არ არის გაყიდვაში

 

Xiaomi–მ წარმოადგინა მეოთხე თაობის სმარტ სამაჯური Mi Band. მისი უმთავრესი განახლებებია აკუმულატორის ტევადობის გაზრდა, ფერადი ეკრანი და NFC მოდული. ღირებულება კი იგივე დარჩა, რაც წინა მოდელს ჰქონდა.

 

111 (1)

 

გარეგნულად ახალი სამაჯური წინა მოდელს ჰგავს, თუმცა დიზაინი სინამდვილეში არსებითად შეიცვალა. მწარმოებელმა გააუქმა დისპეიში არსებული ტრადიციული ჩაღრმავება. AMOLED ეკრანი ფერადია და უფრო გაზრდილი ზომაში. გაფართოება შეადგენს 120 х 240 წერტილს.

222 (1)

 

შიგნიდან შეიცვალა ფიტნეს ტრეკერი. ახლა ის საფირმო ჩიპსეტზე Huangshan No.1 მუშაობს. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ ამან 38 პროცენტით გაზარდა ენერგოეფექტურობა.

სამაჯურის წონა შეადგენს 22,5 გრამს. ის წარმოდგენილია ორ ვერსიად: NFC–ითა და მის გარეშე. აღჭურვილია Bluetooth 5.0 მოდულით და საფირმო დამხმარე Xiao AI–თ. ახდენს სმარტ სახლის გაჯეტებთან სინქრონიზებას.  აკუმულატორის მოცულობა 135 mAh–ია. ერთი დატენვით ავტონომიურად მუშაობს 20 დღე. NFC ვარიანტით კი 15 დღე.  

333

 

დამატებული აქვს უამრავი პროგრამული შესაძლებლობა: გარეთ ან შენობაში სიარულის და სირბილის, ცურვის, ცხენით სეირნობის, ფიზიკური ვარჯიშების აქტივობების ასახვა. ის განასხვავებს ცურვის სტილს და რეალურ დროში აკონტროლებს გულის ცემას. ვარჯიშის პროვესი Sports App აპლიკაციით კონტროლდება.

მწარმოებლები უკვე დიდი ხანია მუშაობენ სმარტფონებზე, რომლებსაც არ ექნებათ რაიმე სახის ჭრილი ეკრანზე, მაგრამ ამავე დროს აღჭურვილნი იქნებიან ფრონტალური კამერით. ჭრილის გარეშე აპარატზე კამერის განთავსების საუკეთესო საშუალება კი მისი ეკრანის ქვეშ განლაგება აღმოჩნდა. სულ ახლახანს აღნიშნული იდეის პროტოტიპები წარმოადგინეს ისეთი კომპანიის წარმომადგენლებმა, როგორებიცაა Oppo და Xiaomi.

122

Oppo–მ აღნიშნული ტექნოლოგია წარმოადგინა პროტოტიპზე, რომლის აპარატის მოდელიც ჯერ უცნობია.  Xiaomi – მ კი ახალი მიგნება Mi 9–ს საშუალებით გააცნო საზოგადოებას. ამ შემთხვევაში ფრონტალური კამერა განათავსეს დისპლეის ქვეშ. წვეთისებრი ჭრილი კი სრულებით გააქრეს. როგორც ჩანს, ტექნოლოგიის რეალიზაციის საშუალება ორივე კომპანიის ვერსიაში იდენტურია.

 

როდის გამოვა ასეთი სმარტფონები გაყიდვაში, ჯერ უცნობია. თუმცა ექსპერტები ფიქრობენ, რომ მიმდინარე წელს სიახლის დანერგვა ნაკლებ სავარაუდოა. ჯერ საუბარი მხოლოდ პოტენციური შესაძლებლობების დემონსტრირებაზეა.

 

6 წლიანი შესვენების შემდეგ Apple–მა მწარმოებლების კონფერენციაზე WWDC წარმოადგინა განახლებული პროფესიონალური, პერსონალური კომპიუტერი Mac Pro, რომელიც ფლობს უნიკალურ ტექნიკურ მახასიათებლებს. 

