SAMSUNG GALAXY TAB S 10.5 (SM-T805NZWACAC) 16GB WHITE

არ არის გაყიდვაში

ტაბლეტი SAMSUNG GALAXY TAB S 10.5 (SM-T805NZWACAC) 16GB WHITE

    კოდი: 132838
გამოხმაურება (4)

უთხარი მეგობრებს

ადგილზე მიტანის სერვისი:
თბილისის მაშტაბით: უფასო
ერთი სამუშაო დღის განმავლობაში
მიწოდება 17:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე

საქართველოს მასშტაბით:
1-2 სამუშაო დღის განმავლობაში
მიწოდების ღირებულება 4 GEL
ანგარიშსწორება მიწოდების შემდგომ!

დაწვრილებით მიტანის შესახებ

გარანტია:
ჩვენს მაღზიაში შეძენილ ყველა პროდუქტზე მწარმოებლის ოფიციალური გარანტია მოქმედებს

დაწვრილებით გარანტიის შესახებ

პროდუქტის აღწერა

გაიმრავალფეროვნეთ ყოველდღიური ცხოვრება

ტაბლეტი SAMSUNG GALAXY TAB S

GALAXY Tab S შექმნილია იმისათვის, რომ გაამდიდროს თქვენი ყოველდღიური ცხოვრება! დატკბით კიდევ უფრო გაუმჯობესებული სიღრმის სიმკვეთრით, რომელსაც Super AMOLED ტექნოლოგია უზრუნველყოფს. ადაპტირებადი ეკრანის ფუნქცია ავტომატურად ცვლის ეკრანის პარამეტრებს მუშაობის რეჟიმისა და გარემო პირობების მიხედვით. ეს 10.5 დიუმიანი ნათელი და მსუბუქი ეკრანი, რომელიც მხოლოდ 467 გრამს იწონის, უფრო მოხერხებულს ხდის ტაბლეტით სარგებლობას და უზრუნველყოფს თქვენს დამატებით მობილურობას.

ტაბლეტი SAMSUNG GALAXY TAB S
მეტი პროდუქტიულობა

მეტი პროდუქტიულობა

ტაბლეტის GALAXY Tab S-ის მეშვეობით შეძლებთ დარეკოთ და უპასუხოთ შემომავალ ზარებს, მაშინაც კი, როდესაც უამრავ საქმეს უმკლავდებით ერთსა და იმავე დროს. მუშაობის პროცესი გაცილებით მარტივდება საოფისე პროგრამებისა ( HANCOM Office) და კომპიუტერის დისტანციური მართვის (Remote PC Access) ფუნქციების წყალობით. სამსუნგის ტაბლეტს საჩუქრად მოყვება სხვადასხვა გასართობ თუ შემეცნებით სერვისებსა და ვებ-გვერდებზე წვდომა (GALAXY Gifts), ისევე როგორც უფასო აპლიკაციები, რომელთა გადმოწერაც შესაძლებელია კატეგორიიდან App for Profesionals. გაიხალისეთ და გაიმრავალფეროვნეთ ყოველდღიური ცხოვრება სამსუნგის ამ შესანიშნავი ტაბლეტის GALAXY Tab S-ის მეშვეობით!

პრემიუმ დიზაინი

სამსუნგის ტაბლეტი GALAXY Tab S თავისი 10.5 დიუმიანი ეკრანით ნამდვილი საოცრებაა! მასში ჰარმონიულადაა შერწყმული სრულყოფილი მობილურობა და პრემიუმ დიზაინი. ტაბლეტის თხელი და მსუბუქი კორპუსი მის გამოყენებას მოსახერხებელსა და კომფორტულს ხდის. ისიამოვნეთ სასურველი კონტენტის ყურებით ამ 10.5 ინჩიან ეკრანზე, რომელიც 467 გრამზე ნაკლებს იწონის. ყოველთვის თან ატარეთ თქვენი GALAXY Tab S ტაბლეტი, ის ყველგან და ყოველთვის გამოგადგებათ!

ტაბლეტი SAMSUNG GALAXY TAB S
ბუნებრივი ფერები

სრულქმნილი ჩვენება

ისიამოვნეთ ფერების ბუნებრივი გამოსახულებით, რომელსაც Super AMOLED ტექნოლოგია გთავაზობთ. ჩვეულებრივი პლანშეტები ფერების 73%-ის სიზუსტით გამოსახავენ, ხოლო Super AMOLED ტექნოლოგია ფერებს მათი ბუნებრივი შეფერილობის 94%-ის მიახლოებით გამოხატავს. ამ ეფექტის მეშვეობით თქვენ შეძლებთ ფილმები, სურათები და სხვა კონტენტი მათი ნამდვილი ფერადოვნებით იხილოთ. დატკბით ცოცხალი ფერებით, რომელიც თქვენს თვალწინ ცოცხლდება.

