
ფრანგული კომპანია Prynt გეგმავს გამოუშვას ახალი ქეისი iOS- ის და Android- ის სმარტფონებისათვის. ეს არ იქნება ტელეფონის უბრალო ჩასადები, ქეისი საინტერესო იქნება იმით, რომ ის გადააქცევს სმარტფონს მომენტალური ბეჭდვის ფოტოაპარატად, ანუ მსოფლიოში ცნობილ Polaroid – ის ალტერნატიულ საშუალებად. კომპანიის წარმომადგენლობა იმედოვნებს, რომ ფოტოს საბეჭდი ქეისი საკმაო პოპულარობას მოიპოვებს. მათი განცხადებით ამ ვარაუდის საფუძველს იძლევა ის,რომ მსგავს პროდუქტებში პირველი, კომპანია Polaroid – ის ფოტოაპარატი, ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებული თავის სფეროში, იყო სწორედ ფოტოს მომენტალური ბეჭდვის ფუნქციის გამო.

მიუხედავად ამისა კომპანიის მესვეურები გვპირდებიან, რომ ფურცლების რაოდენობა გაიზრდება 30-მდე, ხოლო სურათის დაბეჭდვის დრო შემცირდება 30 წამამდე. ქეისი მოერგება iOS- ის და Android- ის სმარტფონებს რომელთა დიაგონალიც აღემატება 4 დიუმს. Prynt- ის ქეისი, თავდაპირველად ხელმისაწვდომი იქნება შავ, ვარდისფერ, თეთრ და ცისფერ ფერებში.

კომპანიის წარმომადგენლები, აპირებენ დეკემბრის თვეში წარადგინონ თავიანთი პროდუქტი, ინოვაციურ პროდუქტთა ვებ-გვერდ Kickstarter- ზე. არაოფიციალური ცნობებით ქეისის ღირებულება 99 დოლარი იქნება. ექსპერტთა შეფასებით, ქეისის ორიგინალურობიდან და პრაქტიკულობიდან გამომდინარე, ფასი საკმაოდ დაბალია.
უფრო დეტალური ინფორმაციის მიღება, იმაზე თუ როგორ მუშაობს Prynt- ის ახალი ტექნოლოგია, შეგიძლიათ www.pryntcases.com -ზე. თქვენი მეილის გაგზავნის შემდეგ მოგივათ კოდი, რომლის საიტზე შეყვანის შემდეგაც ნახავთ პრივატულ ვიდეოს, თუ რა შეუძლია ამ ქეისს.

წყარო: //review.ge