DELL INSPIRON 15 5547 (272386405)

არ არის გაყიდვაში

ნოუთბუქი DELL INSPIRON 15 5547 (272386405)

    კოდი: 135108
გამოხმაურება (0)

უთხარი მეგობრებს

ადგილზე მიტანის სერვისი:
თბილისის მაშტაბით: უფასო
ერთი სამუშაო დღის განმავლობაში
მიწოდება 17:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე

საქართველოს მასშტაბით:
1-2 სამუშაო დღის განმავლობაში
მიწოდების ღირებულება 7 GEL
ანგარიშსწორება მიწოდების შემდგომ!

დაწვრილებით მიტანის შესახებ

გარანტია:
ჩვენს მაღზიაში შეძენილ ყველა პროდუქტზე მწარმოებლის ოფიციალური გარანტია მოქმედებს

დაწვრილებით გარანტიის შესახებ

პროდუქტის აღწერა

ნოუთბუქი DELL INSPIRON 15

სიმძლავრის დიდი რესურსი: მე-4 თაობის Intel Core i5-ის მძლავრი პროცესორის დახმარებით თამაში, ვებ-გვერდების დათვალიერება და პროგრამებთან მუშაობა ბევრად უფრო სწრაფია. 2 გიგაბაიტიანი არაინტეგრირებული ვიდეოდაფის მეშვეობით შესაძლებელია ფოტოების და ვიდეოების რედაქტირება ნოუთბუქის გადატვირთვის გარეშე. 1 ტერაბაიტიანი შიდა მეხსიერების დახმარებით თქვენი ფაილები მუდამ თქვენს ხელთ იქნება.

ნოუთბუქი DELL INSPIRON 15 5547 (272386405)
სიმძლავრის დიდი რესურსი

თანამედროვე მასალები, დახვეწილი დიზაინი

ნოუთბუქი Dell Inspiron 15 წინა მოდელებზე 21%-ით უფრო თხელი და 19%-ით მსუბუქია. ელეგანტური ალუმინის კორპუსი წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს ყველგან - კაფეში, აეროპორტსა და ნებისმიერ ადგილას სადაც ნოუთბუქს გამოიყენებთ. კორპუსი რჩება გრილი თუნდაც რამოდენიმე საათიანი მუშაობის შემდეგ.

ავტონომიური მუშაობის გაზდილი ხანგძლივობა

იმოგზაურეთ საშიშროების გარეშე. ელემენტის გაზრდილი რესურსის ნოუთბუქის უფრო ხანგრძლივად მოხმარების საშუალებას მოგცემთ.

თქვენი მობილური მულტიმედიური ცენტრი

დინამიკური ეკრანი: Inspiron 15-ის ეკრანი საუკეთესოა თავის კლასში და მაღალი ხარისხის გამოსახულება აქვს. 15,6 დიუმიანი ეკრანი საკმარისია, როგორც ინდივიდუალური, ისე რამდენიმე ადამიანთან ერთად ერთობლივი მოხმარებისთვის. HD რეზოლუციის ეკრანის მეშვეობით თამაშს, ვიდეოსა და ფოტოებს მაღალი ხარისხის დეტალიზაცია ექნება. ასევე ოპციური FULL HD ეკრანის არჩევა შეიძლება.პიქსელების გაორმაგებული რაოდენობა და 35 პროცენტით გაზრდილი სიმკვეთრე უფრო მკაფიო და რეალისტურ გამოსახულებას მოგცემთ.

ნოუთბუქი DELL INSPIRON 15 5547 (272386405)
მულტიმედიური ცენტრი

სტუდიური ხარისხის აუდიო სისტემა

რითიც არ უნდა იყოთ დაკავებული - MIX-ების კეთებით, აუდიო ფაილების მოსმენით თუ საუბრით - ტექნოლოგია Waves MaxxAudio®-ის მეშვეობით უფრო დაბალი ბასები, მაღალი ზედა ნოტები და ფანტასტიკური ჟღერადობა გექნებათ.

