
უკვე ვიცით, რომ 4 ოქტომბრის პრეს-კონფერენციაზე Google თავის ახალ სმარტფონებს ანახებს: Pixel, Pixel XL, მათთან ერთად კი Google Home და Google Cast Ultra, თუმცა არის კიდევ ერთი რაღაც, რის შესახებაც ძალიან ცოტა რამაა ცნობილი.

(ანდროიდის პირველი ვერსია ჩვენ 8 წლის წინ წარვადგინეთ დღევანდელ დღეს, ვფიქრობ 8 წლის შემდეგ ჩვენ 2016 წლის 4 ოქტომბერს გავიხსენებთ. – Hiroshi Lockheimer, 24/09/16)
Android Police-ს აზრით, საუბარია Google-ის Chrome OS-ის და Android-ის შერწყმულ ოპერაციული სისტემის პროექტზე, რომლის სახელწოდება Andromeda-არის.
Chrome OS და Android-ის შერწყმის შესახებ ალბათ გსმენიათ ძალიან დიდი ხნის წინ. ვადასტურებთ, შერწყმაზე ლაპარაკი ჯერ 1 წლის წინ დაიწყო, როდესაც Wall Street Journal-მა გაავრცელა ამის შესახებ სტატია, სადაც ნათქვამია, რომ Google აპირებდა Chrome OS-ის შერწყმას Android-თან და ამით გამოეშვათ უფრო მეტი კატეგორიის მოწყობილობები, როგორიცაა ლეპტოპები და 2-1 პლანშეტები.
Lockheimer-ის აზრით, 4 ოქტომბრის პრეს-კონფერენცია ისტორიული დატვირთვის იქნება Google-ისთვის, ამიტომაც მზად იყავით რაღაც ახალისთვის, რაღაც დიდისთვის, Android-ის ევოლუციისთვის!