
რამდენიმე დღის წინ PhoneArena-მ დააპირისპირა ერთმანეთს ორი სმარტფონის, LG ბრენდის 16 MP-იანი V10 მოდელისა და 14MP-იანი iPhone 6S Plus-ის კამერები.

ორივე მოწყობილობის კამერები მსოფლიო ბაზარზე საუკეთესოდ ითვლება, რადგან მათ გააჩნიათ 4K ულტრამაღალი გარჩევადობა და გამოსახულების ძლიერი ოპტიკური სტაბილიზატორი.
LG-ს სმარტფონში გამოყენებულია OIS 2.0 სტაბილიზაციის ტექნოლოგია, LG G3 მოდელის OIS+ -ის გაუმჯობესებული ვერსია. ხოლო iPhone 6S Plus -ის აპარატული სტაბილიზაცია შეზავებულია Apply-ის პროგრამულ მეთოდებთან.
PhoneArena-ას გამომცემლობამ გადაწყვიტა იმის შემოწმება თუ რომელი ტელეფონის მეთოდი საერთო ჯამში გვაძლევს უკეთესს ვიდეოს.
გამარჯვებული მალე გამოვლინდა. ჟურნალისტების აზრით, iPhone 6S Plus-ის გადარებული ვიდეოს ხარისხი უფრო მაღალია LG-ისთან შედარებით.