LIEBHERR CBNPGB 3956

2699 GEL 2499 GEL

მაცივარი LIEBHERR CBNPGB 3956

    კოდი: 133478
2699 GEL 2499 GEL
არის გაყიდვაში
გამოხმაურება (0)

უთხარი მეგობრებს

ადგილზე მიტანის სერვისი:
თბილისის მაშტაბით: უფასო
ერთი სამუშაო დღის განმავლობაში
მიწოდება 17:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე

საქართველოს მასშტაბით:
1-2 სამუშაო დღის განმავლობაში
მიწოდების ღირებულება 40-80 GEL
ანგარიშსწორება მიწოდების შემდგომ!

დაწვრილებით მიტანის შესახებ

გარანტია:
ჩვენს მაღზიაში შეძენილ ყველა პროდუქტზე მწარმოებლის ოფიციალური გარანტია მოქმედებს

LIEBHERR-ის მაცივრებზე - 2 წელი

დაწვრილებით გარანტიის შესახებ

პროდუქტის აღწერა

LIEBHERR-ის მაცივარი - ხარისხის სიმბოლო ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ

მაცივარი LIEBHERR CBNPGB 3956

LIEBHERR-ის მაცივრები - ეს არის ლეგენდარული გერმანული ხარისხი, თანამედროვე ტექნოლოგიები, მოხმარების სიმარტივე, დახვეწილი დიზაინი და უმცირესი დეტალების საიმედოობა, რომელებიც 1954 წლიდან გერმანიაში იწარმოება.

კომპანია ფასის ხარჯზე ხარისხის შემცირებას არ ცდილობს და მისი პროდუქცია ისევე როგორც 60 წლის წინ, გერმანიის ქალაქ ოქსენჰაუზენში კეთდება.

ინტერნეტ მაღაზია Be.Ge-ის LIEBHERR-ის მაღალი სტანდარტები გაყიდვების სფეროში გადააქვს და საკუთარ მომხმარებელს პრემიუმ ხარისხის მაცივარს სთავაზობს.

დახვეწილი დიზაინი - GlassEdition

LIEBHERR-ის ამ მოდელის კარის ზედაპირი შუშისგან არის დამზადებული. იგი არ იფხაჭნება და ძალიან მარტივად იწმინდება. სახელური მაცივარს გვერდით აქვს, რაც კიდევ უფრო დახვეწილს ხდის მის დიზაინს.

გადასაკიდი კარი

LIEBHERR-ის მაცივარში ყველაფერი გათვლილია და კარის გაღების მიმართულების (მარჯვნივ, ან მარცხნივ) შეცვლაც კი შეგიძლიათ. ეს მანიპულაცია სპეციალური ანჯამების მეშვეობით ხდება, რომლის მონტაჟი სასურველ მხარეს შეგიძლიათ. კარი თქვენთვის ხელსაყრელი მიმართულებით გაიღება და რაც სამზარეულო სივრცის ერგონომიულად გამოყენების შესაძლებლობას გაძლევთ.

მაცივარი LIEBHERR CBNPGB 3956
მაცივრის საცავი VarioSpace

VarioSpace

მაცივრის საცავი, რომლის მოცულობა 333 ლიტრია, ნაწრთობი შუშის უჟანგავი ფოლადით მოპირკეთებული თაროებით არის აღჭურვილი. ამ სივრცეს VarioSpace ეწოდება და კარაქის, ან ყველის შესანახად არის განკუთვნილი.

ნაწრთობი შუშის თაროები

მაღალი ხარისხის მაცივრის ინტერიერს ნაწრთობი შუშის თაროები აქვს, რომლის კიდეები უჟანგავი ფოლადისგან მზადდება. თაროები გამოირჩევა გამძლეობით, არ იფხაჭნება და მათი გაწმენდა ადვილია.

PREMIUM კარის თაროები

LIEBHERR-ის ყველა პრემიუმ კლასის მაცივარში კარის თაროებია ჩამონტაჟებული, რომლის კიდეები უჟანგავი ფოლადისგან მზადდება. აქ თუნუქის ქილებისა და ბოთლების გასაგრილებლად მოთავსება შეიძლება. კარის თაროებზე ორი ლიტრამდე ტევადობის ჭურჭელი ეტევა.

ფუნქცია SuperCool

SuperCool რეჟიმში LIEBHERR -ის მაცივრი +2°C-ს ტემპერატურას 12 საათის განმავლობაში ინარჩუნებს, რაც ხელს უწყობს პროდუქტის სწრაფ გაციებას. მაცივრის კამერაში გალღობა ავტომატურად ხდება, ტემპერატურა კი სტაბილურად ნარჩუნდება. ეს თავიდან აგარიდებთ ტემპერატურის კარდინალურ ცვალებადობას.

სისტემა HomeDialog

სისტემა HomeDialog-ის მეშვეობით შეიძლება LIEBHERR-ის სხვა მოწყობილობის მართვა, რომელიც სახლის სხვა ნაწილში, მაგალითად სარდაფში დგას. ერთმანეთთან მიერთებული მოწყობილობის პარამეტრები ძირითადი მაცივრის დისპლეიზე აისახება და მათი კონტროლი ადვილად არის შესაძლებელი.

