ZELMER AQUAWELT PLUS ZVC 762 ZPUA (VC 7920.5 SP)

არ არის გაყიდვაში

მრეცხავი მტვერსასრუტი აკვაფილტრით ZELMER AQUAWELT PLUS ZVC 762 ZPUA (VC 7920.5 SP)

    კოდი: 134213
გამოხმაურება (8)

უთხარი მეგობრებს

ადგილზე მიტანის სერვისი:
თბილისის მაშტაბით: უფასო
ერთი სამუშაო დღის განმავლობაში
მიწოდება 17:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე

საქართველოს მასშტაბით:
1-2 სამუშაო დღის განმავლობაში
მიწოდების ღირებულება 12 GEL
ანგარიშსწორება მიწოდების შემდგომ!

დაწვრილებით მიტანის შესახებ

გარანტია:
ჩვენს მაღზიაში შეძენილ ყველა პროდუქტზე მწარმოებლის ოფიციალური გარანტია მოქმედებს

დაწვრილებით გარანტიის შესახებ

პროდუქტის აღწერა

ZELMER AQUAWELT-ი პოლონური წარმოების მრვალფუნქციური მტვერსასრუტია, რომელსაც 5 სხვადასხვა წმენდის რეჟიმის ერთბაშად შეთავსება შეუძლია. ეს ფუნქციებია:

  1. 1. სველი წმენდა
  2. 2. წმენდა აკვაფილტრით
  3. 3. თხევადი მასალის შესრუტვა
  4. 4. მშრალი წმენდა კონტეინერით
  5. 5. მშრალი წმენდა SAFBAG-ის ტომრით

 ZELMER AQUAWELT PLUS-ით წმენდის სხვადასხვა რეჟიმის გამოყენების ფართო არჩევანი გაქვთ. ZELMER -ი მტვერსა და დანაგვიანებული ზედაპირის წვრილ ნაწილაკებს ადვილად ასუფთავებს. მტვერსასრუტი მუშაობს როგორც SAFBAG-ის ტომრით, ისე მის გარეშე - წყლით სავსე კონტეინერით.

ZELMER AQUAWELT PLUS

სველი წმენდა

AQUAWELT PLUS-ით შესაძლებელია სველი წმენდა. მტვერსასრუტს წყლის კონტეინერი აქვს, რომლის ტევადობა 2,5 ლიტრია. მისი შევსება ძალიან მარტივად შეიძლება. ZELMER-ით სრულად ირეცხება ყველა მცირე ნაწილაკი და, ამავდროულად, არ ტალახდება. საცავი ადვილად იხსნება - მტვერსასრუტის გასუფთავებისას ეს კიდევ ერთი დამატებითი კომფორტია.

ZELMER AQUAWELT PLUS


წმენდა აკვაფილტრით

სპციალურად სველი წმენდისთვის ZELMER-ს AQUA ფილტრი უყენია. ეს არის ინოვაციური სისტემა მტვრისა და სხვადასხვა ალერგიული ნივთიერებების მოსაშორებლად. AQUA ფილტრი ეფექტურად იყენებს წყლისა და ჰაერის შერწყმის მექანიზმს. მისი ტევადობა 5 ლიტრია. ამ პროცესის განმავლობაში წარმნოიქმნება წყლის ჭავლი, რომელიც აქტიურად ცირკულირებს და კონტეინერის კედლებს ამსუბუქებს, რაც მტვერსასრუტის გამართულ მუშაობას უზრუნველჰყოფს. AQUA ფილტრი გამორიცხვას სისტემაში შემავალი მტვრის ოთახში ხელმეორედ მოხვედრას.

ZELMER AQUAWELT PLUS

თხევადი მასალის შესრუტვა

AQUAWELT PLUS-ს მოყვება სპეციალური სითხის შემსრუტველი საცმი, რომლითაც როგორც სითხის, ისე ატალახებული ზედაპირის გაწმენდა შეიძლება. მტვერსასრუტის ნაგვისგან დაცლა ძალიან იოლია, ამისათვის სამი ქმედებაა საჭირო: თავსახურის მოხსნა, აწევა და ნარჩენი სითხის გადაღვრა.

ZELMER AQUAWELT PLUS

მშრალი წმენდა წყლის კონტეინერით

მშრალი წმენდა ZELMER AQUAWELT PLUS-ის მოსახსნელი წყლის კონტეინერით შეიძლება. მტვრის წყალში მოხვედრისთანავე, მისი ნაწილაკბი სველდება და რეზერვუარის ფსკერზე ილექება. ფილტრაციის ასეთი მოქნილი სისტემა ხელმეორედ ოთახში მოხვედრისაგან მტვრის უმცირეს ნაწილაკებსაც კი აკავებს.

AQUAWELT PLUS-ის ეფექტური შემწოვი სისტემა მტვრის 0,3 მიკრონამდე შესრუტვას ახერხებს. მტვერსასრუტის მაქსიმალური სიმძლავრეა 1600 W. მისის წმენდა ძალიან მარტივია - უბრალოდ გადღვარეთ ნარჩენები.

ZELMER AQUAWELT PLUS

მშრალი წმენდა SAFBAG-ის ტომრით

ზელმერს SAFBAG-ის მოსახსნელი ტომარა უყენია, რომელიც სპეციალურად მშრალი წმენდისთვის არის შექმნილი. იგი ადვილად იხსნება და მარტივად იწმინდება. SAFBAG-ი ეფექტურად აკავებს მტვერს და ამაში მას ფილტრი HEPA ეხმარება.

