების უკეთესი ხარისხი და დაბალი ელექტროენერგიის ხარჯი. ორივე ჩიპსეტი აღჭურვილია 10 ბირთვით, დაყოფილი 3 კლასტერად: ქვემოთ წარმოდგენილია მათი სიხშირეების და პროცესორის კონფიგურაციები:

ტექნოლოგია Core Pilot 3.0 ეხმარება სისტემას დატვირთვის განაწილების ალგორითმის გაუმჯობესებაში და ენერგიის დაზოგვაში.

ახალი პროცესორების მთავარი განსაკუთრებულობა ორმაგი კამერების სრულ მხარდაჭერაშია. გაუმჯობესებული Imagiq ISP და ფუნქცია Dual PD უზრუნველყოფს მონოქრომული კამერების სიგნალების დამუშავებას, ასევე, სივრცის სიღრმის გათვლას.
როგორც უკვე მოგახსენეთ, MediaTek Helio X23 და X27-ის მეორე განსაკუთრებულობა ეხება ენერგიის დაზოგვას. Envelope Tracking მოდული აკონტროლებს ენერგიის ხარჯს, სმარტფონის მდგომაარეობას, საჭიროებისას, აგზავნის ბრძანებებს ბირთვებში ვოლტაჟის შეცვლაზე, და სითბოს გამოყოფის შემცირებაზე. ეკრანის სიკაშკაშის და სხვა პარამეტრების რეგულირება იძლევა ენერგიის დისპლეით მოხმარების 25%მდე ეკონომიას.