SAMSUNG GALAXY NOTE 5 (N920C) 32GB GOLD

1716 GEL

მობილური ტელეფონი SAMSUNG GALAXY NOTE 5 (N920C) 32GB GOLD

    კოდი: 144378
არის გაყიდვაში
გამოხმაურება (2)

უთხარი მეგობრებს

ადგილზე მიტანის სერვისი:
თბილისის მაშტაბით: უფასო
ერთი სამუშაო დღის განმავლობაში
მიწოდება 17:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე

საქართველოს მასშტაბით:
1-2 სამუშაო დღის განმავლობაში
მიწოდების ღირებულება 4 GEL
ანგარიშსწორება მიწოდების შემდგომ!

დაწვრილებით მიტანის შესახებ

გარანტია:
ჩვენს მაღზიაში შეძენილ ყველა პროდუქტზე მწარმოებლის ოფიციალური გარანტია მოქმედებს

დაწვრილებით გარანტიის შესახებ

პროდუქტის აღწერა

თქვენი გონიერი თანამგზავრი

მობილური ტელეფონი SAMSUNG GALAXY NOTE 5

GALAXY NOTE სერიებმა მომხმარებლებს უამრავი გამოსადეგი ფუნქცია შესთავაზა. აღნიშნული სერიის ყველაზე გამორჩეულ მახასიათებლებს შორის აღსანიშნავია დიდი ზომის ეკრანი და S PEN-ი.

GALAXY NOTE სერიებმა მომხმარებელს აგრეთვე შესთავაზა შთამბეჭდავი გამოსახულება, კაშკაშა, ფართო ეკრანის მეშვეობით, ხოლო S PEN-ი საშუალებას გაძლევთ, წეროთ მეტად ბუნებრივად ეკრანზე. თქვენს მიერ დაწერილი თითეული სიტყვა, თქვენს საკუთარ ხელწერას ჰგავს.

გაუმჯობესებული მახასიათებლებითა და დახვეწილი დიზაინით, ახალი GALAXY NOTE 5 ბევრად უფრო განვითარებულია, როგორც შიგნიდან, ასევე გარედან.

S PEN-ის გაუმჯობესებული წარმადობა და პროდუქტიულობის მეტი ინსტრუმენტები საშუალებას მოგცემთ, მარტივად მართოთ თქვენი საქმიანი გრაფიკი, ხოლო დახვეწილი, თხელი დიზაინი, ხაზს გაუსვამს თქვენს ელეგანტურობას.

დახვეწილი, პრაქტიკული GALAXY NOTE 5 თქვენი დატვირთული ცხოვრების სტილის შესანიშნავ ატრიბუტს წარმოადგენს.

ინოვაციური და კომფორტული დიზაინი

მინისა და ფოლადის ჰარმონიური შერწყმის მეშვეობით, Samsung-ის ფლაგმან სმარტფონს ელეგანტური დიზაინი აქვს. SAMSUNG GALAXY NOTE 5 -ის 5.7 ინჩიანი ეკრანი განსაკუთრებულია თავისი მაღალი რეზოლუციით - Quad HD (2560 х 1440). დიდი რაოდენობის პიქსელებით და Super AMOLED ტექნოლოგიით ტელეფონის გამოსახურება ტოვებს საუკეთესო შთაბეჭდილებებს.

მობილური ტელეფონი SAMSUNG GALAXY NOTE 5
განსაკუთრებული ფორმები

იდეალურად თავსდება ხელში

ორივე მხრიდან მოღუნული ეკრანის მეშვეობით იდეალურად თავსდება ხელში. გვერდებზე რკალისებრი ეკრანი არა მარტო ინოვაციური და ორიგინალური დიზაინია, არამედ ნებისმიერი საქმის კეთებისას შეუდარებელი კომფორტიც.

