LENOVO YOGA TAB 3 PRO (ZA0G0068UA) 32GB BLACK

არ არის გაყიდვაში

ტაბლეტი LENOVO YOGA TAB 3 PRO (ZA0G0068UA) 32GB BLACK

    კოდი: 146288
გამოხმაურება (11)

უთხარი მეგობრებს

ადგილზე მიტანის სერვისი:
თბილისის მაშტაბით: უფასო
ერთი სამუშაო დღის განმავლობაში
მიწოდება 17:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე

საქართველოს მასშტაბით:
1-2 სამუშაო დღის განმავლობაში
მიწოდების ღირებულება 4 GEL
ანგარიშსწორება მიწოდების შემდგომ!

დაწვრილებით მიტანის შესახებ

გარანტია:
ჩვენს მაღზიაში შეძენილ ყველა პროდუქტზე მწარმოებლის ოფიციალური გარანტია მოქმედებს

დაწვრილებით გარანტიის შესახებ

პროდუქტის აღწერა

მრავალფუნქციურობის ახალი სტანდარტი!

ტაბლეტი LENOVO YOGA TAB 3 PRO
კინოთეატრი სახლში

ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, ყველა ცნობილი კომპანია ცდილობს, რომ მათი თანამედროვე მოწყობილობები იყოს უფრო მრავალფუნქციური და მეტი სარგებელი მოუტანოს მომხმარებელს. კომპანია LENOVO, მაქსიმალურად ორიენტირებულია მომხმარებლის მოთხოვნებზე. ის არ აკეთებს აქცენტს მხოლოდ პიარისათვის გაზრდილ მონაცემებზე, რომელსაც არანაირი შედეგის მოტანა არ შეუძლია ჩვეულებრივი ადამიანისთვის. LENOVO კვლავ ამკვიდრებს ახალ სტანდარტებს და გვთავაზობს ინოვაციურ პლანშეტს YOGA Tab 3 Pro.

ტაბლეტი პროექტორით

ტაბლეტი LENOVO YOGA TAB 3 PRO
კონსოლი

პლანშეტი YOGA 3 Pro აღჭურვილია რევოლუციური სიახლით - ჩაშენებული პროექტორით, რომელიც ნებისმიერ შენობას კინოთეატრად გადააქცევს. სცადე ფილმებისა და ვიდეოს ნახვის ახალი საშუალება, გამოსცადე ახალი შეგძნებები. შუქის ნაკადის მაღალი მაჩვენებლის ხარჯზე ( 50 ლუმენი ) შესაძლებელია გამოსახულების ჩვენება 70 დიუმიანი ( 178 სმ ) დიაგონალით ნებისმიერ კედელსა თუ ჭერზე.

საუკეთესო გრაფიკული მონაცემები!

ტაბლეტს, მაღალი რეზოლუციის QHD ( 2560x1600 პიქსელი ) ეკრანი აქვს. Intel-ის გრაფიკული ბირთვისა და შესანიიშნავი ეკრანის წყალობით - ითამაშე და უყურე ვიდეოს, ნებისმიერი განათების პირობებში, მაღალი დეტალიზაციით და საუკეთესო კონტრასტულობით.

ტაბლეტი LENOVO YOGA TAB 3 PRO
წიგნი

LENOVO-ს განცხადებით YOGA 3 Pro-ს აქვს საუკეთესო დინამიკები და ხმა, ყველა სხვა მსგავს მოწყობილობასთან შედარებით . რთულია, ეჭვი შეირანო მათ განცხადებაში, რადგან : ტაბლეტს 4 დიდი ჩაშენებული JBL სისტემის დინამიკი და Dolby Atmos-ის აუდიო სისტემა აქვს. გამორჩეული ხმა ყურსასმენების გარეშეც!

ელემენტი რეკორდული მონაცემებით!

ელემენტის რესურსი 10200mAh. საშუალო მუშაობის ხანგძლივობა ავტონომიურ რეჟიმში - 18 სთ. რისი გაკეთება შეიძლება ამ 18 საათში?! ალბათ გგონიათ, რომ ეს 18 საათი აღნიშნავს ლოდინის რეჟიმის ხანგძლივობას?! არა. ამ დორის განმავლობაში პლანშეტით შეგიძლიათ : 2 საათი იყოთ ინტერნეტში (Wi-Fi-ს მეშვეობით) + 2 საათი უყუროთ ვიდეოს HD რეზოლუციით + 2 საათი მოუსმინოთ მუსიკას + 12 საათი წაიკითხოთ წიგნი ან სხვა ტექსტური ფაილი.

ტაბლეტი LENOVO YOGA TAB 3 PRO
კლავიატურა

გამოყენების 4 მეთოდი

YOGA-ს სპეციალური დიზაინი საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ ის ნებისმიერ სიტუაციაში. პლანშეტის გამოყენება შესაძლებელია 4 მეთოდით, ოთხი სხვადასხვა მდგომარეობით : წიგნი, კლავიატურა, კონსოლი და სურათი. ყველა მდგომარეობა ასახულია სურათებზე. ეს არის დიზაინი, რომელიც ქმნის კომფორტს.