ტაბლეტი SAMSUNG GALAXY TAB S
მაღალი კონტრასტი

GALAXY Tab S-ი გამოკვეთს და გამოაშკარავებს აქამდე გამოტოვებულ დეტალებს თავისი 4 მილიონი პიქსელისა და კონტრასტულობის მაჩვენებლის მეშვეობით (1000.000 : 1), რომელსაც ასჯერ უფრო მაღალი სიღრმის სიმკვეთრე აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ LCD ეკრანს. გარდა ამისა, ფუნქცია Adaptive Display ავტომატურად არჩევს ფერთა დიაპაზონს, გამოსახულების სიმკვეთრესა და კონტრასტს გარემო პირობებისა და სამუშაო რეჟიმის მიხედვით.

მრავალფუნქციურობა

ტაბლეტი SAMSUNG GALAXY TAB S
სმარტფონი ტაბლეტში

დარეკეთ და უპასუხეთ შემომავალ ზარებს სამსუნგის ტაბლეტის მეშვეობით და ამავდროულად შეასრულეთ მრავალი ამოცანა. ერთსა და იმვე დროს ისაუბრეთ, გააგზავნეთ ფოტოები, მოძებნეთ ინტერნეტ გვერდი, ან სულაც დააკოპირეთ ეკრანის გამოსახულება (screen shot) და გაუგზავნეთ სასურველ პიროვნებას გადატანის მარტივი ფუნქციის მეშვეობით (drag and drop). ტექნოლოგია Sidesync 3.0 Technology თქვენს სმარტფონსა და ტაბლეტს პირდაპირ Wi-Fi კავშირის მეშვეობით სინქრონულად დააკავშირებს ერთმანეთთან. ამიერიდან, შეძლებთ ტაბლეტის მეშვეობით უპასუხოთ შემომავალ ზარებს, მაშინაც კი, როდესაც თქვენი ტელეფონი თქვენგან მოშორებით მდებარეობს. დაზოგეთ დრო და გააკეთეთ უფრო მეტი ერთსა და იმავე დროს.

წარმადობა

პლანსეტი აღწურვილია მძლავრი 8 ბირთვიანი პროცესორით და 3 გიგაბაიტიანი მოცულობის ოპერატიული მეხსიერებით. სიმძლავრის ეს რესურსი დაგეხმარებათ ნებისმიერი ამოცანის გადასაჭრელად. შეძლებთ ყოველგვარი შეფერხების გარეშე ითამაშოთ, იმუშაოთ ან დაათვალიეროთ კონტენტი. შიდა მეხსიერება 16 გიგაბაიტი აქვს, ასევე გააჩნია ჩიპის (Micro SD) მხარდაჭერა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მეხსიერების 128 გიგაბაიტით გაზრდა. შეინახეთ სასურველი ფაილები და თქვენთვის სასურველი მონაცემები მუდამ თქვენს ხელთ იქნება.

ტაბლეტი SAMSUNG GALAXY TAB S
კომპიუტერი თქვენს ხელში

პროდუქტიულობა

შეასრულეთ საოფისე სამუშაო ამ ტაბლეტის მეშვეობით და საგძნობლათ გაიუმჯობესეთ პროდუქტიულობა დღის ნებისმიერ მონაკვეთში. პროგრამული უზრუნველყოფა Hancom Office (ეს აპლიკაცი საჩუქრად მოყვება)საშუალებას გაძლევთ მარტივად შექმნათ და შეასწოროთ დოკუმენტები, ელექტრონული ცხრილები და პრეზენტაციები. იმ შემთხვევაში, თუ საჭირო მასალა თქვენს პირად კომპიუტერში ინახება, რომელიც თქვენგან შორს მდებარეობს, დისტანციური მართვის ფუნქცია Remote PC კომპიუტერზე წვდომასა და მასალის მოპოვებას უზრუნველყოფს.

ტაბლეტი SAMSUNG GALAXY TAB S
იყავით დაცული

გაძლიერებული უსაფრთხოება

თავიდან მოიცილეთ უსაფრთხოებაზე ფიქრი და დარდი. თითის ანაბეჭდის გაუმჯობესებული სენსორის მეშვეობით შეძლებთ თითის ერთი გასმით დაბლოკოთ ან მოხსნათ ბლოკი თქვენს პლანშეტს. თითის ანაბეჭდის სკანერი რვა მომხმარებლამდე აძლევს საშუალებას იმუშაონ საკუთარი ექაუნთით. გააძლიერეთ და გაიუმჯობესეთ უსაფრთხოება და გაიმარტივეთ ცხოვრება სამსუნგის ტაბლეტის GALAXY Tab S-ის მეშვეობით!

