
გერმანული ბრენდი Montblanc, პირველ რიგში, ცნობილია თავისი ინოვაციური კალმებით და ტყავის ნაწარმით. ბოლო წლებში, კომპანია ცდილობს გაჯეტების ბაზარზე გავიდეს. წინა წელს მან გამოუშვა სტილუსი Samsung Galaxy Note 4-ისთვის, ასევე, სპეციალური სამაგრი SMART-საათებისთვის.

Montblanc გამოიყენა ელექტრომაგნიტურ რეზონანსზე დაყრდნობილი ტექნოლოგია, რომელიც შეიმუშავა Wacom კომპანიამ. როდესაც მომხმარებელი სპეციალური კალამის გამოყენებით წერს ქაღალდზე, რომელიც დევს ელექტრონულ დაფაზე, ყველა ჩანაწერი ინახება ციფრულ ფორმატში.

წიგნაკი დამზადებულია ნატურალური იტალიური ტყავისგან. გააჩნია ინტეგრირებული აკუმულატორი, რომელიც მუშაობის 8 საათზეა გათვლილი (ჩანაწერები დაახლოებით 100 ფურცელი). დაწერეილი ტექსტი ავტომატურად იგზავნება სმარტფონზე. Augmented Paper- ს ცნობს ხელნაწერს 12 ენაზე.
Montblanc-ის ღირებულება ოფიციალურ საიტზე შეადგენს 725$-ს.
