SONY XPERIA Z1 COMPACT (D5503) 16GB LIME

არ არის გაყიდვაში

მობილური ტელეფონი SONY XPERIA Z1 COMPACT (D5503) 16GB LIME

    კოდი: 138080
გამოხმაურება (4)

უთხარი მეგობრებს

ადგილზე მიტანის სერვისი:
თბილისის მაშტაბით: უფასო
ერთი სამუშაო დღის განმავლობაში
მიწოდება 17:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე

საქართველოს მასშტაბით:
1-2 სამუშაო დღის განმავლობაში
მიწოდების ღირებულება 4 GEL
ანგარიშსწორება მიწოდების შემდგომ!

დაწვრილებით მიტანის შესახებ

გარანტია:
ჩვენს მაღზიაში შეძენილ ყველა პროდუქტზე მწარმოებლის ოფიციალური გარანტია მოქმედებს

დაწვრილებით გარანტიის შესახებ

პროდუქტის აღწერა

დიდი ტექნოლოგიები პატარა ზომებში

მობილური ტელეფონი SONY XPERIA Z1 COMPACT


Xperia Z1 Compact-ში გაერთიანებულია ყველა საჭირო მახასიათებელი : ის გამოირჩევა დახვეწილი დიზაინითა და კომპაქტურობით. გადაიღეთ მაღალი ხარისხის ფოტოები Xperia Z1-ის კამერით. ყოველგვარი სირთულის გარეშე შეგიძლიათ ძველი სმარტფონიდან ახალ Xperia Z1 Compact-ზე გადაიტანოთ სრული ინფორმაცია, რაშიც აპლიკაცია : Xperia™ Transfer დაგეხმარებათ. ამ ყველაფერთან ერთად Z1 Compact-ი წყალგამძლეც არის.

მობილური ტელეფონი SONY XPERIA Z1 COMPACT
ყოველთვის სწრაფი

სიმძლავრის დიდი რესურსი

Xperia Z1 Compact-ის პროცესორია : Qualcomm® Snapdragon™ 800. ეს ოთხბირთვიანი პროცესორიაღჭურვილია 2.2 გიგაჰერცი სიმძლავრის ბირთვებით. შესაძლებელია ერთდროულად რამოდენიმე აპლიკაციის გახსნა, ინტერნეტში სწრაფი მუშაობა და სმარტფონის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება. მიუხედავათ დიდი სიმძლავრისა ეს პროცესორი ეკონომიურად მოიხმარს ელემენტის ენერგიას. პროცესორის ბირთვები მუშაობენ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. საჭირო მომენტში იღებთ ისეთ სიმძლავრეს, რომელიც გჭირდებათ და ელემენტის რესურსი ტყუილად არ იხარჯება. ტელეფონს Adreno 330-ი გრაფიკული ბირთვი უყენია. ეს საშუალებას გაძლევთ ითამაშოთ საუკეთესო თამაშები ხარვეზებისა გარეშე.

შეინახე საუკეთესო მომენტები

მობილური ტელეფონი SONY XPERIA Z1 COMPACT
შეინახე საუკეთესო

კამერა

კამერა 20,7 მეგაპიქსელიანია რაც მაღალ დეტალიზაციას უზრუნველყოფს. კამერაში გამოყენებულია გამოსახულების დამუშავების ტექნოლოგია - BIONZ. ამის მეშვეობით გამოსახულება დაიხვეწება თითეული პიქსელის დონეზე. Sony G Lens-ის ობიექტივი დიაფრაგმით (შუქგამტარობა) F2.0 უზრუნველყოფს საუკეთესო ფოტოების გადაღებას ცუდი განათების პირობებშიც. მგძნობიარე მატრიცა - Exmor RS-ი თქვენს ფოტოს ბუნებრივს, მკვეთრს და კონტრასტულს გახდის. სინათლის სენსორი - BSI - ნათელი ფოტო ზედმეტი ციფრული ხმაურის გარეშე. ყველაფერი ავტომატურ რეჟიმში მუშაობს და თქვენ (თუ სურვილი არ გაქვთ) დამატებით არაფრის დაყენება არ გჭირდებათ. ყველა ეს ტექნოლოგია ზრუნავს, რომ თქვენი ცხოვრების საუკეთესო კადრები უფრო ნათელი, მკვეთრი, ბუნებრივი და დეტალური იყოს.

