Amazon-მა წარადგინა ახალი ელექტრონული წიგნი Kindle Oasis. მოწყობილობის დიზაინი ჰგავს გადაკეცილ გაზეთს. Kindle Oasis-ის ერთი მხარე მეორეზე გაცილებით უფრო ვიწროა. აღსანიშნავია ის ფაქტორი, რომ Kindle-ს დაუბრუნდა გვერდების გადასაშლელი მექანიკური ღილაკები. პროდუქტის კომპლექტაციაში შედის ტყავის ყდა მაგნიტებით და აკუმულატორი.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა Kindle-ში LED-განათების დამატება. დევაის გააჩნია ილუმინაციის 10 წყარო (შედარებისთვის, Voyage-ს ჰქონდა 6, ხოლო Paperwhite-ს მხოლოდ 4). ასევე მოწყობილობა გამოირჩევა 6"-იანი ეკრანი, 330 ppi გარჩევადობით. ყდის გარეშე, Kindle-ის წონა არ აღემატება 131 გრამს
Kindle Oasis გახდა Amazon-ის ყველაზე ძვირადღირებული ელექტრონული წიგნი. ამჟამად მისი ფასია €290. ხოლო 3G მხარდაჭერით - €350. მიუხედავად იმისა რომ დეველოპერებმა დაარქვეს მოწყობილობას- "Oasis" ის არაა წყალგაუმტარი.
