
Chromebook არ არის ძალიან პოპულარული მომხმარებლებში. მაგრამ, მწარმოებლები არა მარტო არ ამბობენ უარს მათ გამოშვებაზე, არამედ ანახლებენ და აუმჯობესებენ სხვადასხვა ტექნოლოგიებითა და ფუნქციებით ან დიზაინით.

ახალი მოდელი შემოგვთავაზა სამსუნგმა. მან შექმნა ქრომბუქი Samsung Chromebook Pro ციფრული კალმის (სტილუსის) მხარდაჭერით და 360-გრადუსიანი მბრუნავი სენსორული დისპლეით, 3:2 გვერდების თანაფარდობით. ნოუთბუქი გამოიყენება შესაძლებელია პლანშეტის სახითაც.


მოდელი აღჭურვილია 6-ბირთვიანი პროცესორით Rockchip RK3399 2.0 სიხშირით, 4 GB ოპერატიული მეხსიერებითა და 32 GB ჩაშენებული ფლეშ-მეხსიეერებით. გააჩნია microSD მეხსიერების ვარათის სლოტი. 12,3”-იანი სენსორული დისპლეი 400 N სიკაშკაშით, ორი C -ტიპის USB და 3,5 მმ პორტები. აკუმულატორი ავტონომიურ რეჟიმში მუშაობს 10 საათს.


ნოუთბუქის კორპუსი დამზადებულია
მეტალისგან, გააჩნია მომრგვალებული კუთხეები. მისი ზომებია
279x250x13.9 მმ, ხოლო წონა
1,08 კგ.




Samsung Chromebook Pro ფუნქციონირებს
Chrome OS -ზე და გააჩნია Google Play Store-ის მხარდაჭერა, რაც იძლევა Android აპლიკაციების გაშვების საშუალებას. მისი ღირებულება შეადგენს
$499 (წლიური, უფასო AirDroid სერვისის ჩართვის ჩათვლით)
