HANSA BHGI63112025

არ არის გაყიდვაში

ქურის ზედაპირი HANSA BHGI63112025

    კოდი: 141576
გამოხმაურება (0)

უთხარი მეგობრებს

ადგილზე მიტანის სერვისი:
თბილისის მაშტაბით: უფასო
ერთი სამუშაო დღის განმავლობაში
მიწოდება 17:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე

საქართველოს მასშტაბით:
1-2 სამუშაო დღის განმავლობაში
მიწოდების ღირებულება 12 GEL
ანგარიშსწორება მიწოდების შემდგომ!

დაწვრილებით მიტანის შესახებ

გარანტია:
ჩვენს მაღზიაში შეძენილ ყველა პროდუქტზე მწარმოებლის ოფიციალური გარანტია მოქმედებს

ოფიციალური გარანტია 3 წელი

დაწვრილებით გარანტიის შესახებ

პროდუქტის აღწერა

ქურის ზედაპირი HANSA BHGI63112025

HANSA-ს ბრენდი გერმანული და პოლონური კომპანიების ერთობლივი პროდუქტია და მისი წარმოება 10 წლის წინ დაიწყო. თუმცა, Amica Wronki-ს (კომპანია რომლის ქარხნებშიც HANSA-ს საყოფაცხოვრებო ტექნიკა იწარმოება) ისტორია ბევრად ადრე, 1957 წელს იწყება. ფირმა ძირითადად მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოებით არის დაკავებული. მისი უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი 2 ქარხანა პოლონეთშია განლაგებული და პროდუქციის იმპორტს მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში ახდენს.

HANSA-ს ჩასაშენებელი ქურის ზედაპირს 4 კონფორა აქვს. ერთ-ერთი მათგანი WOK კონფორაა, რომელსაც ალის სამმაგი რგოლი აქვს, 2 სატნდარტული და 1 ეკონომიურია. მათი ანთება ელექტრონულად ხდება და ბუნებრივი აირის გაჟონვის საწინააღმდეგო ფუნქციით არის აღჭურვილი.

WOK კონფორა ალიის სამმაგი რკალით არის აღჭურვილი და ჭურჭლის თანაბრად გახურებას, კერძის უფრო სწრაფად მომზადებასა და ბუბენებრივი აირის ეკონომიურად ხარჯვას უზრუნველყოფს. WOK კონფორას გაცხელების სამი რეჟიმი აქვს - ნორმალური გაცხელება, უფრო მძლავრი და ეკონომიური.

ექსპლუატაცია

HANSA-ს ჩასაშენებელი ქურა გაზის დასატრიალებელი ბერკეტებით იმართება და ყველაზე მაღალი სტანდარტის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. მას უსაფრთხოების გამართული სისტემა აქვს და ხანგრძლივი მოხმარებისთვის არის გათვლილი.

სპეციალური საფრქვევების (ე.წ. ფარსონკა) მეშვეობით ბალონის გაზის გამოყენება შეგიძლიათ, რაც მოწყობილობას კიდევ უფრო ფუნქციურს ხდის.

ქურის ზედაპირი HANSA BHGI63112025
WOK კონფორა
მუშაობის სამი სხვადასხვა რეჟიმი

ძირითადი მახასიათებლები

  • • სიმძლავრის რეგულირება ბერკეტით, რომელსაც დანაყოფები არა აქვს
  • • ინტეგრირებული მართვის პანელი
  • • ელექტრონული ანთება
  • • გაზ-კონტროლი

უსაფრთხოების სისტემა

გაზკონტროლის სისტემა

ღუმელის უსაფრთხოების სისტემა "გაზ-კონტროლი" ბუნებრივი აირის მიწოდებას მომენტალურად წყვეტს, ცეცხლის შემთხვევით ჩაქრობის შემთხვევაში. ეს სისტემა ორი ძირითადი ელემენტისგან შედგება: თერმო-ორთქლი და ბუნებრივი აირის ბლოკირების სისტემისაგან. თერმო-მგრძნობელობის ხარჯზე, თერმო ორთქლი ცეცხლის არსებობას განსაზღვრავს. მისი ჩაქრობის შემთხვევაში, ბლოკირების სისტემა ავტომატურად წყვეტს გაზის მიწოდებას.

