LIEBHERR SBSES 7165

10000 GEL

მაცივარი LIEBHERR SBSES 7165

    კოდი: 133482
10000 GEL
2 550 800
არის გაყიდვაში
გამოხმაურება (0)
აქცია!
სმარტის 500-ლარიანი ვაუჩერი საჩუქრად!
2016-12-14
  • დარჩა:
  • დღე
  • საათი
  • წუთი
  • წამი

უთხარი მეგობრებს

ადგილზე მიტანის სერვისი:
თბილისის მაშტაბით: უფასო
ერთი სამუშაო დღის განმავლობაში
მიწოდება 17:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე

საქართველოს მასშტაბით:
1-2 სამუშაო დღის განმავლობაში
მიწოდების ღირებულება 40-80 GEL
ანგარიშსწორება მიწოდების შემდგომ!

დაწვრილებით მიტანის შესახებ

გარანტია:
ჩვენს მაღზიაში შეძენილ ყველა პროდუქტზე მწარმოებლის ოფიციალური გარანტია მოქმედებს

LIEBHERR-ის მაცივრებზე - 2 წელი

დაწვრილებით გარანტიის შესახებ

პროდუქტის აღწერა

LIEBHERR-ის მაცივარი - ხარისხის სიმბოლო ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ

მაცივარი LIEBHERR SBSES 7165

LIEBHERR-ის მაცივრები - ეს არის ლეგენდარული გერმანული ხარისხი, თანამედროვე ტექნოლოგიები, მოხმარების სიმარტივე, დახვეწილი დიზაინი და უმცირესი დეტალების საიმედოობა, რომელებიც 1954 წლიდან გერმანიაში იწარმოება.

კომპანია ფასის ხარჯზე ხარისხის შემცირებას არ ცდილობს და მისი პროდუქცია ისევე როგორც 60 წლის წინ, გერმანიის ქალაქ ოქსენჰაუზენში კეთდება.

ინტერნეტ მაღაზია Be.Ge-ის LIEBHERR-ის მაღალი სტანდარტები გაყიდვების სფეროში გადააქვს და საკუთარ მომხმარებელს პრემიუმ ხარისხის მაცივარს სთავაზობს.

დახვწეილი დიზაინი Swingline

LIEBHERR-ის ამ მაცივრის დიზაინი ელეგანტური დახვეწილი გვერდითი კანტი არის წარმოდგენილი, რომელიც დამატებით სისადავეს და გემოვნების შეგრძნებას ტოვებს. კარის ზედაპირზე ფირმის ლოგოა მოთავსებული, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის მაცივრის მთლიან კომპოზიციას.

გადასაკიდი კარი

LIEBHERR-ის მაცივარში ყველაფერი გათვლილია და კარის გაღების მიმართულების (მარჯვნივ, ან მარცხნივ) შეცვლაც კი შეგიძლიათ. ეს მანიპულაცია სპეციალური ანჯამების მეშვეობით ხდება, რომლის მონტაჟი სასურველ მხარეს შეგიძლიათ. კარი თქვენთვის ხელსაყრელი მიმართულებით გაიღება და რაც სამზარეულო სივრცის ერგონომიულად გამოყენების შესაძლებლობას გაძლევთ.

მაცივარი LIEBHERR SBSES 7165
ნაწრთობი შუშის თაროები
ფოლადის კიდეებით

VarioSpace

მაცივრის საცავი, რომლის მოცულობა 593 ლიტრია, ნაწრთობი შუშის უჟანგავი ფოლადით მოპირკეთებული თაროებით არის აღჭურვილი. ამ სივრცეს VarioSpace ეწოდება და კარაქის, ან ყველის შესანახად არის განკუთვნილი.

ნაწრთობი შუშის თაროები

მაღალი ხარისხის მაცივრის ინტერიერს ნაწრთობი შუშის თაროები აქვს, რომლის კიდეები უჟანგავი ფოლადისგან მზადდება. თაროები გამოირჩევა გამძლეობით, არ იფხაჭნება და მათი გაწმენდა ადვილია.