ტაბლეტი LENOVO YOGA TAB 3 PRO
სურათი

AnyPen

არსებობს ბევრი მოწყობილობა რომლებსაც აქვთ სტილუსის ფუნქცია (სტილუსი ეს სპეციალური კალამი, რომლითაც შესაძლებელია სენსორულ ეკრანზე სხვადასხვა მოქმედების განხორციელება). ეს საკმაოდ საჭირო და მოსახერხებელი რამ არის : მაგალითად, გჭირდებათ ტექსტის სწრაფი ჩაწერა ხელით, რაიმე ჩანიშვნის გაკეთება, ხატვა ან სხვა... მთელ ამ სარგებელთან ერთად არსებობს სირთულეც, მაგალითად : მოწყობილობას არ მოჰყვება კალამი ან მოყვება, მაგრამ დაგეკარგათ ან უბრალოდ სახლში დაგრჩათ და გჭირდებათ. YOGA Tab 3 Pro მფლობელებს არ შეექმნებათ მსგავსი სირთულეები, რადგან ტექნოლოგია AnyPen-ის საშუალებით შესაძლებელია ნებისმიერი ნივთის სტილუსად გამოყენება : ჩვეულებრივი მელნიანი კალმის, ფანქრის ან ნებისმიერი საგნის რომელიც იქნება ხელმისაწვდომი.

ეს მოწყობილობა აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, რათა გაგიმარტივოთ ყოველდღიური ცხოვრება. პლანშეტის ფუნქციათა და გამოყენების მეთოდების სიმრავლე ქმნის ახალ სტანდარტებს თავის სეგმენტში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ინოვაციური მოწყობილობა, რომელიც ორიენტირებულია მომხმარებელზე.

პროდუქტის მახასიათებლები LENOVO YOGA TAB 3 PRO (ZA0G0068UA) 32GB BLACK

ეკრანი
• დიაგონალი: 10.1"
• გაფართოება: 2560x1600
• დიუმზე პიქსელების რაოდენობა (PPI): 299
• მატრიცის ტიპი: TFT, IPS
• სენსორული პანელის ტიპი: მოცულობითი, Multi-Touch

პროგრამული უზრუნველყოფა
• ოპერაციული სისტემა: Android
• ოპერაციული სისტემის ვერსია: 5.1 (Lollipop)

პროცესორი
• პროცესორის მწარმოებელი: Intel
• პროცესორის მოდელი: Atom x5-Z8500
• ბირთვების რაოდენობა: 4
• სიხშირე: 1.44 GHz
• მაქსიმალური ტურბო სიხშირე: 2.24 GHz
• ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვი: Intel HD Graphics

მეხსიერება
• ოპერატიული მეხსიერება: 2 GB
• შიდა მეხსიერების მოცულობა: 32 GB
• მეხსიერების ბარათის ტიპი: microSD
• მაქსიმალური მეხსიერების მხარდაჭერა: 128 GB

მობილური კომუნიკაციები
• 2G: კი
• 3G: კი
• 4G: კი
• SIM ბარათი: Micro-SIM
• მობილური ტელეფონის რეჟიმში მუშაობა: არა

უსადენო კომუნიკაციები
• Wi-Fi: 802.11 a/b/g/n/ac
• Bluetooth: 4.0

კამერა
• ძირითადი კამერა: 13 MP (ავტოფოკუსი)
• ფრონტალური კამერა: 5 MP (ავტოფოკუსი)

ინტერფეისი
• 1 x Micro USB 2.0
• 1 x ყურსასმენი (3.5 მმ Jack)

აუდიო სისტემა
• ჩამონტაჟებული დინამიკები: 4 (JBL)
• Dolby Atmos
• მიკროფონი: კი

დამატებითი მახასიათებლები
• GPS: კი (GLONASS)
• სენსორები: აქსელერომეტრი, განათების სენსორი, კომპასი, ვიბრაციის სენსორი
• ჩამონტაჟებული პროექტორი

აკუმულატორის პარამეტრები
• აკუმულატორის მოცულობა: 10200 mAh
• მუშაობის ხანგრძლივობა: 18 სთ
• სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა

ფიზიკური პარამეტრები
• ზომა: 247x179,2x9,2-3 მმ
• წონა: 665 გრ
• ფერი: შავი

* მწარმოებელი იტოვებს უფლებას წინასწარი შეტყობინების გარეშე შეიტანოს ცვლილებები პროდუქტის მახასიათებლებსა და დიზაინში. მწარმოებლის მიერ შეტანილ ცვლილებებზე მაღაზია არ იღებს პასუხისმგებლობას.

გამოხმაურება ტაბლეტი LENOVO YOGA TAB 3 PRO (ZA0G0068UA) 32GB BLACK

დატვირთვა...
პროდუქტის რეიტინგი  

ამ ფორმის შევსების შემდგომ, თქვენ შეგიძლიათ პროდუქტის უფრო დაბალ ფასად შეძენა, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიერ არჩეული მოდელი გაყიდვაში აქვს სხვა ინტერნეტ მაღაზიას და მოქმედი ფასი დაბალია ჩვენსაზე


პროდუქტის დასახელება

ტაბლეტი LENOVO YOGA TAB 3 PRO (ZA0G0068UA) 32GB BLACK


ინტერნეტ მაღაზია*
ფასი *
სახელი და გვარი*
Email*
ტელეფონის ნომერი*
ზევით