HANSA BHGI 63111035

არ არის გაყიდვაში

ქურის ზედაპირი HANSA BHGI 63111035

    კოდი: 140528
გამოხმაურება (0)

უთხარი მეგობრებს

ადგილზე მიტანის სერვისი:
თბილისის მაშტაბით: უფასო
ერთი სამუშაო დღის განმავლობაში
მიწოდება 17:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე

საქართველოს მასშტაბით:
1-2 სამუშაო დღის განმავლობაში
მიწოდების ღირებულება 12 GEL
ანგარიშსწორება მიწოდების შემდგომ!

დაწვრილებით მიტანის შესახებ

გარანტია:
ჩვენს მაღზიაში შეძენილ ყველა პროდუქტზე მწარმოებლის ოფიციალური გარანტია მოქმედებს

დაწვრილებით გარანტიის შესახებ

პროდუქტის აღწერა

ქურის ზედაპირი HANSA BHGI 63111035

HANSA-ს ბრენდი გერმანული და პოლონური კომპანიების ერთობლივი პროდუქტია და მისი წარმოება 10 წლის წინ დაიწყო. თუმცა, Amica Wronki-ს (კომპანია რომლის ქარხნებშიც HANSA-ს საყოფაცხოვრებო ტექნიკა იწარმოება) ისტორია ბევრად ადრე, 1957 წელს იწყება. ფირმა ძირითადად მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოებით არის დაკავებული. მისი უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი 2 ქარხანა პოლონეთშია განლაგებული და პროდუქციის იმპორტს მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში ახდენს.

HANSA-ს ჩასაშენებელი ქურის ზედაპირს 4 (EcoGas)კონფორა აქვს. ერთ-ერთი მათგანი WOK კონფორაა, რომელსაც ალის სამმაგი რკალი აქვს, 2 სატნდარტული და 1 ეკონომიური. მათი ანთება ელექტრონულად ხდება და ბუნებრივი აირის გაჟონვის საწინააღმდეგო ფუნქციით არის აღჭურვილი.

WOK კონფორა ალიის სამმაგი რკალით არის აღჭურვილი და ჭურჭლის თანაბრად გახურებას, კერძის უფრო სწრაფად მომზადებასა და ბუბენებრივი აირის ეკონომიურად ხარჯვას უზრუნველყოფს. WOK კონფორას გაცხელების სამი რეჟიმი აქვს - ნორმალური გაცხელება, უფრო მძლავრი და ეკონომიური.

ექსპლუატაცია

HANSA-ს ჩასაშენებელი ქურა გაზის დასატრიალებელი ბერკეტებით იმართება და ყველაზე მაღალი სტანდარტის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. მას უსაფრთხოების გამართული სისტემა აქვს და ხანგრძლივი მოხმარებისთვის არის გათვლილი.

ქურის ზედაპირი HANSA BHGI 63111035
HANSA-ს ეს მოდელი ყველაზე
მაღალი სტანდარტის მოთხოვნებს აკმაყოფილებს

სპეციალური გაზქშენების (ე.წ. ფარსონკა) მეშვეობით ბალონის გაზის გამოყენება შეგიძლიათ, რაც მოწყობილობას კიდევ უფრო ფუნქციურს ხდის.

ძირითადი მახასიათებლები

  • • სიმძლავრის რეგულირება ბერკეტით, რომელსაც დანაყოფები არა აქვს
  • • ინტეგრირებული მართვის პანელი
  • • ელექტრონული ანთება
  • • გაზ-კონტროლი

უსაფრთხოების სისტემა

გაზკონტროლის სისტემა

ღუმელის უსაფრთხოების სისტემა "გაზ-კონტროლი" ბუნებრივი აირის მიწოდებას მომენტალურად წყვეტს, ცეცხლის შემთხვევით ჩაქრობის შემთხვევაში. ეს სისტემა ორი ძირითადი ელემენტისგან შედგება: თერმო-ორთქლი და ბუნებრივი აირის ბლოკირების სისტემისაგან. თერმო-მგრძნობელობის ხარჯზე, თერმო ორთქლი ცეცხლის არსებობას განსაზღვრავს. მისი ჩაქრობის შემთხვევაში, ბლოკირების სისტემა ავტომატურად წყვეტს გაზის მიწოდებას.

