
➤ ზოგჯერ iPhone-ის მფლობელებს იზიდავს ანდროიდის ის შესაძლებლობები, რომლებიც უფრო მორგებულია მომხმარებელთა მოთხოვნებზე ვიდრე ეს არის iOS-ში. თუმცა, iPhone-ის შეცვლა სხვა კომპანიების დევაისებზე მათ არ აწყობთ.
დეველოპერმა ნიკ ლიმ, ამ პრობლემის მოგვარების შესაძლებლობა იპოვა: მან შექმნა ქეისი ჩამონტაჟებული პლატით, რომელიც მუშობს Android 6.0 Marshmallow-ზე. ამ აქსესუარის დახმარებით, ნიკმა გაუშვა iPhone-ზე ანდროიდის მუშა ვერსია. ამ ცდისთვის მას მოუწია სმარტფონის შეერთება ქესთან ჩაშენებული კაბელით Lightning და ასევე სპეციალური პროგრამის ჩაწერა.
➤ არსებითად, ქეისი არის კომპიუტერი, ხოლო ტელეფონი ასრულებს მონიტორის ფუნქციას, გამოსახულების მისაღებად. ტექნიკურად, iPhone არ მუშაობს ანდროიდზე, მაგრამ მომხმარებელს შეუძლია სისტემასთან, როგორც ჩვეულებრივ სმარტფონთან, ურთიერთქმედება.
➤ აღსანიშნავის ის ფაქტიც, რომ უფრო ადრე, ნიკ ლიმ Apple Watch სმარტ საათზე Windows 95-ის გაშვება მოახერხა.