

Kickstarter-მა წარადგინა ახალი "სმარტ" წიგნაკი Rocketbook Wave. მისი უნიკალურობა იმაშია, რომ მის ფურცლებზე სპეციალური კალმით Pilot Frixion-თი დაწერილი ინფორმაცია იშლება თერმო დამუშავების შემდეგ. სპეციალისტების რჩევით, ბლოკნოტის გაწმენდა შესაძლებელია მიკროტალღურ ღუმელში.
|
|
მრავალჯერადი გამოყენების გარდა, Rocketbook Wave-ს გააჩნია სხვა ფუნქციაც. ის სინქრონიზირდება სმარტფონთან, რომელიც ასკანირებს ბლოკნოტის ფურცლებს და ინახავს ინფორმაციას. ასევე სპეციალური პროგრამის ალგორითმით გამოსახულება მობილურ ტელეფონში გადატანის შემდეგ უფრო მკვეთრდება.
სკანერის გამოყენებით, შესაძლებელია ნახატის ატვირთვა Evernote-ში, შენახვა Google Drive-ში ან გაგზავნა მეილით.
Rocketbook Wave სპაციალურ კალამთან ერთად იყიდება Kickstarter -ის ვებ-გვერდზე $27-ად. მოწყობილობის განხილვა ატვირთულია youtube-ზე