
კომპანია Xiaomi -მა შექმნა უზარმაზარი (მისი დისპლეის ზომა არის 6,4”) მაგრამ
დახვეწილი დიზაინის მქონე სმარტფონი Mi Mix.

საქმე იმაშია რომ, მობილურს პრაქტიკულად არ გააჩნია ჩარჩო, და წინა პანელის 91,3%-ს იკავებს ფართო, Sharp-ის ტექნოლოგიებით შექმნილი, ეკრანი.

სიუპრიზები მხოლოდ დისპლეის დიზაინის განსაკუთრებულობით არ მთავრდება. მოდელი აღჭურვილია უახლესი პიეზოელექტრული ტექნოლოგიით შექმნილი, აკუსტიკური სისტემით. დისპლეის ზედა ნახევარი არის ერთი უზარმაზარი დინამიკი.


გაყიდვების შემდეგი დღე არის 8 ნოემბერი.
სმარტფონის კორპუსი შექმნილია კერამიკისგან. ტექნიკური მახასიათებლებისგან აღსანიშნავის ოთხბირთვიანი პროცესორი Qualcomm Snapdragon 821, 4/6 GB ოპერატიული მეხსიერება, 128/256 GB შიდა მეხსიერება, 16 MP-იანი კამერა, ფაზური ავტოფოკუსით, თითის ანაბეჭდის სკანერი და 4 400 mAh აკუმულატორი.
Xiaomi Mi Mix-ის ფასი არის ამჟამად $515