HEPA მშრალი წმენდისას გამოიყენება. იგი ადვილად ირეცხება და ალერგიულ ნაწილაკებს ეფექტურად უმკლავდება. მისგან გამომავალი ჰაერი ოთახის ჰაერზე უფრო სუფთაა. იგი მტვრის შემწოვი კონტეინერისაგან განცალკევებულია და მუდამ მშრალი რჩება. ყოველი მოხმარების შემდეგ ფილტრის წმენდა არაა აუცილებელი. ამით დაზოგავთ დროსა და ენერგიას. HEPA-ს წმენდა ძალიან მარტივია - მოხსენით, გარეცხეთ წყლით, გააშრეთ და მოათავსეთ მტვერსასრუტში. არაა საჭირო ფინანსების ხარჯვა ახლის შესაძენად, რადგან ეს ფილტრი მრავალჯერადი მოხმარებისთვისაა განკუთვნილი.

ZELMER-ს ციფრული პანელი აქვს, საიდანაც მტვერსასრუტის სიმძლავრის რეგულირება ხდება. იგი იდეალურად ასუფთავებს ხალიჩებსა და რბილი ავეჯის ნებისმიერ ზედაპირს. ZELMER AQUAWELT PLUS-ი მაქსიმალურ სისუფთავესა და კომფორტს უზრუნველჰყოფს თქვენს სახლში.

ZELMER-ის ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პლუსთან ერთად არის კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი - მტვერსასრუტის მწარმოებელი ქვეყანა. ZELMER-ი პოლონეთში მზადდება და გათვლილია ევროპული ბაზრისთვის. მტვერსასრუტის კორპუსი და მისი ყველა ნაწილი უმაღლესი ხარისხის მასალისგან მზადდება, ხოლო მისი აწყობისას, ევროპული სტანდარტებისა და ხარისხის დაცვის ყველა მნიშვნელოვანი დეტალია გათვალისწინებული.

ZELMER AQUAWELT PLUS

პროდუქტის მახასიათებლები ZELMER AQUAWELT PLUS ZVC 762 ZPUA (VC 7920.5 SP)

• ტიპი: მრეცხავი, აკვაფილტრი, ტომრით
• წმენდის ტიპი: სველი და მშრალი წმენდა
• მაქს სიმძლავრე: 1500 W
• ჰაერის მოხმარება: 30 ლ/წმ
• სარეცხი საშუალების რეზერვუარის მოცულობა: 1,7 ლ
• კონტეინერის ტევადობა: 2,5 ლ
• აკვაფილტრის ტევადობა: 5 ლ
• ფილტრი: HEPA
• პარკირება: ჰორიზონტალური
• მოქმედების რადიუსი: 9 მ
• შესასრუტი მილი: ტელესკოპური, ფოლადის
• გორგოლაჭების ტიპი (მასალა): რეზინა

ფუნქციები და მახასიათებლები
• განახლებული დიზაინი
• კონტეინერის შევსების ინდიკატორი
• თხევადი მასალის შესრუტვის ფუნქცია
• სადენის ავტომატური დახვევა
• ფილტრის გარეშე ჩართვის ბლოკირება
• მოსახერხებელი გადასატანი სახელური
• Eco Power ძრავი
• ტურბოჯაგრისის გამოყენების საშუალება
• ძრავის დამცავი ფილტრი
• დამცავი სარქველი
• აქსესუარების მოწყობილობაზე შენახვის შესაძლებლობა

კომპლექტაცია
• მტვერსასრუტი ZELMER ZVC 762 ZPUA (VC 7920.5 SP)
• წყლის შემსტუტველი საცმი
• ნაპრალებისთვის განკუთვნილი საცმი
• საცმი რბილი ავეჯისთვის
• ლამინატის და პარკეტის საწმენდი საცმი
• ხალიჩების მრეცხავი დიდი და პატარა საცმი

ფიზიკური პარამეტრები
• ძაბვა: 220 V
• ხმაურის დონე: 84,1 dB
• სადენის სიგრძე: 6 მ
• ზომა: 347x492x357 მმ
• წონა: 8,4 კგ
• ფერი: ნარინჯისფერი, შავი

* მწარმოებელი იტოვებს უფლებას წინასწარი შეტყობინების გარეშე შეიტანოს ცვლილებები პროდუქტის მახასიათებლებსა და დიზაინში. მწარმოებლის მიერ შეტანილ ცვლილებებზე მაღაზია არ იღებს პასუხისმგებლობას.

ვიდეო მიმოხილვა ZELMER AQUAWELT PLUS ZVC 762 ZPUA (VC 7920.5 SP)

გამოიწერეთ ჩვენი არხის სიახლეები Be.ge YouTube

სასარგებლო ინფორმაცია

გამოხმაურება მრეცხავი მტვერსასრუტი აკვაფილტრით ZELMER AQUAWELT PLUS ZVC 762 ZPUA (VC 7920.5 SP)

დატვირთვა...
პროდუქტის რეიტინგი  

ამ ფორმის შევსების შემდგომ, თქვენ შეგიძლიათ პროდუქტის უფრო დაბალ ფასად შეძენა, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიერ არჩეული მოდელი გაყიდვაში აქვს სხვა ინტერნეტ მაღაზიას და მოქმედი ფასი დაბალია ჩვენსაზე


პროდუქტის დასახელება

მრეცხავი მტვერსასრუტი აკვაფილტრით ZELMER AQUAWELT PLUS ZVC 762 ZPUA (VC 7920.5 SP)


ინტერნეტ მაღაზია*
ფასი *
სახელი და გვარი*
Email*
ტელეფონის ნომერი*
ზევით