ავტორეჟიმი

მობილურის კამერას აქვს სუპერ ავტორეჟიმი. ავტორეჟმში კამერას შეუძლია გადაღების 36 სხვადასხვა ტიპი და სიტუაცია ამოიცნოს და შესაბამისად დააყენოს ყველა პარამეტრი. თქვენ მხოლოდ ღილაკზე ერთი თითის დაჭერა დაგჭირდებათ , დანარჩენ საქმეს სმარტფონი თქვენს მაგივრად გააკეთებს. გადაიღეთ შესანიშნავი ფოტოები მარტივად და შეინახეთ ცხოვრების საუკეთესო მომენტები.

დიზაინი

მობილური ტელეფონი SONY XPERIA Z1 COMPACT
ნებისმიერ ამინდში

პრემიუმ დეტალები

ელეგანტური სმარტფონი მხოლოდ პრემიუმ კლასის დეტალებითაა დამზადებული. კორპუსის კანტები ალუმინისაა და ეკრანი ნაწრთობი მინისაა. კორპუსის ზომები გათვლილია ისე, რომ ხელში კომფორტულად თავსდებოდეს და მარტივი იყოს გამოყენებისას.

დაცვის სტანდატი IP

IP55/58 - რას ნიშნავს ეს ციფრები? IP-ის კლასებს მიაკუთვნებენ მოდელს ტესტირების გავლის შემდგომ. პირველი ორი ციფრი აღნიშნავს დაცვას მყარი სხეული შეღწევისგან, მაგალითად მტვრის უმცირესი ნაწილაკი. მეორე ორი ციფრი აღნიშნავს წყალგაუმტარობას. შესაბამისა ეს ტელეფონი არის მტვერ და წყალგაუმტარი.

მობილური ტელეფონი SONY XPERIA Z1 COMPACT
გამოსახულება რომელიც გაოცებთ

მაღალი კლასის ტელევიზორის გამოსახულება პატარა ეკრანზე

Xperia Z1 Compact-ში გამოყენებულია Sony BRAVIA-ს ტელევიზორების ტექნოლოგია და ოპტიმიზირებულია მობილური მოწყობილობისთვის. HD (720 x 1280) რეზოლუციის TRILUMINOS, 4.3 ინჩიანი ეკრანი, რომლის ppi (პიქსელების რაოდენობა ერთ ინჩზე) 342 უდრის.

TRILUMINOS- ესაა Sony-ის ეკრანის ტექნოლოგია, რომელიც გადმოსცემს უფრო მდიდარ და ნატურალურ ფერებს. გამოსახულება კონტრასტული და ბუნებრივი იქნება.

მობილური ტელეფონი SONY XPERIA Z1 COMPACT
დაინახე დახვეწილი დეტალები

X-Reality - სპეციალური გრაფიკული პროცესორი, რომელიც ამუშავებს და უფრო სრულყოფილს ხდის თითეულ კადრს. ის მინიმუმდე ამცირებს ციფრული ხმაურის არსებობას. იგივე პროცესორს იყენებს Sony თავის მაღალი კლასის ტელევიზორებშიც.

რასაც არ უნდა უყურებდეთ, გამოსახულება სუფთა, მკვეთრი და ბუნებრივი იქნება. ტელეფონის მცირე ზომის ეკრანზე შეგიძლიათ უყუროთ ისეთივე ხარისხის გამოსახულებას, როგორიც აქვს თანამედროვე, მაღალი კლასის Sony BRAVIA-ს ტელევიზორებს.

პროდუქტის მახასიათებლები SONY XPERIA Z1 COMPACT (D5503) 16GB LIME

სტანდარტი
• 2G: GSM 850/900/1800/1900
• 3G: HSDPA 850/900/1700/1900/2100
• 4G: 800/900/1800/2100/2600
• GPRS: კი
• EDGE: კი
• SIM ბარათის რაოდენობა: 1
• SIM ბარათის ტიპი: Micro-SIM

გამოშვების თარიღი
• პროდუქტის დაანონსების თარიღი: 2014 წ, იანვარი
• პროდუქტის გამოშვების თარიღი: 2014 წ, იანვარი

ეკრანი
• დიაგონალი: 4.3"
• გაფართოება: 1280x720
• ეკრანის ფერების რაოდენობა: 16 მლნ.
• დიუმზე პიქსელების რაოდენობა (PPI): 342
• ეკრანის ტიპი: IPS (Triluminos display, X-Reality Engine)
• სენსორული: კი
• სენსორული ეკრანის ტიპი: მოცულობითი, Multi-Touch