11
პირველ რიგში თვალში გვხვდება სისტემური ბლოკის მასიური კორპუსის ორიგინალური და საკმაოდ უცნაური დიზაინი, რომელიც ალუმინისა და უჟანგავი ფოლადისგანაა შექმნილი. კომპიუტერის ზომებია 529×450×218 მმ, წონა - 18 კგ. მასიური კორპუსის კომფორტულად გადასატანად  შექმნილია სპეციალური სადგამი ბორბლებზე.

 

 

Mac Pro–ს  მინიმალურ საბაზო კომპლექტაციას აქვს 8 ბირთვიანი Xeon W პროცესორი 4 Ghz სიხშირით. ოპერატიული მეხსიერება – 32 GB, ირითადი SSD მეხსიერება - 256 GB. ვიდეოპროცესორი- Radeon Pro 580X.

22 
კომპიუტერის ტოპ კონფიგურაციის სიმძლავრე გასაოცარია. მას აქვს 28 ბირთვიანი პროცესორი Intel Xeon, ოპერატიული მეხსიერება - 1,5 TB, ორი SSD მეხსიერება –4 TB–მდე და 4-მდე ვიდეობარათი Radeon Pro Vega II, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლეს სიმძლავრეს 58 ტერფლობსამდე. კვების ბლოკი 1.4 კილოვატს შეადგენს.  

 

 

Mac Pro–ს ტოპ მოდელი საშუალებას იძლევა გაუშვათ ერთდროულად სამი სტრიმი 8K გაფართოებით და 12 სტრიმი 4K გაფართოებით. გათვალისწინებულია სპეციალური ბარათი  Afterburner ვიდეოს დამუშავების ეფექტურობის გასაზრდელად. 
გაგრილების უნიკალური სისტემა დაკომპლექტებულია ერთდროულად 6 ვენტილატორით და აორთქლების სისტემით. საბაზო კომპლექტაცია ეღირება 5999 დოლარი. ტოპ კონფიგურაციის ფასი ჯერ არ გაჟღერებულა. გაყიდვაში Mac 2019 წლის შემოდგომით გამოვა.

 

Fujifilm–ის ახალი კამერა GFX100 ფლაგმანურ აპარატად იქცა, შესაძლებლობით გადაიღოს გამოსახულება 102 მეგაპიქსელის გაფართოებით. კამერა აღჭურვილია ფუნქციით, რომელიც უზრუნველყოფს ფოტოს წინაწარ რატუშირებასაც.

22

 

Fujifilm–ის ახალი კამერა GFX100 ფლაგმანურ აპარატად იქცა, შესაძლებლობით გადაიღოს გამოსახულება 102 მეგაპიქსელის გაფართოებით. კამერა აღჭურვილია ფუნქციით, რომელიც უზრუნველყოფს ფოტოს წინაწარ რატუშირებასაც.

GFX100–სთვის წინასწარ შეიმუშავეს ახალი უნიკალური CMOS სენსორი, რომელიც სრულკადრიან 35 მილიმეტრიან კემრებზე 1.7–ჯერ დიდია. ციფრული კამერის აპარატული შემადგენელი მუშაობს პროცესორზე X-Processor 4, რომელიც Fujifilm–მა შეიმუშავა. საფირმო ჩიპს აქვს Smooth Skin Effect, რომელიც უზრუნველყოფს სახის ტონის ავტომატურ გასუფთავებას რატუშირების ანალოგიით, რასაც ფოტოგრაფები უკვე გადაღებული სურათის დამუშავებისას აკეთებენ.

33

 

კამერა Fujifilm GFX100 აღჭურვილია 5.5 ხარისხის ოპტიკური სტაბილიზაციის შესაძლებლობით. ეს ფუნქცია საშუალებას მოგცემთ გადაიღოთ ფოტო მაქსიმალური გაფართოებით გადღაბნილი კადრის გამოსვლის რისკის გარეშე.