თანამედროვე სენსორული ტექნოლოგია

Dell Inspiron 5000 სერიის ნოუთბუქების შეძენისას ხარისხის შემცირების გარეშე სენსორული ეკრანის ორიდან ერთ-ერთი ვარიანტის არჩევა შეგიძლიათ. სენსორული HD ეკრანი მკვეთრ და მაღალი დეტალიზაციის გამოსახულებას უზრუნველყოფს. FULL HD რეზოლუცის ეკრანის მეშვეობით თამაშები და ფოტოები უფრო რეალისტური იქნება.

მოცულობითი სენსორული ეკრანი Multi-touch ტექნოლოგიით, რომელსაც 10 თითის შეხების მხარდაჭერა აქვს, უფრო მგრძნობიარე სენსორსა და შეხების სხვადასხვა კომბინაციას უზრუნლევყოფს.

მოცულობითი სენსორის მუშაობა, რომელიც ეკრანის უკან არის განთავსებული, ოპტიკურ სენსორზე უფრო ზუსტი და მოქნილია. ოპტიკურ-სენსორული ეკრანის შემთხვევაში ეკრანის პანელში ჩაშენებული კამერები გამოიყენება.

Windows 8.1 გართობის უამრავ საშუალებას გთავაზობთ: მოცულობითი სენსორის დახმარებით უფრო სწრაფად დაათვალიერებთ ფოტოებს და თქვენი შემოქმედებითი თვისებების რეალიზაციას შეძლებთ.

ნოუთბუქი DELL INSPIRON 15 5547 (272386405)
თანამედროვე სენსორული ტექნოლოგია

დამატებით ფუნქციები

10 ღილაკიანი ციფრული კლავიატურით ელექტრონულ ცხრილებთან უფრო ეფექტურად მუშაობას შეძლებთ. დიდი სენსორული პანელით მარტივია მაშტაბის შეცვლა, გადაფურცვლა და მაუსის კურსორით მოქმედება. კლავიატურის განათება სრულ სიბნელეშიც კი კომფორტული მუშაობისა და ბეჭდვის საშუალებას მოგცემთ.

მონაცემების გადატანის სიჩქარე, ძლიერი სიგნალი

უსადენო კავშირის გაუმჯობესებული მახასიათებლების წყალობით, წინა მოდელებთან შედარებით Wi-Fi-კავშირი უფრო დაჩქარებული და სანდო გახდა. თანამედროვე ტექნოლოგია 802.11ac მონაცემების სწრაფ გადაცემასა და უფრო ფართო დაფარვის არეალს უზრუნველყოფს.

შექმნილია ნებისმიერი ცხოვრებისეული პირობებისთვის

ჩვენი მიზანია, რომ ეს ნოუთბუქი მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად გემსახურებოდეთ. მოწყობილობა სხვადასხვა პირობებშია დატესტილი, ისეთ ადგილებში, სადაც ნოუთბუქის გამოყენებას ვერავინ წარმოიდგენდა.

ნოუთბუქი DELL INSPIRON 15 5547 (272386405)
რეალური სამყაროსათვის

მდგრადობა მაღალი ტემპერატურის მიმართ

ნოუთბუქი Dell Inspiron-ი 65°C ტემპერატურას უძლებს. მაგალითად: თუ სპორტული დარბაზის დახურულ კარადაში ან დაკეტილ მანქანაში დატოვებთ.

სანდო პეტლები

Dell Inspiron-ის პეტლები ნოუთბუქის 20 000 ჯერ გახსნა-დახურვას დაზიანების გარეშე უძლებს.

ყველაზე გამოყენებადი ღილაკები

კლავიატურის შემოწმებისას ხშირად გამოყენებადი ღილაკები 10 მილიონ დაჭერაზე უშეცდომოდ რეაგირებდნენ, ხოლო სენსორის ღილაკები - ერთ მილიონზე.

გამძლე ღილაკები

მნიშვნელობა არ აქვს თუ რამდენად ხშირად იყნებთ კვებისა და მულტიმედიურ ღილაკებს - ისინი 40 000 დაჭერას უძლებენ.

