კომპანია Opera განაცხადა, რომ Android-ის Opera Mini-ის ახალ ვერსიას დაემატა ვიდეოს ოპტიმიზაციის ჩამონტაჟებული ფუნქცია. ამრიგად, Opera Mini გახდა პირველი ბრაუზერი მსოფლიოში ასეთი შესაძლებლობით.

ვიდეოს აჩქარების ტექნოლოგია მონაცემების მოცულობას აპატარავებს, ამის ხარჯზე მცირდება ვიდეოს ატვირთვის დრო და შესაძლო ბუფერიზაციის გამოჩენა.
Opera-ას დეველოპერების თქმით "ვიდეოს აჩქარება" იქნება ძალიან აქტუალური ფუნქცია მობილურში როლიკების ყურების ფანებისთვის.
მისი ჩართვა შესაძლებელია Opera Mini 15-ის მენიუში, ეკონომიის სტატისტიკაში შესაბამისი სტრიქონის გააქტიურებით. იქ ასევე ნახავთ, რამდენი ვიდეო უკვე არის ოპტიმიზირებული.
ბრაუზერის ახალი ვერსია ხელმისაწვდომია Play Store-ში