PREMIUM კარის თაროები

LIEBHERR-ის ყველა პრემიუმ კლასის მაცივარში კარის თაროებია ჩამონტაჟებული, რომლის კიდეები უჟანგავი ფოლადისგან მზადდება. აქ თუნუქის ქილებისა და ბოთლების გასაგრილებლად მოთავსება შეიძლება. კარის თაროებზე ორი ლიტრამდე ტევადობის ჭურჭელი ეტევა.

BioFresh-Plus ზონა

BioFresh სექციის ორი კონტეინერი ტელესკოპური მართვით პროდუქტის იდეალურ და ხანგრძლივ შენახვას უზრუნველყოფს. შესაბამისი ტენიანობისა და -2°C-ზე ქვემოთ ტემპერატურისა მალფუჭებადი პროდუქტის შენახვა შეიძლება: ხილის, ბოსტნეულის, ხორცეულის, თევზეულისა და რძის ნაწარმის. ასევე შესაზლებელი ტემპერტატურის +6°C-მდე აწევა ტროპიკული ხილკისთვის რომელსაც ტებიანობა უფრო მაღალი აქვს. BioFresh-Plus სასარგებლო ვიტამინებს უნარჩუნებს პროდუქტს და ისინი სამჯერ უფრო მეტ ხანს ძლებენ ვიდრე ჩვეულებრივ მაცივრებში.

ფუნქცია SuperCool

მაცივარი LIEBHERR SBSES 7165
BioFresh-Plus ზონა

SuperCool რეჟიმში LIEBHERR -ის მაცივრი +2°C-ს ტემპერატურას 12 საათის განმავლობაში ინარჩუნებს, რაც ხელს უწყობს პროდუქტის სწრაფ გაციებას. მაცივრის კამერაში გალღობა ავტომატურად ხდება, ტემპერატურა კი სტაბილურად ნარჩუნდება. ეს თავიდან აგარიდებთ ტემპერატურის კარდინალურ ცვალებადობას.

Super Frost-ის ფუნქცია

Super Frost-ის ფუნქცია გაყინვის პროცესს აჩქარებს და შეუძლია - 32 °C-მდე დაიყვანოს ტემპერატურა, რაც მინერალებისა და ვიტამინების უფრო დიდხანს შენარჩუნებას უზრუნველყოფს. Super Frost-ის ავტომატურ ფუნქციას საჭმლის უმაღლესი ხარისხით გაყინვა შეუძლია, ისე რომ შეუნარჩუნოს გემო, ფორმა და ყველა დადებითი თვისება. როცა სწრაფი გაყინვის პროცესი მთავრდება, მაცივარი მუშაობის სტანდარტულ რეჟიმში ავტომატურად გადადის.

MagicEye ტემპერატურის ციფრული ინდიკაცია

Magic Eye - ინოვაციური სენსორული სისტემა, ტემპერატურის ციფრული ინდიკაცია, უზრუნველყოფს, რომ ტემპერატურა მუდამ თქვენთვის სასურველ ნიშნულზე იყოს.

No Frost სისტემა

LIEBHERR-ი NO FROST-ის ტექნოლოგიას იყენებს და თქვენ აღარ მოგიწევთ მაცივრის რეგულარულად გალღობა სანიტარული ნორმების დასაცავად. NO FROST-ი არის საყინულის კონდენსაციისგან დაცვის სისტემა. მისი მეშვეობით საჭმელი დაცულია გაფუჭებისაგან. დაზოგეთ თქვენთვის ძვირფასი დრო და იყავით მშვიდად, რადგან LIEBHERR-ი ამ მაცივარში შენახული პროდუქტი მუდამ უსაფრთხო და ახალო ნაყიდივით იქნება.

სიცივის აკუმლატორი Cold-storage Accumulator

მაცივარი LIEBHERR SBSES 7165
No Frost სისტემა

ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში მაცივარს არსებული ტემპერატურის 124 საათის განმავლობაში შენარჩუნება შეუძლია. იგი დამატებით სიცივეს უზრუნველყოფს გაყინული პროდუქტების დაცვისთვის.

