
ორგანიზაცია SD Association განაცხადა, რომ SD-ბარათების ახალ თაობას ექნებათ 360° -იანი ვიდეოს, 3D ტექნოლოგიისა და 8K ვიდეოს მხარდაჭერა, ასევე 90 MB/წმ ჩაწერის სიჩქარე.
SD-ბარათბის შემდეგი თაობა 5.0 ინდექსს მიიღებს. ახალი მეხსიერების ბარათებს მიენიჭებათ სპეციალური Video Speed Class ნიშანი, რომელსაც ექნება რამდენიმე მნიშვნელობა: V6-დან (სიჩქარე 6 MB/წმ) V90-მდე (90 MB/წმ).
V60 და V90 კლასის ბარათები გამოდგება 8K ვიდეოს გადაღებისთვის, ხოლო SD-ბარათების უფრო დაბალი რანგები მხოლოდ 4K-თი შემოიფარგლებიან.
სხვა ტექნოლოგიური გაუმჯობესებები ეხება მეხსიერების ბლოკებს- მოცულობა გახდება (512 MB), რაც ბარათთან მუშაობის სისწრაფეს გაზრდის, ასევე მოგვცემს 8 ნაკადის დახმარებით მონაცემების ჩაწერის საშუალებას, რაც 360°-იან ვიდეოს გადაღების შემთხვევაში საკმაოდ აქტუალურია.