ტემპერატურის მომატების შემთხვევაში, ან თუ კარები ცუდად არის დახურული, მთავარ დისპლეიზე მოდის შეტყობინება. მთავარი დისპლეიდან ტემპერატურის რეგულირება ან SuperFrost-ის რეჟიმის ჩართვა არის შესაძლებელი. მთავარ მაცივარს შეიძლება მიუერთდეს როგორც ღვინის მაცივარი, ისე საყინულე კამერა ან კომბინირებული მოწყობილობაც. ქსელში 6 მოწყობილობის ჩართვა შეიძლება. ამისათვის დამატებითი მოდულის მონტაჟი არის საჭირო.

მაცივარი LIEBHERR CBNPGB 3956
სისტემა HomeDialog

Super Frost-ის ფუნქცია

Super Frost-ის ფუნქცია გაყინვის პროცესს აჩქარებს და შეუძლია - 32 °C-მდე დაიყვანოს ტემპერატურა, რაც მინერალებისა და ვიტამინების უფრო დიდხანს შენარჩუნებას უზრუნველყოფს. Super Frost-ის ავტომატურ ფუნქციას საჭმლის უმაღლესი ხარისხით გაყინვა შეუძლია, ისე რომ შეუნარჩუნოს გემო, ფორმა და ყველა დადებითი თვისება. როცა სწრაფი გაყინვის პროცესი მთავრდება, მაცივარი მუშაობის სტანდარტულ რეჟიმში ავტომატურად გადადის.

MagicEye ტემპერატურის ციფრული ინდიკაცია

Magic Eye - ინოვაციური სენსორული სისტემა, ტემპერატურის ციფრული ინდიკაცია, უზრუნველყოფს, რომ ტემპერატურა მუდამ თქვენთვის სასურველ ნიშნულზე იყოს.

No Frost სისტემა

LIEBHERR-ი NO FROST-ის ტექნოლოგიას იყენებს და თქვენ აღარ მოგიწევთ მაცივრის რეგულარულად გალღობა სანიტარული ნორმების დასაცავად. NO FROST-ი არის საყინულის კონდენსაციისგან დაცვის სისტემა. მისი მეშვეობით საჭმელი დაცულია გაფუჭებისაგან. დაზოგეთ თქვენთვის ძვირფასი დრო და იყავით მშვიდად, რადგან LIEBHERR-ი ამ მაცივარში შენახული პროდუქტი მუდამ უსაფრთხო და ახალო ნაყიდივით იქნება.

BioFresh ზონა

BioFresh სექციის ორი კონტეინერი ტელესკოპური მართვით პროდუქტის იდეალურ და ხანგრძლივ შენახვას უზრუნველყოფს. შესაბამისი ტენიანობისა და -2°C-ზე ქვემოთ ტემპერატურისა მალფუჭებადი პროდუქტის შენახვა შეიძლება: ხილის, ბოსტნეულის, ხორცეულის, თევზეულისა და რძის ნაწარმის. ასევე შესაზლებელი ტემპერტატურის +6°C-მდე აწევა ტროპიკული ხილკისთვის რომელსაც ტებიანობა უფრო მაღალი აქვს. BioFresh-Plus სასარგებლო ვიტამინებს უნარჩუნებს პროდუქტს და ისინი სამჯერ უფრო მეტ ხანს ძლებენ ვიდრე ჩვეულებრივ მაცივრებში.

სიცივის აკუმლატორი Cold-storage Accumulator

მაცივარი LIEBHERR CBNPGB 3956
BioFresh-Plus ზონა

ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში მაცივარს არსებული ტემპერატურის 124 საათის განმავლობაში შენარჩუნება შეუძლია. იგი დამატებით სიცივეს უზრუნველყოფს გაყინული პროდუქტების დაცვისთვის.

LED განათება

LED განათება ჩვეულებრივ ნათურებთან შედარებით უფრო ეკონომიურია და მაცივარს უკეთ ანათებს. განათების წყალობით თქვენ ადვილად იპოვით საჭირო პროდუქტს. LIEBHERR-ის მაცივარში განათება კედლებშია ჩაშენებული და ზედმეტ სივრცეს არ იკავებს.

ენერგომოხმარების კლასი

LIEBHERR-ის ეს მაცივარი ენერგოეფექტურობის A++ კლასს განეკუთვნება, რაც ჩვეულებრივ მაცივრისგან განსხვავებით, ბევრად ნაკლებ ენერგიას მოიხმარს.

უსაფრთხო რეჟიმი ბავშვებისთვის

ბავშვებისთვის უსაფრთხო რეჟიმის აქტივირებით თქვენ თავიდან აირიდებთ რომელიმე სამუშაო რეჟიმის შემთხვევით ჩართვას. როცა რეჟიმი აქტიურია, ეკრანზე სპეციალური სიმბოლო ანთია.