ელექტრონული ანთება

კონფორის ანთება ელექტრონულად არის შესაძლებელი. ეს ძალიან მარტივი პროცედურაა: გადასწიეთ გაზქურის ბერკეტი, მიაწექით მას რომ ნაპერწკალი წარმოიქმნას და გაზი აინთოს. ეს გაგიადვილებთ და ბევრად უფრო კომფორტულს გახდის საჭმლის მომზადების პროცესს.

ქურის ზედაპირი HANSA BHGI 63111035
მოხერხებული ფრონტალური
განლაგებული მართვის პანელი

მოვლა

HANSA BHGI 63111035-ის ქურის ზედაპირის სუფთად შენახვა ძალიან მარტივია. თუ შემთხვევით რძე ან რაიმე სხვა საჭმელი დაგეღვარათ გაზქურის ზედაპირზე, მის გასაწმენდად მხოლოდ სამზარეულოს ჩვარი და სარეცხი საშუალება დაგჭირდებათ. ჭუჭყი ძალიან მარტივად შორდება.

დიზაინი

HANSA BHGI 63111035-ის ქურის ზედაპირი Classic New მოდელების სერიას განეკუთვნება. ქურის ზედაპირი უჟანგავი ლითონისგან მზადდება. იგი ძალიან ელეგანტურია, მაგრამ ფრთხილ მოპყრობას საჭიროებს. მოსახსნელი გისოსები ემალირებული ფოლადისგან არის დამზადებული. ისინი არა მარტო ესთეტიურად გამოიყურებიან, არამედ ძალიან მოსახერხებელია ექსპლუატაციისას.

პროდუქტის მახასიათებლები HANSA BHGI 63111035

• ტიპი: გაზის
• კონფორები: სტანდარტული
• ელექტრონული ანთება / გაზკონტროლი: კი
• სამუშაო ზედაპირი: უჟანგავი ფოლადი

კომფორები
• წინა მარცხენა: 1000 W, Ø 40 მმ
• წინა მარჯვენა: 1800 W, Ø 65 მმ
• უკანა მარჯვენა: 1800 W, Ø 65 მმ
• WOK: 3500 W, Ø 130 მმ

მახასიათებლები
• თუჯის გისოსები
• კომფორა სამი დონის ცეცხლის ალით
• გაზის ტიპი: ბუტანი/თხევადი, ბუნებრივი აირი
• EcoGas კომფორები
• ენერგომოხმარების კლასი: А
• ელექტრონული ანთება (ავტომატური, სახელურში)
• მართვის პანელის მდებარეობა: ფრონტალური
• მართვის ტიპი: მექანიკური, მბრუნავი გადამრთველებით

ფიზიკური პარამეტრები
• ზომები: 400 x 590 x 520 მმ
• ჩასაშენებელი ადგილის გაბარიტები : 565 x 495 მმ
• ფერი: ვერცხლისფერი

* მწარმოებელი იტოვებს უფლებას წინასწარი შეტყობინების გარეშე შეიტანოს ცვლილებები პროდუქტის მახასიათებლებსა და დიზაინში. მწარმოებლის მიერ შეტანილ ცვლილებებზე მაღაზია არ იღებს პასუხისმგებლობას.

სასარგებლო ინფორმაცია

გამოხმაურება ქურის ზედაპირი HANSA BHGI 63111035

დატვირთვა...
პროდუქტის რეიტინგი  

ამ ფორმის შევსების შემდგომ, თქვენ შეგიძლიათ პროდუქტის უფრო დაბალ ფასად შეძენა, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიერ არჩეული მოდელი გაყიდვაში აქვს სხვა ინტერნეტ მაღაზიას და მოქმედი ფასი დაბალია ჩვენსაზე


პროდუქტის დასახელება

ქურის ზედაპირი HANSA BHGI 63111035


ინტერნეტ მაღაზია*
ფასი *
სახელი და გვარი*
Email*
ტელეფონის ნომერი*
ზევით