
პირველი მოდელი Type-C პორტით გახდა წინა წელს გამოშვებული პლანშეტი Nokia N1. დღეს კი წამყვანი ბრენდების თითქმის ყველა ფლაგმანი, დაწყებული Apple -ის 12”იანი ახალი MacBook-ით და დამთავრებული Google-ის Chromebook Pixel-ით გადავიდა პორტის ახალ ტიპზე.
რა უნდა ვიცოდეთ ამ პორტის შესახებ?

▸ მონაცემების გადაცემის სიჩქარე 10 GBps-მდე.
▸ კონექტორის ზომები micro-USB-ის ექვივალენტურია
▸ Type-C-თი შეიძლება მოდელების დამუხტვა 100 W-მდე მოხმარებადი სიმძავრით და 20 V-მდე ძაბვით.
▸ კონექტორი სიმეტრიულია: არ არსებობს ქვედა/ზედა პანელი. შეგიძლიათ შეართოთ ნებისმიერი მხრით.
▸ აღარ არსებობს A და B კონექტორის ტიპები. კაბელის ორივე მხარეს ერთმანეთის იდენტური კონექტორებია.
▸ დეველოპერების აზრით მოწყობილობა 10 000 -მდე შეერთებებს გაუძლებს.
▸ სტანდარტი თავსებადია USB 3 ინტერფეისთან. ასევე მის წინა ვერსიებთან (მაგ: USB 2.0, დამატებითი გადამყვანის დახმარებით)
▸ Type-C-თი შეიძლება მონიტორის შეერთება
▸ ფიზიკური პარამეტრები: 8,4x 2,6 მმ.
მოსალოდნელია, რომ USB 3.1 Type-C უახლოეს მომავალში გახდება პორტების “მეფე”, რადგან მისი დახმარებით იქნება შესაძლებელი ნებისმიერი ელექტორნიკის დაკავშირება ერთმანეთში: გარე დისკი, დისპლეი, პერიფერია, კვების ადაფტერი, SSD დისკები და ა.შ.