შეუდარებელი ფოტოები

NOTE 5-ის ძირითადი კამერა 16 მეგაპიქსელიანია. ამ მობილურით გადაღებული ფოტოები მკვეთრი, ნათელი და მაღალი დეტალიზაციის იქნება, ცუდი განათების პირობებშიც კი. გადაიღეთ ფოტოები ნებისმიერ სიტუაციაში, მზიან ამინდში და ღამე სიბნელეში ისინი მაინც შესანიშნავი გამოვა. კამერის ახალი, სწრაფი გახსნის ფუნქცია უზრუნველყოფს თქვენს მუდმივ მზადყოფნას. სხვადასხვა ფილტრები და ეფექტები საშუალებას გაძლევთ, შექმნათ თქვენი ყველაზე დასამახსოვვრებელი მომენტების მშვენიერი ფოტოსურათები.

სიმძლავრე

64 ბიტიანი 8 ბირთვიანი პროცესორით, მობილური იმუშავებს შეფერხების გარეშე, ძალიან სწრაფად ნებისმიერი საქმის შესრულებისას. 14 ნანომეტრიანი ინოვაციური ტექნოლოგიით დამზადებული პროცესორი უზრუნველყოფს ეკონომიურ ენერგომოხმარებას. 4 გიგაბაიტის მოცულობის ოპერატიული მეხსიერება სტაბილურ მუშაობას უზრუნველყოფს და გვაძლევს საშუალებას ერთდროულად რამოდენიმე საქმე ვაკეთოთ.

მობილური ტელეფონი SAMSUNG GALAXY NOTE 5
S PEN - სტილუსი

ელექტრონული კალამი S PEN

სტილუსი, ეს NOTE სერიის სმარტფონების დამახასიათებელი და მნიშვნელოვანი ელემენტია. ამ მობილურში ეს ელემენტი კიდევ უფრო დაიხვეწა. სტილუსის გამოყენება უამრავი საქმისათვისაა პრაკტიკული. მისი გამოყენება კომფორტული იქნება : ჩანიშვნების გასაკეთებლად, ტექსტის ხელნაწერის შესადგენად, ინფორმაციისა და სხვადასხვა კონტენტის მარტივად დამუშავებისთვის, სახატავად და გასართობად. S PEN-ი თქვენი დატვირთული ცხოვრების შესანიშნავ ატრიბუტს წარმოადგენს. კიდევ უფრო გაუმჯობესებული წარმადობის და გამოყენების მახასიათებლების მეშვეობით, S PEN-ი საშუალებას გაძლევთ გააკეთოთ უფრო მეტი, უფრო ეფექტურად.

სწრაფი დატენვის რეჟიმი

SAMSUNG GALAXY NOTE 5-ს სწრაფი დატენვის ფუნქცია აქვს. მას 100% დასატენად მხოლოდ 90 წუთი სჭირდება. დამატებით ტელეფონს უკაბელო დატენვის მხარდაჭერაც გააჩნია. ეს საშულებას გვაძლევს დავტენოთ მობილური, მისი შესაბამის მოწყობილობაზე მოთავსებით სულ რაღაც 120 წუთში.

პროდუქტის მახასიათებლები SAMSUNG GALAXY NOTE 5 (N920C) 32GB GOLD

სტანდარტი
• 2G: GSM 850/900/1800/1900
• 3G: HSDPA 850/900/1900/2100
• 4G: LTE 700/800/850/900/1800/1900/2100
• GPRS: კი
• EDGE: კი
• SIM ბარათის რაოდენობა: 1
• SIM ბარათის ტიპი: Nano-SIM

გამოშვების თარიღი
• პროდუქტის დაანონსების თარიღი: 2015 წ, აგვისტო
• პროდუქტის გამოშვების თარიღი: 2015 წ, აგვისტო

ეკრანი
• დიაგონალი: 5.7"
• გაფართოება: 2560x1440
• ეკრანის ფერების რაოდენობა: 16 მლნ.
• დიუმზე პიქსელების რაოდენობა (PPI): 515
• ეკრანის ტიპი: Super AMOLED
• სენსორული: კი
• სენსორული ეკრანის ტიპი: მოცულობითი, Multi-Touch
• ეკრანის დაცვა: Corning Gorilla Glass 4