პროდუქტის მახასიათებლები LIEBHERR CBNPGB 3956

• ტიპი: ორკამერიანი
• მართვის ტიპი: ელექტრონული / სენსორული (Touch-Elektronic)
• დიზაინი: GlassEdition
• საერთო სასარგებლო მოცულობა: 333 ლ
• მაცივრის კამერის სასარგებლო მოცულობა: 245 ლ (სექცია BioFresh: 86 ლ)
• საყინულე კამერის სასარგებლო მოცულობა: 88 ლ
• საყინულე კამერის განლაგება: ქვედა
• გალღობის სისტემა: კომბინირებული (NoFrost, ავტომატური)
• კომპრესორების რაოდენობა: 1
• ენერგომოხმარების კლასი: A++
• ენერგომოხმარება წელიწადში: 244 kWh/წ
• ხმაურის დონე: 41 dB
• სიცივის ავტონომიური შენარჩუნება: 25 სთ
• კლიმატის კლასი: SN-T

მაცივარი
• გალღობის სისტემა: ავტომატური
• BioFresh ზონა: 2 კონტეინერი, ტელესკოპიური ბილიკებით
• თაროები (მასალა, რაოდენობა): ნაწრთობი შუშა, 4 ც
• რეგულირებადი თაროების რაოდენობა: 3
• დასაკეცი თაროების რაოდენობა: 1
• კონტეინერი VarioBox: 2 ც
• კარის კალათები (მასალა, რაოდენობა): ნაწრთობი შუშა/მაღალი ხარისხის უჟანგავი ფოლადი, 3 ც
• ბოთლების თარო: კარზე, 1 ც
• განყოფილება კონსერვებისთვის: კარზე, 1 ც
• შიდა განლაგება: კვერცხის ცხაურა, უნივერსალური თარო ბოთლებისთვის
• შიდა განათება: შუქდიოდური
• ვენტილატორი

საყინულე კამერა
• გალღობის სისტემა: NoFrost (ავტომატური)
• სექციები (მასალა, რაოდენობა): ნაწრთობი შუშა, 3 ც
• განყოფილებების ტიპი: გამჭირვალე, გამოსაწევი
• გაყინვის სიმძლავრე: 16 კგ / 24 სთ
• შიდა განლაგება: ყინულის ლანგარი (1 ც)
• ტექნოლოგია VarioSpace
• სისტემა FrostSafe: გამჭირვალე ფრონტალური ნაწილით
• ვარსკლავების რაოდენობა: 4
• სიცივის აკუმლატორი: 2 ც

ფუნქციები და მახასიათებლები
• ფუნქციები: ღია კარის (საყინულე/მაცივრის კამერის) ხმოვანი სიგნალი
• კონსტრუქციული თავისებურებები: კარის გადაკიდვის შესაძლებლობა, სიმაღლეში რეგულირებადი თაროები, დასაკეცი თარო, კედელზე ბოლომდე მისადგმელი კორპუსი
• ტემპერატურის ციფრული ინდიკაცია: დისპლეი MagicEye
• ტემპერატურის ჩვენება მაცივრის/საყინულე კამერაში: შიდა, ციფრული
• კარის გაღება: მარჯვნივ
• გაყინვის ფუნქცია SuperFrost: ავტომატური გათიშვა 65 საათში (მაქს.)
• ავტომატური ფუნქცია SuperCool
• ტემპერატურის რეგულირება საყინულე კამერაში: დამოუკიდებელია მაცივრის კამერის ტემპერატურისგან
• გაუმართაობის ინდიკაცია: ვიზუალური, ხმოვანი
• HomeDialog სისტემის დაყენების შესაძლებლობა
• გადასაადგილებელი როლიკები და სახელურები უკანა მხარეს
• სიმაღლეში რეგულირებადი ფეხები: 2 ც
• სახელური: ერგონომიული, ჩაშენებული
• კარის დახურვის მექანიზმი SoftSystem

ფიზიკური პარამეტრები
• კორპუსის მასალა: ფოლადი
• ზომა: 201,1x60x65 სმ
• ფერი: ვერცხლისფერი / შავი

* დამზადებულია გერმანიაში

* მწარმოებელი იტოვებს უფლებას წინასწარი შეტყობინების გარეშე შეიტანოს ცვლილებები პროდუქტის მახასიათებლებსა და დიზაინში. მწარმოებლის მიერ შეტანილ ცვლილებებზე მაღაზია არ იღებს პასუხისმგებლობას.

გამოხმაურება მაცივარი LIEBHERR CBNPGB 3956

დატვირთვა...
პროდუქტის რეიტინგი  

ამ ფორმის შევსების შემდგომ, თქვენ შეგიძლიათ პროდუქტის უფრო დაბალ ფასად შეძენა, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიერ არჩეული მოდელი გაყიდვაში აქვს სხვა ინტერნეტ მაღაზიას და მოქმედი ფასი დაბალია ჩვენსაზე


პროდუქტის დასახელება

მაცივარი LIEBHERR CBNPGB 3956


ინტერნეტ მაღაზია*
ფასი *
სახელი და გვარი*
Email*
ტელეფონის ნომერი*
ზევით