HANSA BHMI61414030

არ არის გაყიდვაში

ქურის ზედაპირი HANSA BHMI61414030

    კოდი: 141583
გამოხმაურება (0)

უთხარი მეგობრებს

ადგილზე მიტანის სერვისი:
თბილისის მაშტაბით: უფასო
ერთი სამუშაო დღის განმავლობაში
მიწოდება 17:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე

საქართველოს მასშტაბით:
1-2 სამუშაო დღის განმავლობაში
მიწოდების ღირებულება 12 GEL
ანგარიშსწორება მიწოდების შემდგომ!

დაწვრილებით მიტანის შესახებ

გარანტია:
ჩვენს მაღზიაში შეძენილ ყველა პროდუქტზე მწარმოებლის ოფიციალური გარანტია მოქმედებს

ოფიციალური გარანტია 3 წელი

დაწვრილებით გარანტიის შესახებ

პროდუქტის აღწერა

ქურის ზედაპირი HANSA BHMI61414030

HANSA-ს ბრენდი გერმანული და პოლონური კომპანიების ერთობლივი პროდუქტია და მისი წარმოება 10 წლის წინ დაიწყო. თუმცა, Amica Wronki-ს (კომპანია რომლის ქარხნებშიც HANSA-ს საყოფაცხოვრებო ტექნიკა იწარმოება) ისტორია ბევრად ადრე, 1957 წელს იწყება. ფირმა ძირითადად მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოებით არის დაკავებული. მისი უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი 2 ქარხანა პოლონეთშია განლაგებული და პროდუქციის იმპორტს მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში ახდენს.

HANSA-ს ჩასაშენებელი ქურის ზედაპირს 4 კონფორა აქვს. აქედან 2 გაზისაა და სხვადასხვა სიმძლავრით გამოირჩევიან. მათი ანთება ელექტრონულად ხდება და ბუნებრივი აირის გაჟონვის საწინააღმდეგო ფუნქციით არის აღჭურვილი.

2 მარცხენა კონფორა ელექტროა. ასეთი გადანაწილება ძალიან მოსახერხებელია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ხშირია ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემები.

ექსპლუატაცია

ქურის ზედაპირი HANSA BHMI61414030
HANSA-ს ეს მოდელი ყველაზე
მაღალი სტანდარტის მოთხოვნებს აკმაყოფილებს

HANSA-ს ჩასაშენებელი ქურა გაზის დასატრიალებელი ბერკეტებით იმართება და ყველაზე მაღალი სტანდარტის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. მას უსაფრთხოების გამართული სისტემა აქვს და ხანგრძლივი მოხმარებისთვის არის გათვლილი.

სპეციალური საფრქვევების (ე.წ. ფარსონკა) მეშვეობით ბალონის გაზის გამოყენება შეგიძლიათ, რაც მოწყობილობას კიდევ უფრო ფუნქციურს ხდის.

ძირითადი მახასიათებლები

  • • სიმძლავრის რეგულირება ბერკეტით, რომელსაც დანაყოფები არა აქვს
  • • ინტეგრირებული ფრონტალური მართვის პანელი
  • • ელექტრონული ანთება
  • • გაზ-კონტროლი

უსაფრთხოების სისტემა

გაზკონტროლის სისტემა

ღუმელის უსაფრთხოების სისტემა "გაზ-კონტროლი" ბუნებრივი აირის მიწოდებას მომენტალურად წყვეტს, ცეცხლის შემთხვევით ჩაქრობის შემთხვევაში. ეს სისტემა ორი ძირითადი ელემენტისგან შედგება: თერმო-ორთქლი და ბუნებრივი აირის ბლოკირების სისტემისაგან. თერმო-მგრძნობელობის ხარჯზე, თერმო ორთქლი ცეცხლის არსებობას განსაზღვრავს. მისი ჩაქრობის შემთხვევაში, ბლოკირების სისტემა ავტომატურად წყვეტს გაზის მიწოდებას.

ელექტრონული ანთება

კონფორის ანთება ელექტრონულად არის შესაძლებელი. ეს ძალიან მარტივი პროცედურაა: გადასწიეთ გაზქურის ბერკეტი, მიაწექით მას რომ ნაპერწკალი წარმოიქმნას და გაზი აინთოს. ეს გაგიადვილებთ და ბევრად უფრო კომფორტულს გახდის საჭმლის მომზადების პროცესს.