პროდუქტის მახასიათებლები SAMSUNG GALAXY TAB S 10.5 (SM-T805NZWACAC) 16GB WHITE

ეკრანი
• დიაგონალი: 10.5"
• გაფართოება: 2560x1600
• დიუმზე პიქსელების რაოდენობა (PPI): 288
• მატრიცის ტიპი: TFT, Super AMOLED
• სენსორული პანელის ტიპი: მოცულობითი, Multi-Touch

პროგრამული უზრუნველყოფა
• ოპერაციული სისტემა: Android
• ოპერაციული სისტემის ვერსია: 4.4.2 (KitKat)

პროცესორი
• პროცესორის მწარმოებელი: Samsung
• პროცესორის მოდელი: Exynos 5420 (Cortex-A15 / Cortex-A7)
• ბირთვების რაოდენობა: 8 (4 + 4)
• სიხშირე: 1.9 GHz + 1.3 GHz
• ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვი: Mali-T628 MP6

მეხსიერება
• ოპერატიული მეხსიერება: 3 GB
• შიდა მეხსიერების მოცულობა: 16 GB
• მეხსიერების ბარათის ტიპი: microSD
• მაქსიმალური მეხსიერების მხარდაჭერა: 128 GB

მობილური კომუნიკაციები
• 2G: GSM 850/900/1800/1900
• 3G: HSDPA 850/900/1900/2100
• 4G: კი
• SIM ბარათი: Micro-SIM
• მობილური ტელეფონის რეჟიმში მუშაობა: არა

უსადენო კომუნიკაციები
• Wi-Fi: 802.11a/b/g/n/ac
• Bluetooth: 4.0 (A2DP)
• ინფრაწითელი პორტი

კამერა
• ძირითადი კამერა: 8 MP (სურათის გაფართოება: 3264x2448, ვიდეოს გაფართოება: 1920x1080, ავტოფოკუსი, განათება)
• ფრონტალური კამერა: 2.1 MP (ვიდეოს გაფართოება: 1280x720)

ინტერფეისი
• 1 x Micro USB 2.0 (MHL მხარდაჭერა)
• 1 x ყურსასმენი (3.5 მმ Jack)

აუდიო სისტემა
• ჩამონტაჟებული დინამიკები: 2 (სტერეო ხმა)
• მიკროფონი: კი

დამატებითი მახასიათებლები
• GPS: კი (A-GPS მხარდაჭერით)
• სენსორები: Accelerometer, Gyro, Compass
• თითის ანაბეჭდის სკანერი
• ANT+ მხარდაჭერა

აკუმულატორის პარამეტრები
• აკუმულატორის ტიპი: Li-Ion
• აკუმულატორის მოცულობა: 7900 mAh
• მუშაობის ხანგრძლივობა (3G/4G რეჟიმში): 8 სთ

ფიზიკური პარამეტრები
• ზომა: 247,3x177,3x6,6 მმ
• წონა: 467 გრ
• ფერი: თეთრი

* მწარმოებელი იტოვებს უფლებას წინასწარი შეტყობინების გარეშე შეიტანოს ცვლილებები პროდუქტის მახასიათებლებსა და დიზაინში. მწარმოებლის მიერ შეტანილ ცვლილებებზე მაღაზია არ იღებს პასუხისმგებლობას.

ვიდეო მიმოხილვა SAMSUNG GALAXY TAB S 10.5 (SM-T805NZWACAC) 16GB WHITE

გამოიწერეთ ჩვენი არხის სიახლეები Be.ge YouTube

გამოხმაურება ტაბლეტი SAMSUNG GALAXY TAB S 10.5 (SM-T805NZWACAC) 16GB WHITE

დატვირთვა...
პროდუქტის რეიტინგი  

ამ ფორმის შევსების შემდგომ, თქვენ შეგიძლიათ პროდუქტის უფრო დაბალ ფასად შეძენა, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიერ არჩეული მოდელი გაყიდვაში აქვს სხვა ინტერნეტ მაღაზიას და მოქმედი ფასი დაბალია ჩვენსაზე


პროდუქტის დასახელება

ტაბლეტი SAMSUNG GALAXY TAB S 10.5 (SM-T805NZWACAC) 16GB WHITE


ინტერნეტ მაღაზია*
ფასი *
სახელი და გვარი*
Email*
ტელეფონის ნომერი*
ზევით