დღეს, 4 ოქტომბერს ჩატარდება, Google Pixel და Pixel XL პრეზენტაცია, თუმცა, ინფორმაცია მოდელების ტექნიკურ პარამეტრებზე უკვე ცნობილია. წინასწარი ვარაუდები გამართლდა და შეივსო დამატებითი დეტალებით.
Carphone Warehouse საიტზე წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, Pixel იქნება წარდგენილი ორ ზომაში. პატარა - 5”იანი დისპლეით და XL-ვერსია 5,5”იანი დისპლეით. დიზაინით ორივე მოდელი სრულიად იდენტურია. მთლიანად მეტალის კორპუსი მინის დანართით უკანა პანელზე, რომლის ქვეშ მოთავსებულია თითის ანაბეჭდის სკანერი.
Google Pixel -ის ტექნიკური მახასიათებლები:

- დისპლეი: 5”, AMOLED, 1920х1080, Gorilla Glass 4;
- პროცესორი: Quad core, Snapdragon 821, Kryo 2,4 GHz;
- ოპერატიული მეხსიერება: 4 GB;
- შიდა მეხსიერება: 32 / 128 GB;
- მეხსიერების ბარათი: microSD, მაქსიმუმ 256 GB;
- ძირითადი კამერა: 12,3 MP, f/2,0, ოპტიკური სტაბილიზაცია;
- ფრონტალური კამერა: 8 MP;
- ინტერფეისი: 4G, NFC, Wi-Fi, Bluetooth, GPS;
- აკუმულატორი: 2 770 mAh;
- ავტონომიურობა: ლაპარაკის რეჟიმი - 32 სთ, მოლოდინის რეჟიმი - 552 სთ;
- ოპერაციული სისტემა: Android 7.1 Nougat;
- პორტები: USB Type-C, 3,5-მმ აუდიო გამავალი;
- დამატებით: თითის ანაბეჭდის სკანერი
- გაბარიტები: 143,8 х 69,5 х 8,6 მმ;
- წონა: 143 გრ.
Google Pixel XL -ის ტექნიკური მახასიათებლები:

- დისპლეი: 5,5”, AMOLED, 2560х1440, Gorilla Glass 4;
- პროცესორი: Quad core Snapdragon 821, Kryo 2,4 GHz;
- ოპერატიული მეხსიერება: 4 GB;
- შიდა მეხსიერება: 32 / 128 GB;
- მეხსიერების ბარათი: microSD, მაქსიმუმ 256 GB;
- ძირითადი კამერა: 12,3 MP, f/2,0, ოპტიკური სტაბილიზაცია;
- ფრონტალური კამერა: 8 MP;
- ინტერფეისი: 4G, NFC, Wi-Fi, Bluetooth, GPS;
- აკუმულატორი: 3 450 mAh;
- ავტონომიურობა: ლაპარაკის რეჟიმი - 26 სთ, მოლოდინის რეჟიმი - 456 სთ;
- ოპერაციული სისტემა: Android 7.1 Nougat;
- პორტები: USB Type-C, 3,5-მმ აუდიო გამავალი;
- დამატებით: თითის ანაბეჭდის სკანერი
- გაბარიტები: 154,7 х 75,7 х 8,6 მმ;
- წონა: 168 გრ.
ჩამოთვილილ პარამეტრებში კითხვის ქვეშ, მხოლოდ მეხსიერების ბარათის სლოტის არსებობაა. ადრე Nexus ხაზის სმარტფონებში ეს ოპცია არ არსებობდა. ამიტომ, არის იმის ალბათობა, რომ ეს ვარაუდი არ გამართლდება.
ასევე, Pixel და Pixel XL-თვის Google-მა შეიმუშავა დამცავი ქეისები Live Case, როგორც ეს იყო Nexus 5X-სა და Nexus 6P-ზე. ისინი გამოირჩევიან იმით, რომ შეძენამდე, მომხმარებელს ექნება შანსი აირჩიოს სურათი , რომელიც იქნება ასახული ქეისზე
ერთადერთი რამ, რაც არ ვიცით, არის ახალი სმარტფონების ფასი.
თუმცა, მოსალოდნელია რომ 5”იანი 32GB-იანი Pixel ეღირება 649$
თუმცა, მოსალოდნელია რომ 5”იანი 32GB-იანი Pixel ეღირება 649$