ქურის ზედაპირი HANSA BHMI61414030
მოხერხებული დიზაინი

მოვლა

HANSA BHMI61414030-ის ქურის ზედაპირის სუფთად შენახვა ძალიან მარტივია. თუ შემთხვევით რძე ან რაიმე სხვა საჭმელი დაგეღვარათ გაზქურის ზედაპირზე, მის გასაწმენდად მხოლოდ სამზარეულოს ჩვარი და სარეცხი საშუალება დაგჭირდებათ. ჭუჭყი ძალიან მარტივად შორდება.

დიზაინი

HANSA BHMI61414030-ის ქურის ზედაპირი Classic New მოდელების სერიას განეკუთვნება. ქურის ჩარჩო უჟანგავი ლითონისგან მზადდება, ხოლო ზედაპირი ზედაპირი ნაწრთობი შუშისაგან. იგი ძალიან ელეგანტურია, მაგრამ ფრთხილ მოპყრობას საჭიროებს. ქურის ზედაპირის გისოსები ემალირებული ფოლადისგან არის დამზადებული. ისინი არა მარტო ესთეტიურად გამოიყურებიან, არამედ ძალიან მოსახერხებელია ექსპლუატაციისას.

პროდუქტის მახასიათებლები HANSA BHMI61414030

• ზედაპირის ტიპი: კომბინირებული
• კონფორები: სტანდარტული გაზის + ელექტრო HiLight
• ელექტრონული ანთება / გაზკონტროლი: კი
• სამუშაო ზედაპირი: მინა-კერამიკა

კონფორები
• კონფორების რაოდენობა: 4 (EcoGas)
• გაზკონტროლი
• ელექტრონული ანთება (სახელურში)
• წინა მარცხენა: Ø 120 / 180 მმ, 800-1700 W (HiLight)
• წინა მარჯვენა: Ø 45 მმ, 1000 W (გაზი)
• უკანა მარჯვენა: Ø 65 მმ, 1650 W (გაზი)
• უკანა მარცხენა: Ø 145 მმ, 1100 W (HiLight)

მახასიათებლები
• უჟანგავი ფოლადის ჩარჩო
• გაფართოების ზონა: 2 კონფორა
• დარჩენილი სითბოს ინდიკატორი
• გაცხელების დონის ციფრული ინდიკატორი
• მოსახსნელი გისოსები: 2 ც, ემალირებული ფოლადის
• სანთურები: მოსახსნელი, ემალირებული
• მექანიკური მართვა
• მართვის პანელის განლაგება: მარჯვენა მხარეს
• გადამრთველების ტიპი: მბრუნავი
• უსაფრთხოდ გათიშვა
• მოსახსნელი საქშენები ბალონის გაზისთვის
• დიზაინი: Classic New

ფიზიკური პარამეტრები
• ენერგომოხმარების კლასი: A
• ძაბვა: 230 V
• სიხშირე: ~50 Hz
• ზომა (სიმაღლე/სიგანე/სიღრმე): 4,8x57,5x50,5 სმ
• ჩასაშენებელი ადგილის ზომა (სიგანე/სიღრმე): 55,6x48,3 სმ
• ფერი: შავი
• ჩარჩოს ფერი: უჟანგავი ფოლადი

* მწარმოებელი იტოვებს უფლებას წინასწარი შეტყობინების გარეშე შეიტანოს ცვლილებები პროდუქტის მახასიათებლებსა და დიზაინში. მწარმოებლის მიერ შეტანილ ცვლილებებზე მაღაზია არ იღებს პასუხისმგებლობას.

სასარგებლო ინფორმაცია

გამოხმაურება ქურის ზედაპირი HANSA BHMI61414030

დატვირთვა...
პროდუქტის რეიტინგი  

ამ ფორმის შევსების შემდგომ, თქვენ შეგიძლიათ პროდუქტის უფრო დაბალ ფასად შეძენა, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიერ არჩეული მოდელი გაყიდვაში აქვს სხვა ინტერნეტ მაღაზიას და მოქმედი ფასი დაბალია ჩვენსაზე


პროდუქტის დასახელება

ქურის ზედაპირი HANSA BHMI61414030


ინტერნეტ მაღაზია*
ფასი *
სახელი და გვარი*
Email*
ტელეფონის ნომერი*
ზევით