BREVA HB24

229 GEL

ვიდეო ძიძა BREVA HB24

    კოდი: 147859
არის გაყიდვაში
გამოხმაურება (8)
აქცია!
მიიღეთ 30-ლარიანი ვაუჩერი საჩუქრად!
2016-12-12
  • დარჩა:
  • დღე
  • საათი
  • წუთი
  • წამი

უთხარი მეგობრებს

ადგილზე მიტანის სერვისი:
თბილისის მაშტაბით: უფასო
ერთი სამუშაო დღის განმავლობაში
მიწოდება 17:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე

საქართველოს მასშტაბით:
1-2 სამუშაო დღის განმავლობაში
მიწოდების ღირებულება 6 GEL
ანგარიშსწორება მიწოდების შემდგომ!

დაწვრილებით მიტანის შესახებ

გარანტია:
ჩვენს მაღზიაში შეძენილ ყველა პროდუქტზე მწარმოებლის ოფიციალური გარანტია მოქმედებს

დაწვრილებით გარანტიის შესახებ

პროდუქტის აღწერა

საიმედო ძიძა

ვიდეო ძიძა BREVA HB24

აღწერა ევროპული ბრენდის BREVA-ს ვიდეო ძიძა 1 წლიანი გარანტიით და მიწოდებით მთელი საქართველოს მასშტაბით! BREVA HB24-სთან ერთად თქვენ შეძლებთ დისტანციურად აკონტროლოთ თქვენი პატარა სახლის ნებისმიერი ადგილიდან და ამავდროულად დაკავდეთ თქვენი საყვარელი საქმით ან უბრალოდ დაისვენოთ.


ვიდეო ძიძა BREVA HB24
მოქმედების დიდი რადიუსი

მოქმედების დიდი რადიუსი

ვიდეო ძიძას მოქმედების რადიუსი გაშლილ სივრცეში დაახლოებით 350 მეტრს შეადგენს, რაც სავსებით საკმარისია დიდი სახლის პირობებში. თქვენ დაბრკოლების გარეშე შეგეძლებათ აკონტროლოთ ბავშვის მდგომარეობა საცხოვრებლის ნებისმიერი ადგილიდან.


ვიდეო ძიძა BREVA HB24
მაღალი ხარისხის დისპლეი

მაღალი ხარისხის დისპლეი

BREVA HB24-ის მშობლის მოწყობილობას აქვს მაღალი ხარისხის 2.4'' (5 სმ) დისპლეი, რომლის დახმარებით თქვენ დისტანციურად შეძლებთ ბავშვის კონტროლს. ვიდეო ძიძას წყალობით თქვენ აღარ მოგიწევთ ყოველ წუთს ბავშვის ოთახში შესვლა და მისი მდგომარეობის შემოწმება. ვიდეო ძიძას აქვს Zoom-ის შესაძლებლობა. ამასთან, ბავშვის მხარე აღჭურვილია მაღალი მგრძნობელობის მიკროფონით, რომელსაც არ გამოეპარება თქვენი პატარას ტირილი. ასევე შესაძლებელია დამატებითი კამერების დაყენება. BREVA HB24-სთან ერთად თქვენ შეგეძლებათ უფრო მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს, დაკავდეთ საყვარელი საქმიანობით ან უბრალოდ დაისვენოთ და დაზოგოთ თქვენი დრო და ენერგია.


მობილური ტელეფონი SAMSUNG GALAXY S5
ღამის ხედვის რეჟიმი

ღამის ხედვის რეჟიმი

ვიდეო ძიძას დახმარებით ღამითაც და ცუდი განათების პირობებშიც შეძლებთ ბავშვის დისტანციურად გაკონტროლებას. ღამის ხედვის რეჟიმში მონიტორზე გადაიცემა შავ-თეთრი გამოსახულება.


ვიდეო ძიძა BREVA HB24
Two-Way Talk

Two-Way Talk

BREVA HB24 აღჭურვილია მშობლისა და ბავშვის ხმის ორმხრივი აუდიო გადაცემის შესაძლებლობით. ზოგჯერ ბავშვის დასამშვიდებლად და მის დასაძინებლად საკმარისია მშობლის ხმის გაგონება, რაშიც BREVA-ს ვიდეო ძიძა დაგეხმარებათ. თქვენ აღარ მოგიწევთ ახალგაღვიძებულ და ატირებულ ბავშვთან სირბილით მისვლა, უბრალოდ ესაუბრეთ და დაამშვიდეთ იგი დისტანციურად.


ვიდეო ძიძა BREVA HB24
VOX ფუნქცია

VOX ფუნქცია

ვიდეო ძიძას აქვს ბავშვის ტირილზე მოწყობილობის აქტივაციის ფუნქცია VOX. თუკი მოწყობილობის ირგვლივ არ შეინიშნება ხმაური 30 წამის განმავლობაში, იგი წყვეტს მონიტორზე გამოსახულების გაგზავნას და გადადის ლოდინის რეჟიმში. არააქტიურ რეჟიმში მოწყობილობა მნიშვნელოვნად ზოგავს ენერგიას, რის ხარჯზე აკუმულატორით მუშაობის დრო იზრდება. ვიდეო ძიძა ბავშვის ხმის ან ტირილის დაფიქსირებისთანავე გადადის აქტიურ რეჟიმში და იწყებს ბავშვის გამოსახულებისა და ხმის გადაცემას მშობლის მოწყობილობაზე.