LED განათება

LED განათება ჩვეულებრივ ნათურებთან შედარებით უფრო ეკონომიურია და მაცივარს უკეთ ანათებს. განათების წყალობით თქვენ ადვილად იპოვით საჭირო პროდუქტს. LIEBHERR-ის მაცივარში განათება კედლებშია ჩაშენებული და ზედმეტ სივრცეს არ იკავებს.

ენერგომოხმარების კლასი

LIEBHERR-ის ეს მაცივარი ენერგოეფექტურობის A+ კლასს განეკუთვნება, რაც ჩვეულებრივ მაცივრისგან განსხვავებით, ბევრად ნაკლებ ენერგიას მოიხმარს.

უსაფრთხო რეჟიმი ბავშვებისთვის

ბავშვებისთვის უსაფრთხო რეჟიმის აქტივირებით თქვენ თავიდან აირიდებთ რომელიმე სამუშაო რეჟიმის შემთხვევით ჩართვას. როცა რეჟიმი აქტიურია, ეკრანზე სპეციალური სიმბოლო ანთია.

Smart Steel

დახვეწილი ფოლადის ზედაპირს მინიმუმამდე დაჰყავს თითის ანაბეჭდების კვალი მაცივრის ზედაპირზე. მაცივარი ზედაპირი ადვილად არ იფხაჭნება და მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს.

მაცივარი LIEBHERR SBSES 7165
ღვინის სათავსოები

ყინულის დამამზადებელი

ყინული დამამზადებელი სადაც წყალი ავტომატურად ივსება, უზრუნველყოფს რომ ყინული არასოდეს მოგაკლდეთ.

ღვინის სათავსოები

LIEBHERR-ის მაცივარი ღვინის სათავსოებით არის აღჭურვილი. ამ განყოფილების ტემპერატურის რეგულირება მართვის პანელიდან შეიძლება, რომელზეც ზუსტი ტემპერტაურა არის ასახული. პანელის მართვა კი ძალიან მარტივია.

ღვინის განყოფილებას ასევე სპეციალური ნახშირის ფილტრი აქვს, რამდენადაც სხვადსხვა სუნი ცუდად შეიძლება აისახოს ღვინის შენახვის პროცესზე.

პროდუქტის მახასიათებლები LIEBHERR SBSES 7165

• ტიპი: Side-by-Side
• მართვის ტიპი: ელექტრონული / სენსორული (Touch-Elektronic)
• დიზაინი: SwingLine
• საერთო სასარგებლო მოცულობა: 719 ლ
• მაცივრის კამერის სასარგებლო მოცულობა: 476 ლ (სექცია BioFresh: 110 ლ)
• საყინულე კამერის სასარგებლო მოცულობა: 117 ლ
• ღვინის კარადის სასარგებლო მოცულობა: 126 ლ
• საყინულე კამერის განლაგება: გვერდითი
• გალღობის სისტემა: კომბინირებული (NoFrost, ავტომატური)
• კომპრესორების რაოდენობა: 2
• ენერგომოხმარების კლასი: A+
• ენერგომოხმარება დღეში (წელიწადში): 1,183 kW/სთ (432 kWh/წ)
• ხმაურის დონე: 42 dB
• სიცივის ავტონომიური შენარჩუნება: 25 სთ
• კლიმატის კლასი: SN-ST

მაცივარი
• გალღობის სისტემა: ავტომატური
• თაროები (მასალა, რაოდენობა): ნაწრთობი შუშა, 6 ც
• სიმაღლეში რეგულირებადი თაროების რაოდენობა: 5
• დასაკეცი თაროების რაოდენობა: 1
• კონტეინერი VarioBox: 2 ც
• კარის კალათები (მასალა, რაოდენობა): ნაწრთობი შუშა/მაღალი ხარისხის უჟანგავი ფოლადი, 4 ც
• ბოთლების თარო: კარზე
• განყოფილება კონსერვებისთვის: კარზე, 1 ც
• შიდა განლაგება: კვერცხის ცხაურა, უნივერსალური ბოთლების თარო
• შიდა განათება: შუქდიოდური სვეტები
• ვენტილატორი

BioFresh განყოფილება
• გალღობის სისტემა: ავტომატური
• კონტეინერები: 3 ც, მოძრავი (ტელესკოპიური ბილიკებით)
• სექცია BioFreshPlus
• შიდა განათება: შუქდიოდური

