LIEBHERR CBNB 3913

3500 GEL

მაცივარი LIEBHERR CBNB 3913

    კოდი: 133490
არის გაყიდვაში
გამოხმაურება (0)

უთხარი მეგობრებს

ადგილზე მიტანის სერვისი:
თბილისის მაშტაბით: უფასო
ერთი სამუშაო დღის განმავლობაში
მიწოდება 17:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე

საქართველოს მასშტაბით:
1-2 სამუშაო დღის განმავლობაში
მიწოდების ღირებულება 40-80 GEL
ანგარიშსწორება მიწოდების შემდგომ!

დაწვრილებით მიტანის შესახებ

გარანტია:
ჩვენს მაღზიაში შეძენილ ყველა პროდუქტზე მწარმოებლის ოფიციალური გარანტია მოქმედებს

LIEBHERR-ის მაცივრებზე - 2 წელი

დაწვრილებით გარანტიის შესახებ

პროდუქტის აღწერა

LIEBHERR-ის მაცივარი - ხარისხის სიმბოლო ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ

მაცივარი LIEBHERR CBNB 3913

LIEBHERR-ის მაცივრები - ეს არის ლეგენდარული გერმანული ხარისხი, თანამედროვე ტექნოლოგიები, მოხმარების სიმარტივე, დახვეწილი დიზაინი და უმცირესი დეტალების საიმედოობა, რომელებიც 1954 წლიდან გერმანიაში იწარმოება.

კომპანია ფასის ხარჯზე ხარისხის შემცირებას არ ცდილობს და მისი პროდუქცია ისევე როგორც 60 წლის წინ, გერმანიის ქალაქ ოქსენჰაუზენში კეთდება.

ინტერნეტ მაღაზია Be.Ge-ის LIEBHERR-ის მაღალი სტანდარტები გაყიდვების სფეროში გადააქვს და საკუთარ მომხმარებელს პრემიუმ ხარისხის მაცივარს სთავაზობს.

დახვწეილი დიზაინი Swingline

LIEBHERR-ის ამ მაცივრის დიზაინი ელეგანტური დახვეწილი გვერდითი კანტი არის წარმოდგენილი, რომელიც დამატებით სისადავეს და გემოვნების შეგრძნებას ტოვებს. კარის ზედაპირზე ფირმის ლოგოა მოთავსებული, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის მაცივრის მთლიან კომპოზიციას.

გადასაკიდი კარი

LIEBHERR-ის მაცივარში ყველაფერი გათვლილია და კარის გაღების მიმართულების (მარჯვნივ, ან მარცხნივ) შეცვლაც კი შეგიძლიათ. ეს მანიპულაცია სპეციალური ანჯამების მეშვეობით ხდება, რომლის მონტაჟი სასურველ მხარეს შეგიძლიათ. კარი თქვენთვის ხელსაყრელი მიმართულებით გაიღება და რაც სამზარეულო სივრცის ერგონომიულად გამოყენების შესაძლებლობას გაძლევთ.

მაცივარი LIEBHERR CBNB 3913
მაცივრის საცავი VarioSpace

VarioSpace

მაცივრის საცავი, რომლის მოცულობა 332 ლიტრია, ნაწრთობი შუშის უჟანგავი ფოლადით მოპირკეთებული თაროებით არის აღჭურვილი. ამ სივრცეს VarioSpace ეწოდება და კარაქის, ან ყველის შესანახად არის განკუთვნილი.

FrontSafe სისტემა

გამჭვირვალე მაცივრის უჯრები საკმაოდ ტევადია და მარტივად იხსნება. მაცივრის გამოღებისთანავე ადვილად შეძლებთ გამჭვირვალე ყუთების შიგთავსის დანახვას. თითოეულ ყუთს ხელის ორი მოსაკიდი აქვს, რაც კიდევ უფრო აიოლებს მათ მოხმარებას.

ნაწრთობი შუშის თაროები

მაღალი ხარისხის მაცივრის ინტერიერს ნაწრთობი შუშის თაროები აქვს, რომლის კიდეები უჟანგავი ფოლადისგან მზადდება. თაროები გამოირჩევა გამძლეობით, არ იფხაჭნება და მათი გაწმენდა ადვილია.

PREMIUM კარის თაროები

LIEBHERR-ის ყველა პრემიუმ კლასის მაცივარში კარის თაროებია ჩამონტაჟებული, რომლის კიდეები უჟანგავი ფოლადისგან მზადდება. აქ თუნუქის ქილებისა და ბოთლების გასაგრილებლად მოთავსება შეიძლება. კარის თაროებზე ორი ლიტრამდე ტევადობის ჭურჭელი ეტევა.

