SAECO (PHILIPS) HD8881/09

არ არის გაყიდვაში

ყავის მადუღარა SAECO (PHILIPS) HD8881/09

    კოდი: 143452
გამოხმაურება (1)

უთხარი მეგობრებს

ადგილზე მიტანის სერვისი:
თბილისის მაშტაბით: უფასო
ერთი სამუშაო დღის განმავლობაში
მიწოდება 17:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე

საქართველოს მასშტაბით:
1-2 სამუშაო დღის განმავლობაში
მიწოდების ღირებულება 12 GEL
ანგარიშსწორება მიწოდების შემდგომ!

დაწვრილებით მიტანის შესახებ

გარანტია:
ჩვენს მაღზიაში შეძენილ ყველა პროდუქტზე მწარმოებლის ოფიციალური გარანტია მოქმედებს

ოფიციალური გარანტია 2 წელი

დაწვრილებით გარანტიის შესახებ

პროდუქტის აღწერა

მოამზადეთ ესპრესო და კაპუჩინო ღილაკზე თითის ერთი დაჭერით

ყავის მადუღარა SAECO (PHILIPS) HD8881/09

მთლიანდ ავტომატიზირებული ესპრესო-ყავის მანაქანა Saeco Intelia საუკეთესო ყავის მოსამზადებლად განკუთვნილი მოწყობილობაა. იგი მარტივია მოსახმარებლად და მისი გარეცხვაც ძალიან მოსახერხებელია. ღილაკზე თითის ერთი დაჭერით თქვენ შეძელებთ უგემრიელესი კაპუჩინოს ან ესპრესოს მომზადებას.

კერამიკული საფქვავი მექანიზმი

SAECO-ს ყავის საფქვავ მანქანაში კერამიკული ყავის საფქვავი მექანიზმი გამოიყენება. ეს სისტემა ყავის მარცვლებს თანაბრად ფქვავს და დამწვრობისგან იცავს, რაც უგემრიელესი ყავის მომზადებას უზრუნველყოფს. კერამიკული საფქვავი მექანიზმი დიდი ხნის მოხმარებაზეა გათვლილი და უხმაუროდ მუშაობს.

ყავის მადუღარა SAECO (PHILIPS) HD8881/09
კერამიკული საფქვავი მექანიზმი

სწრაფი გაცხელების ფუნქცია

ბოილერის სწრაფი გაცხელების ფუნქციით PHILIPS-ის ყავის საფქვავი მუდამ მუშა რეჟიმში იმყოფება. ესპრესოს მოსამზადებლად დიდი ხნის ლოდინი არ დაგჭირდებათ და, ამავდროულად, მოწყობილობის გაცხელების გამართული მექანიზმი რამდენიმე ჭიქა ყავის ერთად მომზადების საშუალებას იძლევა.

სხვადასხვა რეჟიმების ავტომატურად დამახსოვრების შესაძლებლობა

დამახსოვრების ინოვაციური სისტემის მეშვეობით SAECO-ს ყავის სახარში თქვენს მიერ დაყენებულ მუშაობის რეჟიმებს ინარჩუნებს. მაგალითად: ყავის მოცულობის, მისის სიმაგრისა და ტემპერატურის ნიშნულს. ამ ფუნქციის გამოყენებით თქვენი ესპრესო მუდამ ერთ, თქვენთვის სასურველ გემოს შეინარჩუნებს. უბრალოდ თითი დააჭირეთ მომზადების ღილაკს და პროცესის დასრულებას დაელოდეთ.

კაპუჩინატორი - გემრიელი რძის ქაფის მოსამზადებლად

ყავის მადუღარა SAECO (PHILIPS) HD8881/09
კაპუჩინატორი

SAECO-ს ყავის მოსამზადებელი მანქანა რძის ასათქვეფი მექანიზმით არის აღჭურვილი, რომელსაც ბარისტები კაპუჩინატორსაც უწოდებენ. რძის მიწოდება უშუალოდ პაკეტიდან, ან გრაფინიდან შეიძლება, რომელიც ავტომატურად ითქვიფება და ჭიქაში ისხმება.

რეგულირებადი ყავის ჩამოსასხმელი

SAECO-ს რეგულირებადი ყავის ჩამოსასხმელი ნებისმიერ ჭურჭელს მოერგება. იგი გამორიცხავს ყავის დაღვრას და ერთ დონეზე ინარჩუნებს ტემპერატურას.

5 დონიანი რეგულირებადი საფქვავი მექანიზმი

ყავის არომატის შესანარჩუნებლად თითოეული სორტისთვის შესაბამისი დაფქვის რეჟიმი უნდა შეირჩეს. PHILIPS-ს ამისათვის 5 დონიანი საფქვავი სისტემა აქვს, დაწყებული ყველაზე წვრილით დაფქვით - მაგარი ესპრესოსთვის, დამთავრებული მსხვილად დაფქვის შესაძლებლობით - უფრო რბილი ყავისთვის.

ავტომატური წმენდა ნადებისგან

SAECO-ს ყავის მოსამზადებელიო მოწყობილობას ნადების ავტომატური წმენდის ფუნქცია აქვს. სწორედ ამიტომ თქვენი ყავა ყოველთვის გემრიელი და არომატული იქნება. ყავის საფქვავი ელექტრონული მართვის პანელზე გატყობინებთ, რომ მოწყობილობას ნადებისგან გაწმენდა სჭირდება და პროცესს ავტომატურ რეჟიმში იწყებს. ამის მეშვეობით, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, თქვენ შეძლებთ ნადების მოშორებას, რაც კიდევ უფრო გაახანგრძლივებს მექანიზმის მუშაობის ხანგრძლივობასა და ხარისხს.