ფაზური ავტოფოკუსირება იყენებს 3.76 მილიონ პიქსელს, რაც ფოკუსირების სიჩქარეს 210% ზრდის წინა მოდელებთან შედარებით. საბაზო შუქმგრძნობელობა 100 –დან 12 800–მდე ISO –ში მერყეობს. აპარატს ასევე აქვს წამში 5 კადრის დაფიქსირების შესაძლებლობა. ვიდეოგადაღება შესაძლებელია ფორმატებში: 4K, 30 fps ან Full HD, 60 fps.

44 (1)

 

აპარატს აქვს: გადამღები OLED ვიდეომძებნელი 5.76 მილიონი წერტილის გაფართოებით, თხევადეკრანიანი დისპლეი 2.3 დიუმის დიაგონალით და ორი დამატებითი  OLED დისპლეი დამატებითი ინფორმაციის ასახვისთვის. უსადენო კავშირს უზრუნველყოფს  Wi-Fi 802.11ac და Bluetooth. აქვს ორი SD ბარათის მხარდაჭერა. კამერა იწონის 1.32 კგ–ს და აღჭურვილია ორი აკუმულატორით. კორპუსს აქვს მტვრისა და ნალექისგან დაცვის მხარდაჭერა.

აპარატი გაყიდვაში გამოდის 27 ივნისიდან და ეღირება $9999.

 

კომპიუტერული ტექნიკის ბაზარზე არსებული კონკურენცია მწარმოებლებს აიძულებს უფრო და უფრო სრულყონ თავისი პროდუქცია, რათა ის სარგებლობდეს დიდი მოთხოვნით, აჩენდეს ინტერესს და აოცებდეს მომხმარებელს. ეს არის ბაზრის კანონები, და მისი გათვალისწინება ყველა მოთამაშეს უწევს. ამ პრინციპს იზიარებს კომპანია  Intel–იც და ცოტა ხნის წინ ამის გათვალისწინებით წარმოადგინა უჩვეულო, ორ ეკრანიანი ნოუთბუქი  Honeycomb Glacier. თუმცა კონკურენტებს გაუსწრო იმითაც, რომ ორი ეკრანის ინტეგრირების უჩვეულო გზას მიაგნო.

 

1

 

 

სპეციალური მექანიზმის წყალობით ნოუთბუქი ტრანსფორმირდება ისე, რომ ძირითადი ეკრანი მომხმარებლის თვალების დონემდე ადის. განსაზღვრული კუთხით იწევა მეორე ფართოფორმატიანი დისპლეიც და მიმართულია მოთამაშისკენ.   

 

2 (6)

 

 

მთავარი Full HD დისპლეის ზომა შეადგენს 15.6 დიუმს, მეორე დისპლეის დიაგონალი კი – 12.3 დიუმს, ორივე მათგანის გაფართოება კი 1920х720 წერტილია. Honeycomb Glacier–ის დამატებითი ეკრანი  გეიმერებისთვისაა განკუთვნილი სათამაშო რუკის აღსაბეჭდად, ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მაჩვენებლების ტრანსლირებისთვის, ანდაც მესენჯერში სასაუბროდ.

 

3 (8)

 

კიდევ ერთი სიახლე ის არის, რომ გაჯეტს დამონატჟებული აქვს Tobii კამერები, რომელიც სისტემას შეხედვის საშუალებით მართავს. მსგავსი კამერები ბევრ თამაშშია გამოყენებული. მოძრავი კონსტრუქცია კი არა მხოლოდ ეკრანის ასაწევად, არამედ სისტემის დამატებითი ვენტილაციისთვის გამოიყენება. ნოუთბუქი მუშაობს Intel–ის 8 ბირთვიან პროცესორზე და ვიდეობარათზე NVIDIA GTX 1060.

Intel –ის ახალი ნოუთბუქი ჯერ–ჯერობით პროტოტიპია. იმისთვის, რომ ის სრულყოფილ ნოუთბუქად იქცეს, ჯერ ბევრი რამის გაკეთებაა საჭირო. როდის ვიხილავთ უკვე მზა პროდუქტს და როდის გამოვა ის გაყიდვაში, ჯერ ცნობილი არ არის.

