ILITEK IL 9111

149 GEL

ზეთის გამათბობელი ILITEK IL 9111

    კოდი: 144300
არის გაყიდვაში
გამოხმაურება (0)

უთხარი მეგობრებს

ადგილზე მიტანის სერვისი:
თბილისის მაშტაბით: უფასო
ერთი სამუშაო დღის განმავლობაში
მიწოდება 17:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე

საქართველოს მასშტაბით:
1-2 სამუშაო დღის განმავლობაში
მიწოდების ღირებულება 12 GEL
ანგარიშსწორება მიწოდების შემდგომ!

დაწვრილებით მიტანის შესახებ

გარანტია:
ჩვენს მაღზიაში შეძენილ ყველა პროდუქტზე მწარმოებლის ოფიციალური გარანტია მოქმედებს

დაწვრილებით გარანტიის შესახებ

პროდუქტის აღწერა

ზეთის რადიატორი

 

მობილური ტელეფონი SAMSUNG GALAXY S5
პრაქტიკული და დახვეწილი დიზაინი

ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად აქტუალური ხდება გამათბობლის შეძენის საკითხი. გამათბობლების მრავალი ტიპი არსებობს. ზეთის რადიატორი გამოირჩევა თავისი შედარებით დაბალი ფასით, კომპაქტურობით, სიმარტივით, უსარფთხოებით, ჩუმი მუშაობით და ადვილია მისი გადაადგილება ოთახიდან ოთახში.

რადიატორის კონსტრუქცია მარტივია. ის დაყოფილია რამოდენიმე სექციათ, რომელშიც მინერალური ზეთია და გამაცხელებელი ელემენტი. გამაცხელებელი ელემენტი კორპუსითაა დაცული და შესაბამისად გამათბობელი უსაფრთხოა გამოყენებაში.

რადიატორში სექციათა რაოდენობა შეიძლება განსხვავდებოდეს. რაც მეტია სექციათა რაოდენობა მით უფრო სწრაფად ათბობს ის ფართს. შესაბამისად 9 სექციანი რადიატორი უფრო სწრაფად გაათბობს ფართს ვიდრე 7 სექციანი და თან ნაკლებად გახურდება. სექციათა რაოდენობის გარდა რადიატორები განსხვავდება სიმძლავრით, რაც უფრო მეტია სიმძლავრე მით მეტია გასათბობი ფართობი.

მობილური ტელეფონი SAMSUNG GALAXY S5
პატარა ფართის გათბობის საუკეთესო საშუალება

ILITEK IL 9111

ILITEK IL 9111 - ეს ზეთის რადიატორი გამოიყენება 20-25კვ/მ სტანდარტული ფართის გასათბობად. სიმძლავრე 2500 ვატი აქვს. ზეთის განყოფილების რაოდენობა 11-ი. განყოფილებების სიმრავლე უზრუნველყოფს შენობის სწრაფად გათბობას და სითბოს უფრო ხანგძლივად შენახვას, ამასთან ერთად მეტია მარგი ქმედების კოეფიციენტიც. 11 სექცია წარმოშობს მეტ გამათბობელ ფართობს და შესაბამისად ერთნაირი სიმძლავრის შემთხვევაში მეტ სექციანი უფრო ნაკლები დანახარჯით გაათბობს ფართს.

სიმძლავრე

უფრო მეტი კომფორტისა და ეკონომიურობისათვის ILITEK IL 9111-ს თერმოსტატი და სიმძლავრის რეგულირების რეჟიმები გაჩნია. 3 განსხვავებული რეჟიმით შესაძლებელია ოთახში თქვენთვის სასურველი ტემპერატურა დააყენოთ და აკონტროლოთ ელექტრო ენერგიის მოხმარების დონე. სიმძლავრის რეჟიმები : 1000W ; 1500W ; 2500W. თერმოსტატი იზრუნებს ოთახში სასურველი ტემპერატურის შენარჩუნებაზე.

უსაფრთხო

ILITEK IL 9111 არ ხურდება იმდენად, რომ იყოს საშიში მისი გამოყენება. მას გააჩნია გადახურებისაგან დაცვის მექანიზმი. ზოგადათ ზეთის რადიატორები უსაფრთხოა რადგან გამათბობელი ზედაპირი კორპუსშია ჩამონტაჟებული, შესაბამისად ასეთი გამათბობელი არ წარმოქმნის ხანძრის ან დაწვის საშიშროებას.

დიზაინი

ILITEK IL 9111 გამოირჩევა დახვეწილი და ინოვაციური დიზაინით. მისი ტალღოვანი ფორმა არა მარტო გვანიჭებს ესტეთიურ სიამოვნებას, არამედ ტალღოვანი ფორმები უკეთეს გასათბობ ზედაპირს ჰქმნის და უფრო ეფექტურად და სწრაფად ათბობს ოთახს. შავი ფერის კორპუსი ოქროსფერი დეტალებით დახვეწილ დიზაინს სძენს მოწყობილობას.

პროდუქტის მახასიათებლები ILITEK IL 9111

• რეკომენდირებული გასათბობი ფართი: 20/25 მ²
• მაქსიმალური სიმძლავრე: 2500 W
• განყოფილებების რაოდენობა: 11

დამატებითი მახასიათებლები
• სიმძლავრის 3 პარამეტრი: 1000, 1500, 2500 W
• რეგულირებადი თერმოსტატი
• გადახურებისგან დაცვა
• ტემპერატურის რეგულატორი
• ბორბლები ადვილი გადაადგილებისთვის

ფიზიკური პარამეტრები
• ფერი: შავი (ოქროსფერი ჩანართებით)

* მწარმოებელი იტოვებს უფლებას წინასწარი შეტყობინების გარეშე შეიტანოს ცვლილებები პროდუქტის მახასიათებლებსა და დიზაინში. მწარმოებლის მიერ შეტანილ ცვლილებებზე მაღაზია არ იღებს პასუხისმგებლობას.

ვიდეო მიმოხილვა

გამოიწერეთ ჩვენი არხის სიახლეები Be.ge YouTube

სასარგებლო ინფორმაცია

გამოხმაურება ზეთის გამათბობელი ILITEK IL 9111

დატვირთვა...
პროდუქტის რეიტინგი  

ამ ფორმის შევსების შემდგომ, თქვენ შეგიძლიათ პროდუქტის უფრო დაბალ ფასად შეძენა, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიერ არჩეული მოდელი გაყიდვაში აქვს სხვა ინტერნეტ მაღაზიას და მოქმედი ფასი დაბალია ჩვენსაზე


პროდუქტის დასახელება

ზეთის გამათბობელი ILITEK IL 9111


ინტერნეტ მაღაზია*
ფასი *
სახელი და გვარი*
Email*
ტელეფონის ნომერი*
ზევით