ამ წლის დასაწყისში, კომპანია Intel-ი შევიდა გინესის რეკორდების წიგნში. კომპანიამ წარმოადგინა ყველაზე მაშტაბური სინათლის შოუ, უპილოტო საფრენი აპარატების მეშვეობით. მსგავსი წარმოდგენის განმეორება სცადა იაპონურმა კომპანია MicroAd-მა. ორ ათეულზე მეტი Sky Magic ტიპის დრონით მოაწყვეს ზეციური „ბალეტის“ შოუ, ტრადიციული იაპონური მუსიკის ფონზე.
საფრენ აპარატებზე დაყენებული იყო 16500 შუქდიოდი, რომელიც
სხვადასხვა ფერში ანათებდა. გთავაზობთ ამ შესანიშნავი
სანახაობის ვიდეოს.