
YouTube -ის სრულ, desktop ვერსიაში უკვე დიდი ხანი არსებობს ონლაინ ტრანსლირების ფუნქცია, ხოლო სმარტფონებსა და პლანშეტებში მსგავის სერვისი დღემდე არ იყო ხელმისაწვდომი, თუმცა, ამ დღეებში კომპანია Google-მა აღნიშნა თავის ბლოგში, რომ უახლოეს პერიოდში ონლაინ-ტრანსლაციები YouTube-ის მობილურ აპლიკაციებშიც გამოჩნდება. უფრო მეტიც, კომპანია ამტკიცებს, რომ მისი სერვისი მსოფლიო ბაზარზე წარდგენილ დანარჩენ ანალოგებთან შედარებით უფრო სწრაფი და სანდო იქნება. ამჟამად ყველაზე პოპულარული აპლიკაციებია Twitter-ის Periscope და Facebook-ის Live.
ასევე Google-მა გამოაქვეყნა სკრინშოტი, თუ როგორ გამოიყურება ონლაინ-მაუწყებლობის ფუნქცია YouTube-ის აპლიკაციაში. მომხმარებელს Live-ში შეუძლია აკონტროლოს წვდომის პარამეტრები, ჩართოს/გამორთოს კომენტარების დაწერის ფუნქცია.
ვიდეოს გადაღებისას შესაძლებელი იქნება ფრონტალურიდან ძირითად კამერაზე გადართვა და პირიქით.