პროგრამული უზრუნველყოფა
• ოპერაციული სისტემა: Android
• ოპერაციული სისტემის ვერსია: 5.1.1 (Lollipop)

პროცესორი
• პროცესორის მწარმოებელი: Samsung
• პროცესორის მოდელი: Exynos 7420
• ბირთვების რაოდენობა: 8
• სიხშირე: 1.5 GHz + 2.1 GHz (4 ბირთვი + 4 ბირთვი)
• გრაფიკული ბირთვი: Mali-T760MP8

მეხსიერება
• ოპერატიული მეხსიერება: 4 GB
• შიდა მეხსიერების მოცულობა: 32 GB
• მეხსიერების ბარათი: არა

უსადენო კომუნიკაციები
• Wi-Fi: 802.11 a/b/g/n/ac (Dual-band, Wi-Fi Direct, Hotspot)
• Bluetooth: 4.2 (A2DP, EDR, LE)
• NFC: კი

კამერა
• ძირითადი კამერა: 16 MP (სურათის გაფართოება: 5312x2988, გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაცია, ავტოფოკუსი, განათება)
• ვიდეოს გაფართოება (ძირითადი კამერა): 3840x2160 (30fps), 1920x1080 (60fps), გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაცია, dual-video rec.
• კამერის მახასიათებლები: 1/2.6" sensor size, 1.12 µm pixel size, Geo-tagging, Touch focus, Face/smile detection, Panorama, HDR
• ფრონტალური კამერა: 5 MP

ინტერფეისი
• 1 x Micro USB 2.0 (USB Host)
• 1 x ყურსასმენი (3.5 მმ Jack)

აუდიო
• ზარის ტიპი: ვიბრაცია, MP3, WAV
• Loudspeaker: კი

ნავიგაცია
• GPS: კი
• A-GPS: კი
• GLONASS: კი
• Beidou

დამატებითი მახასიათებლები
• სენსორები: აქსელერომეტრი, Proximity, გიროსკოპი, განათების სენსორი, კომპასი, ბარომეტრი, Hall სენსორი, HRM
• შეტყობინებები: SMS, MMS, Email, Push Mail, IM
• რადიო: არა
• ინტერნეტ-ბრაუზერი: HTML5
• თითის ანაბეჭდის სკანერი: კი
• ANT+ მხარდაჭერა
• S-Voice natural language commands and dictation
• Active noise cancellation with dedicated mic
• MP4/DivX/XviD/WMV/H.264 ფლეიერი
• MP3/WAV/WMA/eAAC+/FLAC ფლეიერი
• Photo/video editor
• Document editor
• კომპლექტში სტილუსი (S-Pen)

აკუმულატორის პარამეტრები
• აკუმულატორის ტიპი: Li-Po (ჩამონტაჟებული)
• აკუმულატორის მოცულობა: 3000 mAh

ფიზიკური პარამეტრები
• ზომა: 153,2x76,1x7,6 მმ
• წონა: 171 გრ
• ფერი: ოქროსფერი

* მწარმოებელი იტოვებს უფლებას წინასწარი შეტყობინების გარეშე შეიტანოს ცვლილებები პროდუქტის მახასიათებლებსა და დიზაინში. მწარმოებლის მიერ შეტანილ ცვლილებებზე მაღაზია არ იღებს პასუხისმგებლობას.

გამოხმაურება მობილური ტელეფონი SAMSUNG GALAXY NOTE 5 (N920C) 32GB GOLD

დატვირთვა...
პროდუქტის რეიტინგი  

ამ ფორმის შევსების შემდგომ, თქვენ შეგიძლიათ პროდუქტის უფრო დაბალ ფასად შეძენა, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიერ არჩეული მოდელი გაყიდვაში აქვს სხვა ინტერნეტ მაღაზიას და მოქმედი ფასი დაბალია ჩვენსაზე


პროდუქტის დასახელება

მობილური ტელეფონი SAMSUNG GALAXY NOTE 5 (N920C) 32GB GOLD


ინტერნეტ მაღაზია*
ფასი *
სახელი და გვარი*
Email*
ტელეფონის ნომერი*
ზევით