
ამ დღეებში კომპანია Google-ის ოფისში ერთ-ერთ კედელზე განათავსდა არასტანდარტული ინტერაქდიული დისპლეი.
ის შედგება ღილაკების დიდი რაოდენობისგან, მათში ჩამონტაჟებული შუქდიოდებით, რომლების მართვა ხდება სპეციალური ვებ-გვერდის დახმარებით. გარდა ამისა, ნებისმიერ ადამიანს კედელთან ურთიერთქმედება შეუძლია ღილაკებზე დაჭერით. კედელთან შეხებისას მიიღება როგორც ფერადი აბსტრაქტული ფიგურები, ასევე შეგიძლიათ შექმნათ სრული ნახატები.
![]() |
![]() |
პროექტმა მიიღო დასახელება: AnyPixel.js
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ასეთი დისპლეების შექმნის მთელი ინფორმაცია თავისუფლად მოიძიება ინტერნეტში, რადგან Google-მა ის თავად გამოაქვეყნა.
პროექტის ოფიციალურ საიტზე შესაძლებელია ეკრანის აწყობის შესაბამისი დეტალური ინსტრუქციის მოპოვება. აპარატურული პლატფორმისთვის გამოიყენება მრავალნაირი კომპონენტები.
პროექტის შესახებ დაწვრილებით შეგიძლიათ წაიკითხოთ ოფიციალურ საიტზე: AnyPixel.js