
ტოკიოში გამართულ, Sony Investor Day - ღონისძიებაზე, Sony-ის პრეზიდენტმა, ენდრიუ ჰაუსმა, გაავრცელა ინფორმაცია სათამაშო კონსოლების ახალ თაობაზე- Sony PlayStation 4 Neo-ზე.
მან განაცხადა, რომ ეს არის ექსკლიუზიური გამოშვება. ასევე, მომავალში Sony არ აპირებს PlayStation-ების რეგულარული განახლებების გამოშვებას. (როგორც ეს ხდება სმარტფონებსა და პერსონლაურ კომპიუტერებზე)
მოსალოდნელია, რომ ახალი PlayStation-ის გაყიდვა დაიწყება ნოემბერში. მისი ღირებულება იქნება დაახლოებით 399$