SAMSUNG WW90H7410EW

არ არის გაყიდვაში

სარეცხი მანქანა SAMSUNG WW90H7410EW

    კოდი: 134790
გამოხმაურება (1)

უთხარი მეგობრებს

ადგილზე მიტანის სერვისი:
თბილისის მაშტაბით: უფასო
ერთი სამუშაო დღის განმავლობაში
მიწოდება 17:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე

საქართველოს მასშტაბით:
1-2 სამუშაო დღის განმავლობაში
მიწოდების ღირებულება 38 GEL
ანგარიშსწორება მიწოდების შემდგომ!

დაწვრილებით მიტანის შესახებ

გარანტია:
ჩვენს მაღზიაში შეძენილ ყველა პროდუქტზე მწარმოებლის ოფიციალური გარანტია მოქმედებს

დაწვრილებით გარანტიის შესახებ

პროდუქტის აღწერა

მობილური ტელეფონი SAMSUNG GALAXY S5
კარის გაზრდილი დიამეტრი

დოლურის კარის გაზრდილი დიამეტრი

სარეცხი მანქანის, დოლურის კარი დიდი დიამეტრისაა, რაც ამარტივებს მასში სარეცხის ჩატვირთვას. მანქანის თანამედროვე, სადა დიზაინი მოუხდება, სახლის ნებისმიერ ინტერიერს. დოლურას, ლუქის ლურჯი ფერის მინა, დამატებით ხიბლს მატებს. დიდი დისპლეი, სრულად გამოსახავს საჭირო ინფორმაციას რეცხვისას.

მობილური ტელეფონი SAMSUNG GALAXY S5
EcoBubble

ტექნოლოგია EcoBubble

ახალი ტექნოლოგია Eco Bubble უზრუნველყოფს ნაზ, სათუთ რეცხვასა და ელექტროენერგიის ეკონომიას.

როგორ მუშაობს EcoBubble? ცალკე განლაგებულ ცილინდრში მუშავდება სარეცხი საშუალება და აღწევს დოლურაში ბუშტუკების სახით, რომლებიც უფრო ადვილად აღწევენ ქსოვილის უჯრედებში. თქვენი სამოსი არ ზიანდება და ინარჩუნებს პირვანდელ სახეს.

გჭირდებათ ჩუმი, სწრაფი და ეფექტური სარეცხი მანქანა ? - მაშინ ეს თქვენთვისაა

სარეცხი მანქანა SAMSUNG WW90H7410EW
Eco Wash - Speed Wash - Silent Wash

რეცხვის 3 ძირითადი პარამეტრი : Eco Wash ( ეკოლოგიური რეცხვა), Speed Wash ( სწრაფი რეცხვა) და Silent Wash ( ჩუმი რეცხვა). ეს საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ ის პარამეტრი, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება თქვენს სიტუაციას. თუ თქვენ გინდათ ნაკლები ელექტროენერგია დახარჯოთ და დაზოგოთ გადასახადები - აირჩიეთ Eco Wash რეჟიმი, რომელიც მაქსიმალური ეკონომიის მიუხედავათ ეფექტურად გაუმკლავდება სარეცხს. თუ კონკრეტულ ვითარებაში თქვენთვის მთავარია დრო - სადმე გეჩქარებათ, ან უბრალოდ მალე გინდათ გარეცხოთ - აირჩიეთ რეჟიმი Speed Wash. წარმოიდგინეთ სიტუაცია როდესაც ბავშვს სძინავს, ხოლო თქვენ უნდა ჩართოთ სარეცხი მანქანა, არ არის გამორიცხული რომ მისმა ხმაურმა გააღვიძოს ბავშვი, ან არ მოგცეთ საშუალება, რომ თქვენ დაისვენოთ სიჩუმესა და სიმყუდროვეში. ეს სიტუაცია ეხება სხვა სარეცხ მანქანებს და არა SAMSUNG WW90H7410EW-ს , უბრალოთ აირჩიეთ Silent Wash რეჟიმი და იყავით წყნარად, ხმაური არ შეგაწუხებთ. აირჩიეთ 3დან ნებისმიერი პარამეტრი, კონკრენტულ მომენტში საჭიროებიდან გამომდინარე.

სარეცხი მანქანა SAMSUNG WW90H7410EW
კერამიკული ტენი

Ceramic Heater - კერამიკული ტენი

კერამიკული ტენი არის სანდო და ეფექტური, იცავს თქვენს სარეცხ მანქანას ნადებისგან. გლუვი, კერამიკული ზედაპირი ხელს უშლის ნადების წარმოქმნას, მუშაობს 3-ჯერ უფრო დიდხანს, ვიდრე ჩვეულებრივი ტენი, იცავს თქვენს სარეცხ მანქანას ხისტი წყლის მოხმარებისას.

Volt-Control - ძაბვის ცვალებადობის დამცავი სისტემა

Volt-Control ტექნოლოგია, თქვენი სარეცხი მანქანის უსაფრთხო მუშაობას უზრუნველყოფს. ძაბვის ცვალებადობის შემთხვევაში, ის ავტომატურად წყვეტს რეცხვის ციკლს, ხოლო ძაბვის სტაბილიზირების შემდეგ იგი განაგრძობს მუშაობას, მითითებული პროგრამით.