მოსახსნელი ყავის სახარში მექანიზმი

ყავის მადუღარა SAECO (PHILIPS) HD8881/09
მოსახსნელი ყავის სახარში მექანიზმი

ყავის მოსამზადებელი მანქანების ძირითადი ნაწილის სახარში მექანიზმია, რომელიც მოწყობილობის კორპუსის წინა ნაწილშია განთავსებული. მისი მოხსნა და წყალში გავლება მარტივად არის შესაძლებელი.

ეკოპასპორტი

PHILIPS-ი ზრუნავს საკუთარ მომხმარებელსა და გარემოზე - კომპანია პროდუქციის შექმნისას მკაცრი ეკოლოგიური სტანდარტებით ხელმძღვანელობს. კომპანიის წარმოებული ყავის მადუღარები ენერგოეფექტურობით გამოირჩევა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მასალით არის დამზადებული.

პროდუქტის მახასიათებლები SAECO (PHILIPS) HD8881/09

• მოხმარების სფერო: სახლის
• ტიპი: ესპრესო
• სიმძლავრე: 1850 W
• პომპის წნევა: 15 ბარი (იდეალური ესპრესოსთვის)
• ყავის გამოყენება: მარცვალი / დაფქვივლი
• კაპუჩინოს მომზადება: ავტომატური
• წყლის კონტეინერის მოცულობა: 1,5 ლ

ფუნქციები და მახასიათებლები
• მოსახერხებელი LED დისპლეი
• Saeco-ს ადაპტირებადი სისტემა
• ლოდინის რეჟიმში ავტომატური გადაყვანის ფუნქცია
• არომატის შენარჩუნების ტექნოლოგია: ყავის წინასწარი დადუღება
• ყავის ცირკულაციის ელემენტების ავტომატური გავლება
• ნადებისგან წმენდის ციკლი
• რეგულირებადი ყავის დისპენსერი
• სწრაფი ორთქლის სისტემა
• ჩვეულებრივი ესპრესო / ესპრესო Lungo
• მოსახსნელი და ადვილად წმენდადი ცენტრალური ბლოკი
• ავტომატური კაპუჩინატორი
• ცხელი წყლის / ორთქლის მიწოდება
• 2 ჭიქა ყავის ერთდროულად მომზადება
• Brita ფილტრთან თავსებადობა: 1. კი; 2. დამატება
• ყავის ჭიქების დასადგამი ადგილის დასაზოგად და მეტი მოხერხებულობისთვის
• ესპრესო და რძის ქაფი ღილაკის ერთი დაჭერით
• კერამიკული დოლაბი: ყავა დამწვარი გემოს გარეშე
• ბოილერის სწრაფი გაცხელება
• ყავის პორციების მოცულობის / ტემპერატურის პროგრამირება
• რეგულირებადი ცხვირი: სითბოს შენარჩუნება, ნებისმოერი ჭიქის გამოყენების შესაძლებლობა
• მოსახსნელი ნაწილების ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხვის შესაძლებლობა
• ჩაშენებული ყავის საფქვავი
• ყავის დაფქვის რეგულირება
• ყავის დაფქვის საფეხურები: 5
• ავტომატური წმენდა ნადებისგან
• ავტომატური გათიშვა
• პარამეტრების დაყენება წყლის სიხისტის მიხედვით
• დოზატორის/დასადგამის რეგულირებადი სიმაღლე
• მოსახსნელი წყლის რეზერვუარი
• ბოილერების რაოდენობა: 1 ც
• ჭიქის მაქსიმალური სიმაღლე: 130 მმ
• ნარჩენების კონტეონერის ტევადობა: 10 პორცია
• ყავის მარცვლის კონტეინერის მოცულობა: 300 გრ

კომპლექტაცია
• ყავის მადუღარა SAECO (PHILIPS) HD8881/09
• კონტეინერი ყავის მარცვლებისთვის (300 გრ)
• ქვესადგამი ჭიქებისთვის
• მილი, ორთქლის მისაწოდებლად
• ქვესადგამი წვეთებისთვის

ფიზიკური პარამეტრები
• კორპუსის მასალა: პლასტმასი, ქრომირებული ნაწილებით
• ბოილერის მასალა: უჟანგავი ფოლადი
• კვების კაბელის სიგრძე: 80 სმ
• ზომა: 256 x 340 x 440 მმ
• წონა: 8,9 კგ
• ფერი: ვერცხლისფერი (მარგალიტისფერი ტონალობით) / შავი

* მწარმოებელი იტოვებს უფლებას წინასწარი შეტყობინების გარეშე შეიტანოს ცვლილებები პროდუქტის მახასიათებლებსა და დიზაინში. მწარმოებლის მიერ შეტანილ ცვლილებებზე მაღაზია არ იღებს პასუხისმგებლობას.

სასარგებლო ინფორმაცია

გამოხმაურება ყავის მადუღარა SAECO (PHILIPS) HD8881/09

დატვირთვა...
პროდუქტის რეიტინგი  

ამ ფორმის შევსების შემდგომ, თქვენ შეგიძლიათ პროდუქტის უფრო დაბალ ფასად შეძენა, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიერ არჩეული მოდელი გაყიდვაში აქვს სხვა ინტერნეტ მაღაზიას და მოქმედი ფასი დაბალია ჩვენსაზე


პროდუქტის დასახელება

ყავის მადუღარა SAECO (PHILIPS) HD8881/09


ინტერნეტ მაღაზია*
ფასი *
სახელი და გვარი*
Email*
ტელეფონის ნომერი*
ზევით