BioFresh ზონა

BioFresh სექციის ორი კონტეინერი ტელესკოპური მართვით პროდუქტის იდეალურ და ხანგრძლივ შენახვას უზრუნველყოფს. შესაბამისი ტენიანობისა და -2°C-ზე ქვემოთ ტემპერატურისა მალფუჭებადი პროდუქტის შენახვა შეიძლება: ხილის, ბოსტნეულის, ხორცეულის, თევზეულისა და რძის ნაწარმის. ასევე შესაზლებელი ტემპერტატურის +6°C-მდე აწევა ტროპიკული ხილკისთვის რომელსაც ტებიანობა უფრო მაღალი აქვს. BioFresh-Plus სასარგებლო ვიტამინებს უნარჩუნებს პროდუქტს და ისინი სამჯერ უფრო მეტ ხანს ძლებენ ვიდრე ჩვეულებრივ მაცივრებში.

ფუნქცია DuoCool

მაცივარი LIEBHERR CBNB 3913
BioFresh-Plus ზონა

ორი დამოუკიდებელი გაგრილების სისტემის მეშვეობით საყინულეს ქვედა და ზედა განყოფილებებში სხვადასხვა ტემპერატურის დაყენება არის შესაძლებელი. ეს ორი განყოფილება ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლად ფუნქციონირებს და ერთიდან მეორეში სუნის გადატანა არა ხდება.

Super Frost-ის ფუნქცია

Super Frost-ის ფუნქცია გაყინვის პროცესს აჩქარებს და შეუძლია - 32 °C-მდე დაიყვანოს ტემპერატურა, რაც მინერალებისა და ვიტამინების უფრო დიდხანს შენარჩუნებას უზრუნველყოფს. Super Frost-ის ავტომატურ ფუნქციას საჭმლის უმაღლესი ხარისხით გაყინვა შეუძლია, ისე რომ შეუნარჩუნოს გემო, ფორმა და ყველა დადებითი თვისება. როცა სწრაფი გაყინვის პროცესი მთავრდება, მაცივარი მუშაობის სტანდარტულ რეჟიმში ავტომატურად გადადის.

MagicEye ტემპერატურის ციფრული ინდიკაცია

Magic Eye - ინოვაციური სენსორული სისტემა, ტემპერატურის ციფრული ინდიკაცია, უზრუნველყოფს, რომ ტემპერატურა მუდამ თქვენთვის სასურველ ნიშნულზე იყოს.

No Frost სისტემა

LIEBHERR-ი NO FROST-ის ტექნოლოგიას იყენებს და თქვენ აღარ მოგიწევთ მაცივრის რეგულარულად გალღობა სანიტარული ნორმების დასაცავად. NO FROST-ი არის საყინულის კონდენსაციისგან დაცვის სისტემა. მისი მეშვეობით საჭმელი დაცულია გაფუჭებისაგან. დაზოგეთ თქვენთვის ძვირფასი დრო და იყავით მშვიდად, რადგან LIEBHERR-ი ამ მაცივარში შენახული პროდუქტი მუდამ უსაფრთხო და ახალო ნაყიდივით იქნება.

მაცივარი LIEBHERR CBNB 3913
No Frost სისტემა

LED განათება

LED განათება ჩვეულებრივ ნათურებთან შედარებით უფრო ეკონომიურია და მაცივარს უკეთ ანათებს. განათების წყალობით თქვენ ადვილად იპოვით საჭირო პროდუქტს. LIEBHERR-ის მაცივარში განათება კედლებშია ჩაშენებული და ზედმეტ სივრცეს არ იკავებს.

ენერგომოხმარების კლასი

LIEBHERR-ის ეს მაცივარი ენერგოეფექტურობის A+ კლასს განეკუთვნება, რაც ჩვეულებრივ მაცივრისგან განსხვავებით, ბევრად ნაკლებ ენერგიას მოიხმარს.

უსაფრთხო რეჟიმი ბავშვებისთვის

ბავშვებისთვის უსაფრთხო რეჟიმის აქტივირებით თქვენ თავიდან აირიდებთ რომელიმე სამუშაო რეჟიმის შემთხვევით ჩართვას. როცა რეჟიმი აქტიურია, ეკრანზე სპეციალური სიმბოლო ანთია.