სარეცხი მანქანა SAMSUNG WW90H7410EW
Smart Check

დიაგნოსტიკის სმარტ სისტემა

ამ მოდელს დიაგნოსტიკის ახალი სისტემა - Smart Check აქვს. ეს ტექნლოგია საშუალებას გვაძლევს საწყის ეტაპზე აღმოვაჩინოთ ნებისმიერი სახის ხარვეზი სარეცხ მანქანაში. ამისათვის სულაც არაა საჭირო, იყოთ ტექნიკოსი ან თუნდაც ერკვეოდეთ მანქანის დეტალებში. დაგჭირდებათ მხოლოდ სმარტფონი რათა მასზე დააყენოთ სამსუნგის სპეციალური აპლიკაცია , რომელიც სრულიად უფასოა და აპლიკაცია თავისით, ავტომატურად ჩაატარებს დიაგნოსტიკას.

Eco Drum Clean

როგორც იცით სარეცხი მანქანაც დროთა განმავლობაში უნდა გაიწმინდოს. დოლურაში არსებული ნესტიანი გარემო შესაძლებელია მიზეზი იყოს მასში სოკოების და ბაქტერიების დაგროვების, რაც შემდგომში დაავადებათა გამომწვევიც კი შეიძლება გახდეს. ნებისმიერი სარეცხი მანქანის დოლურა აუცილებლად უნდა გაიწმინდოს პერიოდულად. ტექნოლოგია Eco Drum Clean მოგანიჭებთ დამატებით კომფორტს, რათა თქვენ არ შეიწუხოთ თავი დოლურის და ლუქის მინის გარეცხვით - ის ამას თავად გააკეთებს. ეს სისტემა ცხელი წყლისა და დოლურის სწრაფი ბრუნვის საშუალებით შესანიშნავად გარეცხავს დოლურის და მინის შიდა ნაწილებს.

პროდუქტის მახასიათებლები SAMSUNG WW90H7410EW

• მაქსიმალური ჩატვირთვა: 9 კგ
• ჩატვირთვის ტიპი: ფრონტალური
• ბრუნვის მაქსიმალური სიჩქარე: 1400 ბრ/წთ
• ენერგო მოხმარეობა: 1,17 kW/სთ
• რეცხვის კლასი: A
• გაწურვის კლასი: A
• ენერგო მოხმარების კლასი: A+++
• წყლის მოხმარება: 54 ლ

რეცხვის რეჟიმი
• პროგრამების რაოდენობა: 14
• ბამბეული 
• ბამბეული Eco
• სინთეტიკა
• თეთრეული
• შალი
• ინტენსიური რეცხვა Eco
• ზედა ტანსაცმელი
• დელიკატური რეცხვა
• საბავშვო ტანსაცმელი
• ყოველდღიური რეცხვა
• მუქი ფერის ტანსაცმელი
• გავლება + გაწურვა
• ლაქების ამოყვანის პროგრამა: Stain Away
• დოლურას გაწმენდა: Eco Drum Clean

ფუნქციები
• წინასწარი რეცხვა
• რეჯიმების არჩევის პროგრამა Prefer Mode: სწრაფი რეცხვა, ეკოლოგიური რეცხვა (Super Eco Wash), ჩუმი რეცხვა
• მსუბუქი დაუთოვება
• ინტენსიური რეცხვა
• ჩალბობა
• გავლება
• ფუნქცია Last Memory
• სისტემა "ანტი-დაკუჭვა"
• სტარტის / რეცხვის დამთავრების გადავადება
• გაწურვის სიჩქარის / რეცხვის ტემპერატურის შერჩევა

დამატებითი მახასიათებლები
• Eco Bubble
• ცივ წყალში რეცხვა
• ინტელექტუალური მართვა: Fuzzy Logic
• დისბალანსის, ქაფის კონტროლი
• დოლურას შიდა განათება
• Metal Skin (G.LED) დისპლეი
• პროგრამის დასრულებამდე დარჩენილი დროის ჩვენება
• დენის ცვალებადობისგან დამცავი სისტემა Volt Control
• 170 გრადუსით გახსნადი, დიდი ზომის კარი
• გადახურებისგან დაცვა
• თვითმწმენდავი ფილტრი
• სახელური Jog Dial
• მუშაობის ინდიკაცია
• დოლურა: Swirl Drum
• თვითდიაგნოსტიკის სისტემა: Smart Check
• ძრავის ტიპი: ციფრული, ინვერტორული (Digital Inverter Motor)
• კერამიკული გამათბობელი ელემენტი: Ceramic Heater Plus
• კარის ბლოკირება (ბავშვებისგან დაცვა)

ფიზიკური პარამეტრები
• ზომა (სიგანე/სიმაღლე/სიღრმე): 600 x 850 x 600 მმ
• ზომა შეფუთვით (სიგანე/სიმაღლე/სიღრმე): 675 x 890 x 745 მმ
• წონა: 73 კგ
• წონა შეფუთვით: 76 კგ
• კორპუსის ფერი: თეთრი
• კარის ფერი: ლურჯი Blue Crystal

* მწარმოებელი იტოვებს უფლებას წინასწარი შეტყობინების გარეშე შეიტანოს ცვლილებები პროდუქტის მახასიათებლებსა და დიზაინში. მწარმოებლის მიერ შეტანილ ცვლილებებზე მაღაზია არ იღებს პასუხისმგებლობას.

გამოხმაურება სარეცხი მანქანა SAMSUNG WW90H7410EW

დატვირთვა...
პროდუქტის რეიტინგი  

ამ ფორმის შევსების შემდგომ, თქვენ შეგიძლიათ პროდუქტის უფრო დაბალ ფასად შეძენა, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიერ არჩეული მოდელი გაყიდვაში აქვს სხვა ინტერნეტ მაღაზიას და მოქმედი ფასი დაბალია ჩვენსაზე


პროდუქტის დასახელება

სარეცხი მანქანა SAMSUNG WW90H7410EW


ინტერნეტ მაღაზია*
ფასი *
სახელი და გვარი*
Email*
ტელეფონის ნომერი*
ზევით