
ASUS-მა წარადგინა ფლეშ-მეხსიერების ზომის მინი კომპიუტერი - Stick PC QM1. ახალი დევაისი, შექმნილი Windows 10-ის ბაზაზე, განკუთვნილია ყოველდღიური მუშაობისთვის ოფისში ან სახლში. მისი დახმარებით შესაძლებელია: ინტერნეტით სარგებლობა, სოციალურ ქსელებში მეგობრებთან ურთიერთობა/მუშაობა, თამაში.

Stick PC QM1-ს მომხმარებლებს შეეძლებათ სამუშაო ადგილის შექმნა ყველგან, სადაც იქნება მონიტორი html ინტერფეისის მხარდაჭერით. კომპიუტერის ჩართვისთვის საჭიროა მხოლოდ ASUS Stick PC QM1-ის შეერთება მონიტორთან ან ტელევიზორთან.
გარდა ამისა, ASUS Stick PC QM1 -ის გამოგადგებათ ელექტრონული ინფორმაციული სტენდების მონიტორებზე რეკლამის ვიდეოკლიპების აღწარმოებისთვის, კონფერენციებზე პრეზენტაციების წარდგენისთვის და ა.შ.
ASUS Stick PC QM1-ის კომპაქტურია და საკმაოდ მსუბუქი და აღჭურვილია ოთხბირთვიანი პროცესორით:
ოპერაციული სისტემა | → Windows 8.1/Windows 10 |
პროცესორი | → Intel Atom Z3735F |
ოპერატიული მეხსიერება | → 2 GB (DDR3L-1333 MHz) |
შიდა მეხსიერება | → 32 GB (eMMC) |
უსადენო მოდული | → Wi-Fi 802.11 b/g/n, Bluetooth 4.0 |
მეხსიერების ბარათის სლოტი | → კი |
ინტერფეისი | → USB 2.0, HDMI |
ზომა/წონა | → 111 მმ×9,8 მმ/38 გრ |