ელექტრონული ანთება

კონფორის ანთება ელექტრონულად არის შესაძლებელი. ეს ძალიან მარტივი პროცედურაა: გადასწიეთ გაზქურის ბერკეტი, მიაწექით მას რომ ნაპერწკალი წარმოიქმნას და გაზი აინთოს. ეს გაგიადვილებთ და ბევრად უფრო კომფორტულს გახდის საჭმლის მომზადების პროცესს.

ქურის ზედაპირი HANSA BHGI63112025
მოხერხებული მართვის პანელი

მოვლა

HANSA BHGI63112025-ის ქურის ზედაპირის სუფთად შენახვა ძალიან მარტივია. თუ შემთხვევით რძე ან რაიმე სხვა საჭმელი დაგეღვარათ გაზქურის ზედაპირზე, მის გასაწმენდად მხოლოდ სამზარეულოს ჩვარი და სარეცხი საშუალება დაგჭირდებათ. ჭუჭყი ძალიან მარტივად შორდება.

დიზაინი

HANSA BHGI63112025-ის ქურის ზედაპირი Classic New მოდელების სერიას განეკუთვნება. ქურის ზედაპირი უჟანგავი ლითონისგან მზადდება. იგი ძალიან ელეგანტურია, მაგრამ ფრთხილ მოპყრობას საჭიროებს. მოსახსნელი გისოსები ემალირებული ფოლადისგან არის დამზადებული. ისინი არა მარტო ესთეტიურად გამოიყურებიან, არამედ ძალიან მოსახერხებელია ექსპლუატაციისას.

პროდუქტის მახასიათებლები HANSA BHGI63112025

• ზედაპირის ტიპი: გაზის
• კონფორები: სტანდარტული + 1 WOK-კონფორა
• ელექტრონული ანთება / გაზკონტროლი: კი
• სამუშაო ზედაპირი: უჟანგავი ფოლადი

კონფორები
• კონფორების რაოდენობა: 4
• გაზკონტროლი
• ელექტრონული ანთება (სახელურში)
• წინა მარცხენა: Ø 130 მმ, 3500 W (WOK-კონფორა)
• წინა მარჯვენა: Ø 45 მმ, 900 W
• უკანა მარჯვენა: Ø 65 მმ, 1800 W
• უკანა მარცხენა: Ø 65 მმ, 1800 W

მახასიათებლები
• თუჯის გისოსები: 2 ც, მოსახსნელი
• მექანიკური მართვა
• მართვის პანელის განლაგება: მარჯვენა მხარეს
• გადამრთველების ტიპი: მბრუნავი
• სანთურები: მოსახსნელი, ემალირებული
• გაზის ტიპი: ბუტანი/თხევადი, ბუნებრივი აირი
• მოსახსნელი საქშენები ბალონის გაზისთვის
• დიზაინი: Classic New

ფიზიკური პარამეტრები
• ენერგომოხმარების კლასი: A
• ძაბვა: 230 V
• სიხშირე: ~50 Hz
• ზომა (სიმაღლე/სიგანე/სიღრმე): 4x58x50 სმ
• ზომა შეფუთვით (სიმაღლე/სიგანე/სიღრმე): 16,5х63х54 სმ
• ჩასაშენებელი ადგილის ზომა (სიგანე/სიღრმე): 56x48 სმ
• წონა: 9,54 კგ
• წონა შეფუთვით: 11,06 კგ
• ფერი: უჟანგავი ფოლადი

* მწარმოებელი იტოვებს უფლებას წინასწარი შეტყობინების გარეშე შეიტანოს ცვლილებები პროდუქტის მახასიათებლებსა და დიზაინში. მწარმოებლის მიერ შეტანილ ცვლილებებზე მაღაზია არ იღებს პასუხისმგებლობას.

სასარგებლო ინფორმაცია

გამოხმაურება ქურის ზედაპირი HANSA BHGI63112025

დატვირთვა...
პროდუქტის რეიტინგი  

ამ ფორმის შევსების შემდგომ, თქვენ შეგიძლიათ პროდუქტის უფრო დაბალ ფასად შეძენა, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიერ არჩეული მოდელი გაყიდვაში აქვს სხვა ინტერნეტ მაღაზიას და მოქმედი ფასი დაბალია ჩვენსაზე


პროდუქტის დასახელება

ქურის ზედაპირი HANSA BHGI63112025


ინტერნეტ მაღაზია*
ფასი *
სახელი და გვარი*
Email*
ტელეფონის ნომერი*
ზევით