
დღეს აღარავის უკვირს მრავალბირთვიანი პროცესორები. 10 ბირთვიანი მოწყობილობები უკვე სმარტფონებშიც კი არის დაყენებული. თუმცა, კალიფორნიაში, მეცნიერებმა შესძლეს ხალხის გაოცება.
მათ შექმნეს ცენტრალური პროცესორი 1000 ბირთვით.

პროექტმა მიიღო დასახელება "KiloCore". მოწყობილობას გააჩნია 621 მილიონი ტრანზისტორი და მას შეუძლია წამში 115 მილიარდი ოპერაციების დამუშავება.
ამასთან ერთად, ბირთვები 1,78 GHZ სიხშირეზე მუშაობენ და აქვთ შესაძლებლობა გაცვალონ ინფორმაცია ერთმანეთში, მეხსიერების გამოუყენებლად (მეხსიერების გამოუყენება საკმაოდ შეამცირებდა ინფორმაციის გადაცემის სისწრაფეს)
ყველაზე საინტერესო ის ფაქტია, რომ პროცესორი შექმნილია IBM წარმოების 32-ნმ ტექპროცესით CMOS ტექნოლოგიის გამოყენებით და ხარჯავს მხოლოდ 0,7 W ელექტროენერგიას.
თეორიაში, ჩიპის კვებისთვის საკმარისია AA ტიპის ერთი ელემენტიც.
თეორიაში, ჩიპის კვებისთვის საკმარისია AA ტიპის ერთი ელემენტიც.
ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რისთვის არის განკუთვნილი აღნიშნული პროცესორი.