საყინულე კამერა
• გალღობის სისტემა: NoFrost (ავტომატური)
• სექციები (მასალა, რაოდენობა): ნაწრთობი შუშა, 5 ც
• განყოფილებების ტიპი: გამჭირვალე, გამოსაწევი
• ყინულის წარმოება (IceMaker): წყლის მუდმივი მიწოდება
• ყინულის მოსამზადებელი მოწყობილობის (IceMaker) მწარმოებლობა: 0,8 კგ / 24 სთ
• ყინულის მაქსიმალური წონა: 1,5 კგ
• გაყინვის სიმძლავრე: 16 კგ / 24 სთ
• ტექნოლოგია VarioSpace
• სისტემა FrostSafe: გამჭირვალე ფრონტალური ნაწილით
• ვარსკლავების რაოდენობა: 4
• სიცივის აკუმლატორი: 2 ც

ღვინის კარადა
• სექციების რაოდენობა: 4
• თაროების მასალა: ხე
• ხის ბორტი ტელესკოპიური ბილიკებით, ნაწილობრივ გადასახდელი: 2 ც
• ხის ბორტი ტელესკოპიური ბილიკებით, სადემონსტრაციო: 2 ც
• შიდა განათება
• ბოთლების მაქსიმალური რაოდენობა: 41 (Bordeaux, 0,75 ლ)
• ფილტრის ტიპი: აქტივირებული ნახშირის

ფუნქციები და მახასიათებლები
• ფუნქციები: ღია კარის (საყინულე/მაცივრის კამერის) ხმოვანი სიგნალი
• კონსტრუქციული თავისებურებები: სიმაღლეში რეგულირებადი თაროები, დასაკეცი თარო, კედელზე ბოლომდე მისადგმელი კორპუსი
• ტემპერატურის ციფრული ინდიკაცია: დისპლეი MagicEye
• ტემპერატურის ჩვენება მაცივრის/საყინულე კამერაში, ღვინის კარადაში: შიდა, ციფრული
• ღვინის განყოფილების ტემპერატურის დიაპაზონი: + 5°C-დან +20°C-მდე
• შიდა მართვის პანელი
• გაყინვის ფუნქცია SuperFrost: ავტომატური გათიშვა 65 საათში (მაქს.)
• ავტომატური ფუნქცია SuperCool
• საყინულე კამერაში ტემპერატურის რეგულირების შესაძლებლობა
• გაუმართაობის ინდიკაცია: ვიზუალური, ხმოვანი
• გადასაადგილებელი როლიკები და სახელურები უკანა მხარეს
• სიმაღლეში რეგულირებადი ფეხები: 8 ც
• უჟანგავი ფოლადის სახელური გაღების ინტეგრირებული მექანიზმით
• კარის დახურვის სისტემა SoftSystem

ფიზიკური პარამეტრები
• კორპუსის მასალა: უჟანგავი ფოლადი
• ზომა: 185,2x121x63 სმ
• ფერი: უჟანგავი ფოლადი

* დამზადებულია გერმანიაში

* მწარმოებელი იტოვებს უფლებას წინასწარი შეტყობინების გარეშე შეიტანოს ცვლილებები პროდუქტის მახასიათებლებსა და დიზაინში. მწარმოებლის მიერ შეტანილ ცვლილებებზე მაღაზია არ იღებს პასუხისმგებლობას.

გამოხმაურება მაცივარი LIEBHERR SBSES 7165

დატვირთვა...
პროდუქტის რეიტინგი  

ამ ფორმის შევსების შემდგომ, თქვენ შეგიძლიათ პროდუქტის უფრო დაბალ ფასად შეძენა, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიერ არჩეული მოდელი გაყიდვაში აქვს სხვა ინტერნეტ მაღაზიას და მოქმედი ფასი დაბალია ჩვენსაზე


პროდუქტის დასახელება

მაცივარი LIEBHERR SBSES 7165


ინტერნეტ მაღაზია*
ფასი *
სახელი და გვარი*
Email*
ტელეფონის ნომერი*
ზევით