
IFA 2016-ის გამოფენაზე Acer-მა წარმოდგინა უახლესი, გამორჩეული ნოუთბუქები.

გამოდის, რომ Acer-ი მსოფლიოში ყველაზე თხელ ნოუთბუქს უშვებს.
წონით მოდელი არ აღემატება 1,1 კგ-ს. მას გააჩნია 13,3"-იანი full-HD (1080x1920) IPS მონიტორი და, 256 GGB SSD, 8 GB ოპერატიული. აღჭურვილია მე-7 თაობის Intel Core i5 პროცესორით.
ოქტომბერში Acer Swift 7 ჩრდილოეთ ამერიკაში 999$-ად გაიყიდება.

Predator 21 X-ის ტექნიკური მახასიათებლები საკმაოდ შთამბეჭდავია:
Intel Core i7 და ორმაგი Nvidia GeForce GTX 1080 ვიდეო დაფა SLI-თი. 21"-იანი IPS დისპლეი (1080x2560).
ლეპტოპი იწონის 8 კილოგრამს! ნორმალური ტემპერატურის შესანარჩუნებლად, მოწყობილობაში ინტეგრირებულია 5 ქულერი.
Predator 21 X-ის გაყიდვა დაიწყება 2017 წლის პირველ ნახევარში.