პროგრამული უზრუნველყოფა
• ოპერაციული სისტემა: Android
• ოპერაციული სისტემის ვერსია: 4.3 (Jelly Bean)

პროცესორი
• პროცესორის მწარმოებელი: Qualcomm
• პროცესორის მოდელი: MSM8974 Snapdragon 800 (Krait 400)
• ბირთვების რაოდენობა: 4
• სიხშირე: 2.2 GHz
• გრაფიკული ბირთვი: Adreno 330

მეხსიერება
• ოპერატიული მეხსიერება: 2 GB
• შიდა მეხსიერების მოცულობა: 16 GB
• მეხსიერების ბარათის ტიპი: microSD
• მაქსიმალური მეხსიერების მხარდაჭერა: 64 GB

უსადენო კომუნიკაციები
• Wi-Fi: 802.11 a/b/g/n/ac (Dual-band, Wi-Fi Direct, DLNA, Hotspot)
• Bluetooth: 4.0 (A2DP)
• NFC: კი

კამერა
• ძირითადი კამერა: 20.7 MP (სურათის გაფართოება: 5248х3936, ავტოფოკუსი, განათება)
• ვიდეოს გაფართოება (ძირითადი კამერა): 1920x1080 (30fps)
• კამერის მახასიათებლები: Geo-tagging, Touch focus, Face detection, Panorama, HDR
• ფრონტალური კამერა: 2 MP (ვიდეოს გაფართოება: 1920x1080, 30fps)

ინტერფეისი
• 1 x Micro USB 2.0 (MHL-ის მხარდაჭერა)
• 1 x ყურსასმენი (3.5 მმ Jack)

აუდიო
• ზარის ტიპი: ვიბრაცია, MP3, WAV
• Loudspeaker: კი

ნავიგაცია
• GPS: კი
• A-GPS-ის მხარდაჭერა: კი
• GLONASS-ის მხარდაჭერა: კი

დამატებითი მახასიათებლები
• სენსორები: Accelerometer, Gyro, Proximity, Compass
• შეტყობინებები: SMS, MMS, Email, Push Mail, IM
• რადიო: კი
• ინტერნეტ-ბრაუზერი: HTML5
• Active Noise Cancellation
• ANT+ support
• Xvid/MP4/H.264 ფლეიერი
• MP3/WAV/eAAC+/Flac ფლეიერი
• Photo viewer/editor
• Document viewer/editor
• Voice memo/dial

აკუმულატორის პარამეტრები
• აკუმულატორის ტიპი: Li-Ion
• აკუმულატორის მოცულობა: 2300 mAh
• მუშაობის ხანგრძლივობა (ლოდინის რეჟიმში): 670 სთ
• მუშაობის ხანგრძლივობა (საუბრის რეჟიმში): 10 სთ

ფიზიკური პარამეტრები
• IP58 წყალგაუმტარი (წყალგაუმტარია 1მეტრამდე სიღრმეში 30წუთის განმავლობაში)
• ზომა: 127x64,9x9,5 მმ
• წონა: 137 გრ
• ფერი: ყვითელი

* მწარმოებელი იტოვებს უფლებას წინასწარი შეტყობინების გარეშე შეიტანოს ცვლილებები პროდუქტის მახასიათებლებსა და დიზაინში. მწარმოებლის მიერ შეტანილ ცვლილებებზე მაღაზია არ იღებს პასუხისმგებლობას.

გამოხმაურება მობილური ტელეფონი SONY XPERIA Z1 COMPACT (D5503) 16GB LIME

დატვირთვა...
პროდუქტის რეიტინგი  

ამ ფორმის შევსების შემდგომ, თქვენ შეგიძლიათ პროდუქტის უფრო დაბალ ფასად შეძენა, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიერ არჩეული მოდელი გაყიდვაში აქვს სხვა ინტერნეტ მაღაზიას და მოქმედი ფასი დაბალია ჩვენსაზე


პროდუქტის დასახელება

მობილური ტელეფონი SONY XPERIA Z1 COMPACT (D5503) 16GB LIME


ინტერნეტ მაღაზია*
ფასი *
სახელი და გვარი*
Email*
ტელეფონის ნომერი*
ზევით