გასულ წელს , Consumer Electronics Show 2015 გამოფენაზე, SHARP-მა წარადგინა 85"-იანი მონიტორები 7680 х 4320 " (8K) გარჩევადობის მხარდაჭერით.
IGZO ტიპის მოდელი LV-85001, უკვე გაყიდვაშია იაპონიის ტერიტორიაზე და მისი ფასი ამჟამად, დაახლოებით (16 მლნ იენია ($ 133 000 )

ფორმალურად, TV-ტუნერით აღჭურვილი მონიტორი განკუთვნილია პროფესიონალური გამოყენებისთვის, მაგრამ, ზუსტად ამ TV-ტუნერის დახმარებით, მონიტორი ტელევიზორად გარდაიქმნება, თუმცა სიგნალის ტრანსლაცია მხოლოდ 4K გარჩევადობის მხარდაჭერით შეუძლია.
მოწყობილობის მთლიანი პოტენციალი ჩანს, 4K ფორმატში, სიგნალის ოთხი წყაროს HDMI-კაბელებით მიერთებისას.
შეგახსენებთ, რომ იაპონიის სამაუწყებლო კორპორაცია NHK, წელს უკვე აპირებს 8K Super Hi-Vision ფორმატში სატესტო ეთერის გაშვებას..