პროდუქტის მახასიათებლები DELL INSPIRON 15 5547 (272386405)

ეკრანი
• დიაგონალი: 15.6"
• გაფართოება: HD (1366x768)
• ეკრანის ტიპი: LED
• ეკრანის ზედაპირი: პრიალა

პროცესორი
• პროცესორის მოდელი: Intel Core i5 4210U
• ბირთვების რაოდენობა: 2
• ნაკადების რაოდენობა: 4
• სიხშირე: 1.7 GHz
• მაქსიმალური ტურბო სიხშირე: 2.7 GHz
• ქეშ მეხსიერება: 3 MB
• ტექნოლოგიური პროცესი: 22 Nm
• ენერგომოთხოვნილება: 15 W

ოპერატიული მეხსიერება
• მეხსიერების მოცულობა: 8 GB
• მეხსიერების ტიპი: DDR3
• ოპერატიული მეხსიერების სიხშირე: 1600 MHz
• სლოტების რაოდენობა: 2
• მაქსიმალური მეხსიერების მხარდაჭერა: 16 GB

მყარი დისკი
• ტიპი: HDD
• მოცულობა: 1 TB
• ბრუნვის სიჩქარე: 5400 ბრ/წთ

ვიდეოდაფა
• ვიდეოდაფის ტიპი: დისკრეტული
• მწარმოებელი: AMD
• მოდელი: Radeon R7 M265
• მეხსიერების მოცულობა: 2 GB
• მეხსიერების ტიპი: DDR3
• ბიტები: 128 Bit

დისკწამყვანი
• დისკწამყვანი: არა

პროგრამული უზრუნველყოფა
• ოპერაციული სისტემა: Linux

ქსელი
• Wi-Fi: 802.11b/g/n
• Bluetooth: 4.0
• LAN: 10/100 Mbit/s

პორტები
• 1 x HDMI
• 1 x USB 2.0
• 2 x USB 3.0
• 1 x RJ-45
• 1 x ყურსასმენის და მიკროფონის კომბინირებული პორტი
• ქარდრიდერი: SD, SDHC, SDHC, SD3.0, MS, MS Pro

აუდიო სისტემა
• ჩამონტაჟებული დინამიკების რაოდენობა: 2
• მიკროფონი: კი

ვებკამერა
• ვებკამერა: 0.92 MP

მახასიათებლები
• Kensington უსაფრთხოების საკეტი

შეყვანის მოწყობილობები
• კლავიატურა: ღილაკებიანი, ციფრული ბლოკით
• მიმანიშნებელი ხელსაწყო: სენსორული პანელი

ელემენტის პარამეტრები
• აკუმულატორის ტიპი: Li-Ion
• აკუმულატორის ელემენტების რაოდენობა: 3

კომპლექტაცია
• კვების კაბელი

ფიზიკური პარამეტრები
• ზომა: 380x259x21,8 მმ
• წონა: 2,38 კგ
• კორპუსის მასალა: ალუმინი, პლასტმასი
• ფერი: ვერცხლისფერი, შავი

* მწარმოებელი იტოვებს უფლებას წინასწარი შეტყობინების გარეშე შეიტანოს ცვლილებები პროდუქტის მახასიათებლებსა და დიზაინში. მწარმოებლის მიერ შეტანილ ცვლილებებზე მაღაზია არ იღებს პასუხისმგებლობას.

ვიდეო მიმოხილვა DELL INSPIRON 15 5547 (272386405)

გამოიწერეთ ჩვენი არხის სიახლეები Be.ge YouTube

გამოხმაურება ნოუთბუქი DELL INSPIRON 15 5547 (272386405)

დატვირთვა...
პროდუქტის რეიტინგი  

ამ ფორმის შევსების შემდგომ, თქვენ შეგიძლიათ პროდუქტის უფრო დაბალ ფასად შეძენა, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიერ არჩეული მოდელი გაყიდვაში აქვს სხვა ინტერნეტ მაღაზიას და მოქმედი ფასი დაბალია ჩვენსაზე


პროდუქტის დასახელება

ნოუთბუქი DELL INSPIRON 15 5547 (272386405)


ინტერნეტ მაღაზია*
ფასი *
სახელი და გვარი*
Email*
ტელეფონის ნომერი*
ზევით