პროდუქტის მახასიათებლები LIEBHERR CBNB 3913

• ტიპი: ორკამერიანი
• მართვის ტიპი: ელექტრონული
• დიზაინი: SwingLine
• საერთო სასარგებლო მოცულობა: 332 ლ
• მაცივრის კამერის სასარგებლო მოცულობა: 244 ლ (სექცია BioFresh: 86 ლ)
• საყინულე კამერის სასარგებლო მოცულობა: 88 ლ
• საყინულე კამერის განლაგება: ქვედა
• გალღობის სისტემა: კომბინირებული (NoFrost, ავტომატური)
• კომპრესორების რაოდენობა: 1
• ენერგომოხმარების კლასი: A+
• ენერგომოხმარება დღეში (წელიწადში): 0,932 kW/სთ (341 kWh/წ)
• ხმაურის დონე: 42 dB
• სიცივის ავტონომიური შენარჩუნება: 25 სთ
• კლიმატის კლასი: SN-T

მაცივარი
• გალღობის სისტემა: ავტომატური
• BioFresh ზონა: 2 კონტეინერი, ტელესკოპიური ბილიკებით
• თაროები (მასალა, რაოდენობა): ნაწრთობი შუშა, 4 ც
• რეგულირებადი თაროების რაოდენობა: 3
• დასაკეცი თაროების რაოდენობა: 1
• კარის კალათები (მასალა, რაოდენობა): პლასტმასი, 3 ც
• ბოთლების თარო: კარზე, 1 ც
• განყოფილება კონსერვებისთვის: კარზე, 2 ც
• შიდა განლაგება: კვერცხის ცხაურა
• შიდა განათება: შუქდიოდური
• ვენტილატორი

საყინულე კამერა
• გალღობის სისტემა: NoFrost (ავტომატური)
• სექციები (მასალა, რაოდენობა): ნაწრთობი შუშა, 3 ც
• განყოფილებების ტიპი: გამჭირვალე, გამოსაწევი
• გაყინვის სიმძლავრე: 16 კგ / 24 სთ
• შიდა განლაგება: ყინულის ლანგარი (1 ც)
• სისტემა VarioSpace
• სისტემა FrostSafe: გამჭირვალე ფრონტალური ნაწილით
• ვარსკლავების რაოდენობა: 4

ფუნქციები და მახასიათებლები
• ფუნქციები: ღია კარის (საყინულე/მაცივრის კამერის) ხმოვანი სიგნალი
• კონსტრუქციული თავისებურებები: კარის გადაკიდვის შესაძლებლობა, სიმაღლეში რეგულირებადი თაროები, დასაკეცი თარო, კედელზე ბოლომდე მისადგმელი კორპუსი
• კარის გაღება: მარჯვნივ
• მართვა: ღილაკებით
• ტემპერატურის შუქდიოდური ინდიკაცია: დისპლეი MagicEye
• ტემპერატურის ჩვენება მაცივრის/საყინულე კამერაში: შიდა, ანალოგიური
• გაყინვის ფუნქცია SuperFrost: ავტომატური გათიშვა 65 საათში (მაქს.)
• ტემპერატურის რეგულირება საყინულე კამერაში: დამოუკიდებელია მაცივრის კამერის ტემპერატურისგან • გაუმართაობის ინდიკაცია: ვიზუალური, ხმოვანი
• გადასაადგილებელი როლიკები და სახელურები უკანა მხარეს
• სიმაღლეში რეგულირებადი ფეხები: 2 ც
• სახელური: ერგონომიული

ფიზიკური პარამეტრები
• კორპუსის მასალა: ფოლადი
• ზომა: 201,1x60x63 სმ
• ფერი: შავი

* დამზადებულია გერმანიაში

* მწარმოებელი იტოვებს უფლებას წინასწარი შეტყობინების გარეშე შეიტანოს ცვლილებები პროდუქტის მახასიათებლებსა და დიზაინში. მწარმოებლის მიერ შეტანილ ცვლილებებზე მაღაზია არ იღებს პასუხისმგებლობას.

გამოხმაურება მაცივარი LIEBHERR CBNB 3913

დატვირთვა...
პროდუქტის რეიტინგი  

ამ ფორმის შევსების შემდგომ, თქვენ შეგიძლიათ პროდუქტის უფრო დაბალ ფასად შეძენა, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიერ არჩეული მოდელი გაყიდვაში აქვს სხვა ინტერნეტ მაღაზიას და მოქმედი ფასი დაბალია ჩვენსაზე


პროდუქტის დასახელება

მაცივარი LIEBHERR CBNB 3913


ინტერნეტ მაღაზია*
ფასი *
სახელი და გვარი*
Email*
ტელეფონის ნომერი*
ზევით