
2 აგვისტოს Samsung-ი კიდევ ერთ ახალ ფლაგმანურ სმარტფონს Galaxy Note 7-ს წარმოგვიდგენს, თუმცა აღნინშულ მოდელზე უკვე თითქმის ყველა დეტალი ცნობილია.
Galaxy Note 7-ს 5.7"-იანი QHD რეზოლუციის Super AMOLED Edge ეკრანი ექნება და არ იქნება სხვა ვერსია, მხოლოდ Edge ეკრანით ვიხილავთ.
აღნიშნული სმარტფონის შემადგენლობაში ასევე იქნება Exynos 8893-ის ჩიფსეტი, 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 3500 მილიამპერიანი ბატარეა, 12 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, 5 მეგაპიქსელიანი წინა კამერა, თვალის ბიომეტრიული სკანერი, თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი, IP68 სერთიფიკატი წყალ და მტვერ გამძლეობისთვის, USB Type C და ახალი სტილუსი.
Note 7 სიგრძეში 153 მილიმეტრი იქნება, სიგანეში 74.5 მილიმეტრი და სისქეში 7.8 მილიმეტი.

წყარო: //review.ge