Microsoft Windows 10-ისთვის Paint -ის ახალ ვერსიას ქმნის. განახლებულ პროგრამას ექნება გამორჩეული დიზაინი და ბევრი ახალი ფუნქცია.

პროგრამაში იქნება შესაძლებელი შექმნილი 3D-ელემენტების დამუშავება. ანოტაციების ან სტიკერების ჩამატება, ზედაპირზე სპეციალური ფუნჯებით ხატვა. Paint-ს ექნება სტილუსების მხარდაჭერაც.
აღსანიშნავია, რომ ვიდეო ატვირთეს ნიუ-იორკში ჩატარებული Microsoft -ის კონფერენციის ანონსის შემდეგ რამდენიმე საათში. ამ კომფერენციაზე Microsoft აპირებს Surface პლანშეტების ახალი თაობის წარმოდგენას.
სავარაუდოდ, განახლებული Paint გახდება ერთ-ერთი ქარხნულად დაყენებული პროგრამა აღნიშნულ ტაბლეტებში.