ვიდეო ძიძა BREVA HB24
ტემპერატურის კონტროლი

ტემპერატურის კონტროლი

ვიდეო ძიძა აღჭურვილია ოთახისა და გარემოს ტემპერატურის მონიტორინგის ფუნქციით. ცნობილია, რომ ბავშვისთვის არ არის რეკომენდირებული სიცივე ან გადამეტებული სიცხე. მოწყობილობა საშუალებას მოგცემთ აკონტროლოთ ბავშვის ოთახის ტემპერატურა და შეინარჩუნოთ ბავშვისთვის ოპტიმალური პირობები.


ვიდეო ძიძა BREVA HB24
მრავალფუნქციურობა

მრავალფუნქციურობა

Breva-ს ვიდეო ძიძა გამოირჩევა მრვალაფუნქციურობით. მოწყობილობას აქვს დასაძინებელი მელოდიები, რომლებიც დაგეხმარებათ პატარას დაძინებაში. მოწყობილობა აღჭურვილია ტაიმერით, BREVA HB24-სთან ერთად თქვენ არასოდეს არ დაგავიწყდებათ ბავშვის კვების, წამლის მიცემის ან საფენის გამოცვლის დრო.


ვიდეო ძიძა BREVA HB24
ხანგრძლივი მუშაობის დრო

ხანგრძლივი მუშაობის დრო

მოწყობილობის Li-ion ტიპის აკუმულატორის მოცულობა 950mAh-ია, რაც ვიდეო ძიძას ხანგრძლივ მუშაობას განაპირობებს. BREVA HB24 -ის მუშაობის დრო Standby რეჟიმში დაახლოებით 8-15 საათს შეადგენს.


ვიდეო ძიძა BREVA HB24
1 წლიანი გარანტია

1 წლიანი გარანტია

BREVA-ს ვიდეო ძიძაზე ვრცელდება მწარმოებლის 1 წლიანი ოფიციალური გარანტია. საგარანტიო ტალონი გადმოგეცემათ მოწყობილობასთან ერთად.





პროდუქტის მახასიათებლები BREVA HB24

• ტიპი: ვიდეო ძიძა
• სიხშირე: 2.4GHz (ტექნოლოგია Digital FHSS)
• პრივატული სიგნალი: კი
• მოქმედების რადიუსი: 350 მ-მდე
• დისპლეის ზომა: 2.4'' (5 სმ)
• დინამიკი: კი
• მიკროფონი: კი
• ვიდეო გადაცემა: კი
• აუდიო გადაცემა: კი
• Zoom-ის შესაძლებლობა: კი

ფუნქციები და მახასიათებლები
• ღამის ხედვის რეჟიმი: კი
• Pan & Tilt ზუმის მართვის შესაძლებლობა
• მშობლისა და ბავშვის ხმის ორმხრივი აუდიო გადაცემა Two-Way Talk
• ხმის რეგულირების შესაძლებლობა
• რეგულირებადი სიკაშკაშე
• ოთახისა და გარემოს ტემპერატურის მონიტორინგი
• დამატებითი კამერების დაყენების შესაძლებლობა: კი (4 კამერამდე)
• ხმაზე რეაგირებადი ინდიკატორი
• აუდიო რეჟიმი (გამოსახულების გარეშე)
• VOX ფუნქცია - მონიტორის ავტომატური ჩართვა ბავშვის ხმაზე
• სიგნალი, ტაიმერი: კი
• სიგნალის ხმის დონის რეგულირება: კი
• დასაძინებელი მელოდიები Lullaby

აკუმულატორის პარამეტრები
• აკუმულატორის ტიპი: Li-ion
• აკუმულატორის მოცულობა: 950mAh
• მუშაობის ხანგრძლივობა: 8-15 სთ

კომპლექტაცია
• გადამცემი (ბავშვის მხარე)
• მიმღები (მშობლის მხარე)
• 2 x კვების ადაპტერი
• სამომხმარებლო ინსტრუქცია

ფიზიკური მახასიათებლები
• ფერი: თეთრი

* მწარმოებელი იტოვებს უფლებას წინასწარი შეტყობინების გარეშე შეიტანოს ცვლილებები პროდუქტის მახასიათებლებსა და დიზაინში. მწარმოებლის მიერ შეტანილ ცვლილებებზე მაღაზია არ იღებს პასუხისმგებლობას.

გამოხმაურება ვიდეო ძიძა BREVA HB24

დატვირთვა...
პროდუქტის რეიტინგი  

ამ ფორმის შევსების შემდგომ, თქვენ შეგიძლიათ პროდუქტის უფრო დაბალ ფასად შეძენა, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიერ არჩეული მოდელი გაყიდვაში აქვს სხვა ინტერნეტ მაღაზიას და მოქმედი ფასი დაბალია ჩვენსაზე


პროდუქტის დასახელება

ვიდეო ძიძა BREVA HB24


ინტერნეტ მაღაზია*
ფასი *
სახელი და გვარი*
Email*
ტელეფონის ნომერი*
ზევით