 

რაც უფრო ახლოვდება  iPhone–ისა და iOS 13–ის ოფიციალური ანონსის თარიღი, მით მეტი ინსაიდერული ინფორმაცია ჩნდება მათი ტექნიკური მახასიათებლებისა და ოპერაციული სისტების შესახებ.

1 (8)
საინფორმაციო წყაროებისგან მიღებული ბოლო ინფორმაციის თანახმად ახალ iPhone 11–ს (5.8 დიუმი) და iPhone 11 Max–ს (6.5 დიუმი), როგორც მათ წინამორბედებს iPhone X–სა და XS–ს, ექნებათ AMOLED ეკრანი ჩვეული ჭრილით. Face ID სისტემა გაუმჯობესდება და საშუალებას მოგცემთ იდენტიფიკაცია გაიაროთ მომხმარებლის სახის ფართო კუთხით.

2 (3)

 

 

ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ iPhone 11–ში მცირე ცვლილებები შეეხება კამერასაც. უკვე არსებულ ორს დაემატება 12 მეგაპიქსელიანი ფართოკუთხოვანი ობიექტივის მქონე სენსორი 120° ხედვის კუთხით. ფიქრობენ, რომ ძირითადი კამერა ოპტიკური სტაბილიზატორითაც იქნება აღჭურვილი. სიკაშკაშეს კი განახლებული ფლეშ განათება უზრუნველყოფს. გადაღების ხარისხის ასამაღლებლად Apple–მა შექმნა საფირმო ISP პროცესორი და გააუმჯობესა Smart HDR.

3 (6)
ახალი iPhone–ების კორპუსი მიიღებს უჟანგავი ფოლადის ჩარჩოს და ახალ ზედაპირს, რომელიც გარეგნულად მოგვაგონებს მატეს მინას. გაუმჯობესდება სტერეო დინამიკებიც. აპარატული სრულყოფის გარდა ახალი მოდელები სულ ახალთახალ ოპერაციულ სისტემას iOS 13–ს მიიღებენ
ფიქრობენ, რომ განახლებული iOS 13 გულისხმობს განახლებულ Siri–საც. სისტემა დაიმახსოვრებს მომხარებლის ჩვევებს და თავად გადმოწერს აპლიკაციებს, რომლიც მას სავარაუდოდ დააინტერესებს.

ცნობილი გახდა ინფორმაცია 15 და 13 დიუმიანი MacBook Pro–ს მახასიათებლების შესახებ. ამიერიდან მათში გამოიყენება Intel–ის ბოლო, მე–8 და მე–9 თაობის პროცესორები. კლავიატურა Butterfly–მ კი მიიღო სრულყოფილი მომსახურების პროგრამა და გამოსაყენებლად უფრო მოსახერხებელი გახდა.

4 (4)

 

 

ცვლილებები შეეხო პირველი რიგში ნოუთბუქის 15 დიუმიან ვერსიას Intel–ის მე– 9 თაობის პროცესორით. საბაზო მოდელi MacBook Pro მუშაობს ექვსბირთვიან პროცესორზე Core i7-9750 ტაქტური სიხშირით 2.6 Ghz. განახლების თვალსაზრისით არანაკლებ პოპულარული გახდება ახალი ვერსია, რომელსაც 8 ბირთვიანი პროცესორი CPU Core i9-9980 ექნება სიხშირით 2.3 Ghz.
იმ მომხმარებლებისთვის კი, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია მწარმოებლურობა კომპანიამ შექმნა ტოპ კონფიგურაციის ნოუთბუქი 8 ბირთვიანი პროცესორით Core i9, საბაზო სიხშირით –2.4 Ghz. ეს არის ყველაზე ძლიერი მაკბუქი მისი არსებობის ისტორიაში.  
სერიოზული ცვლილებები განიცადა 13 დიუმიანმა მოდელმაც, რომელსაც აქვს Touch Bar. საბაზო ვერსია აღჭრუვილია 4 ბირთვიანი პროცესორით Core i5-8365 სიხშირით – 2.4 Ghz.

