
▶ ამ დღეებში ჩატარდა კომპანია Google-ის პრეზენტაზია, ახალი რობოტიზირებული მოწყობილობის- Art Camera-ის შესახებ. მოდელი შექმნილია სპეციალურად ხელოვნების ნამუშევრების, ნახატების ულტრა მაღალი გაფართოებით გადაღებებისთვის. კამერის ზუსტი მონაცემები ჯერ ცნობილი არ არის. მოსალოდნელია რომ მას ექნება შესაძლებლობა, დააფიქსიროს ნებისმიერი წვრილმანი ნახატზე, მაგალითად ფენების სისქე, ელფერი ან დეფექტი..
კამერა სერიულად იღებს ასობით სურათს დაუჯერებლად მაღალი გაფართოებით. ასეთი შედეგის მისაღწევად, მის ფოკუსირებისთვის გამოიყენება სონარი და ლაზერი. მიღებული სურათები ერთიანდება ერთ ფოტოსურათში სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით.
▶ Google-ის სპეციალური პროგრამის ფარგლებში Art Camera ეწვევა მსოფლიოს უამრავ მუზეუმს და ჩაატარებს გადაღებებს სრულიად უფასოდ. დამზადებული ფოტოები ხელმისაწვდომი იქნება სპეციალურ საიტზე.