
Google Creative Lab-მა ცოტა ხნის წინ Play Market-ში განათავსა ძალიან საინტერესო აპლიკაცია Meter, რომლის მთავარი ფუნქცია, მოწყობილობის მთავარი ეკრანის ფუნქციურად მაქსიმალურად დატვირთვაა, ერთი შეხედვით ეს აპლიკაცია უბრალო ინტერაქტიული სქრინსეივერია, მაგრამ ამავედროს იგი მარტივად ანაცვლებს სხვადასხვა სახის ვიჯეტებს
მისი საშუალებით მომხმარებელმა შეიძლება გაიგოს გამოტოვებული შეტყობინებების შესახებ, ასევე WiFi სიგნალის მდგომარეობა და აკუმლატორის პროცენტული მაჩვენებელი. აპლიკაცია მუშაობს აქსელერომეტრთან ერთად და ნებისმიერ მოძრაობაზე ახდენს რეაგირებას.