5 (1)

 

 

მიუხედავად მწარმოებულურობაში შეტანილი ცვლილებებისა, უცვლელი დარჩა MacBook Pro–ს ხვა ძირითადი მახასიათებლები. გარდა კლავიატურისა Butterfly, რომელშიც მწარმოებლების თქმით გაუმჯობესდა მექანიკური ნაწილი ახალი მასალის გამოყენების შედეგად. ეს შეამცირებს ნოუთბუქების მუშაობაში ხარვეზების გაჩენის შანსს.
განახლებული მოდელები უკვე გაყიდვაშია. ახალი MacBook Pro 13 Touch Bar ღირს $1 799; MacBook Pro 15–ს ფასი იწყება $2 399–დან. მაქსიმალური კონფიგურაციის მოდელი კი (Core i9, 32 GB, Radeon Pro Vega 20 და 4 TB SSD) - $6 549.

 

Motorola–მ თავისი სმარტფონების ასორტიმენტი უცნაური სიახლით შეავსო და წარმოადგინა საშუალო დონის მოდელი One Vision, რომელშიც კონკურენტების მიერ შექმნილი სიახლეებიც დანერგა.

1 (4)

 

მაგალითად, აპარატს აქვს 6.3 დიუმიანი LCD ეკრანი CinemaVision,  Full HD+ გაფართოებით და კინემატოგრაფიული მხარეთა შეფარდებით — 21:9. ასეთივე დისპლეი აქვს ისეთ აპარატებს, როგორებიცაა: Sony Xperia 10 Plus და  Sony Xperia 10. ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში მრგვალი ჭრილია განთავსებული 25 მეგაპიქსელიანი სელფი კამერისთვის, რომელსაც აქვს Quad Pixel ტექნოლოგიის ოთხი ერთში ბინინგის მხარდაჭერა, (როცა ოთხი პიქსელი ერთიანდება ერთში, სინათლის მგრძნობელობის მოსამატებლად) ამაში ახალი აპარატი გავს Honor View 20–სა და Samsung Galaxy S10–ს.

3 (3)

 

კიდევ ერთი საინტერესო მომენტია ის, რომ One Vision არ მუშაობს  Qualcomm–ის ან MediaTek–ის პროცესორზე. მათ მაგივრად აპარატს აქვს Samsung Exynos 9609–ის 8 ბირთვიანი პროცესორი. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 4 GB-ს, შიდა მეხსიერება კი – 128 GB.  აკუმულატორის მოცულობა 3500 mAh–ია და აქვს სწრაფი დატენვის ფუნქცია TurboPower.

4 (1)

 

ორმაგი მთავარი კამერა შედგება 48 მეგაპიქსელიანი ძირითადი მოდულით, f/1.7 დიაფრაგმით და 5 მეგაპიქსელიანი მეორადი სენსორით, რომელიც სცენის სიღრმის ანალიზისთვისაა განკუთვნილი. აქვს ოპტიკური სტაბილიზაციის სისტემა,  Night Mode რეჟიმი და ხელოვნური ინტლექტის ტექნოლოგიის, ასევე 4К UHD ფორმატში ვიდეო გადაღების მხარდაჭერა. უკანა მხარეს განლაგებულია თითის ანაბეჭდის სკანერი.

One Vision გამოუშვეს ოპერაციულ სისტემაზე Android One. ახალი აპარატის საწყისი ღირებულება 299 ევრო იქნება.  

 

კორპორაცია Oppo– ს კუთვნილმა სუბბრენდმა Realme წარმოადგინა ყველაზე ხელმისაწვდომი და საკმაოდ ფლაგმანური სმარტფონი Realme X, რომელიც საკმაოდ კარგი ალტერნატივაა OnePlus 7–ის და ფლობს უკეთეს შიგთავსს ვიდრე ეს უკანასკნელი. 

 

44

 

 

ახალი აპარატი აღჭურვილია 6.5 დიუმიანი AMOLED დისპლეით, რომელსაც აქვს Full HD+ გაფართოება და დამცავი მინდა Corning Gorilla Glass 5. სელფი კამერის ჭრილი და სხვა სენსორები ეკრანზე არ აქვს. თითის ანაბეჭდის სკანერი და ეკრანის ქვეშ აქვს განთავსებული.

 

55

 

აპარატი მუშაობს პროცესორზე Qualcomm Snapdragon 710. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 4, 6 ან 8 GB, შიდა კი — 64 ან 128 GB. აკუმულატორის მოცულობა შეადგენს 3765 mAh–ს და აქვს სწრაფი დატენვის ფუნქცია VOOC Flash Charge 3.0, რომელიც 55% ტენის ტელეფონს ნახევარ საათში.

Realme X–ის უკანა მხარეს განთავსებულია ორმაგი კამერა 1/2" სენსორით Sony IMX 586, 48 მეგაპიქსელითა და f/1.7 დიაფრაგმით. დამხამრე სენსორი 5 მეგაპიქსელიანია და განსაზღვრავს ფოტოების სიღრმეს.  ფრონტალური კამერა, ისევე როგორც OnePlus 7 Pro–ს შემთხვევაში, განთავსებულია მოძრავ მოტორიზებულ ბლოკში. გადაღებას ახორციელებს 16 მეგაპისელიანი სენსორი.

77

 

ძირითად კამერას აქვს ფუნქციები, რომელიც ამაღლებს გადაღებული ფოტოების ხარისხს. სცენების ამოცნობა ხორციელდება ხელოვნური ინტელექტის საშუალებით. გათვალისწინებულია პორტრეტული სტილი, Nightscape  და Chroma Boost.

66

 

საბაზო მოდელი Realme X, რომელსაც აქვს 4/64 GB მეხსიერება ღირს $220, მოდელი 6/64 მეხსიერებით კი – в $230. ტოპ მოდიფიკაცია 8 და 128 GB მეხსიერებით –$260.

Apple-ის ახალი სმარტფონების ანონსამდე ნახევარ წელზე ნაკლები რჩება და მითქმა–მოთქმა ახალი iPhone–ების შესახებ არ წყდება. ინტერნეტგამოცემების Bloomberg და OnLeaks–ის ინსაიდერები, რომელთა პროგნოზებიც ყველაზე ხშირად მართლდება, იტყობინებიან, რომ მოდელები iPhone 11 და iPhone 11 Max მიიღებენ სამმაგ ძირითად კამერას, რომელიც მოთავსებული იქნება სმარტფონის უკანა მხარეს განთავსებულ კვადრატულ ველზე.

1

 


2

ინტერნეტშიც მაშინვე გაჩნდა ახალი აპარატების სავარაუდო დიზაინის ამსახველი ფოტომასალა, რომელმაც მომხმარებელში უკმაყოფილება და იმედგაცრუება გამოიწვია. თუმცა ახალი დიზაინერული გადაწყვეტილება საკმაოდ პრეზენტაბელურად გამოიყურება და სრულიად შეესაბამება Apple–ის სტილს.

3

 

iPhone 11 და iPhone 11 Max მიიღებენ საკმაოდ კარგ ესთეტიურ გადაწყვეტილებას, რომელიც სრულიად არ აფუჭებს აპარატის საერთო ვიზუალს. მოკლედ, ისევე როგორც ადრე, Apple–ში ახლაც შეუძლიათ ორგანულად შეუთავსონ ერთმანეთს თანამედროვე ტენდენციები და დიზაინერული გადაწყვეტილებები.

4

 

შეგახსენებთ, რომ მოცემული მასალა არ არის ოფიციალური და ის ერთ–ერთი ბლოგერის მიერ არის გამოქვეყნებული.

  1   2   3   4   5   6   7   8   9   10   11   12   13   14   15   16   17   18   19   20   მომდევნო >>

ზევით