არ არის გაყიდვაში

განვადების პირობები BE.GE-ში

ინტერნეტ მაღაზია BE.GE ქართული ბაზრის ონლაინ სივრცეში ახალი, უფრო მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას ცდილობს. მრავალფეროვანი არჩევანი, პროდუქციაზე სრულფასოვანი ინფორმაცია და მომსახურების გამარტივებული სერვისი ჩვენი მაღაზიის სამარკო ნიშანია. BE.GE-ში თქვენ შეძლებთ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ტექნიკის იფიციალური გარანტიით შეძენას. ჩვენ მაღაზიაში მსხვილი და წვრილი საყოფაცხოვრებო, კომპიუტერული, მობილური, ავტო და კლიმატური ტექნიკის მსოფლიოს ისეთი წამყვანი ბრენდებია წარმოდგენილი როგორებიცაა: SAMSUNG, SONY, PHILIPS, TOSHIBA, HP, HTC, ASUS, DELL, BEKO, LG, INDESIT და ა.შ.

BE.GE-ში მოქნილი და ინდივიდუალური მიწოდების სერვისი მოქმედებს. ანგარიშსწორება პროდუქციის მიწოდების შემდეგ ხდება. საიტის მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად გაიოლებულია პროდუქტის არჩევისა და შეძენის პროცესი, რადგან კომპანიის მენეჯერები მომხმარებლებს არჩევანის გაკეთებაში ეხმარებიან.

ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში განვადების გაფორმების მოსახერხებელ და კომფორტულ სერვისს გთვაზობთ: სახლიდან გაუსვლელად თქვენ სასურველი პროდუქტის არა მხოლოდ შეკვეთასა და შეძენას, არამედ ონლაინ განვადებით სარგებლობასაც შეძლებთ. ამჟამად, BE.GE საქართველოს ხუთ წამყვან ბანკთან თანამშრომლობს. ჩვენი პარტნიორები არიან: ბანკი "რესპუბლიკა", საქართველოს ბანკი, ლიბერთი ბანკი და TBC ბანკი.

Image and video hosting by TinyPic

როგორ გავაკეთოთ ონლაინ განვადება?

კრედიტის გაფორმება ჩვენს საიტზე ონლაინ რეჟიმში ან თქვენ მიერ არჩეული ბანკის წარმომადგენელთანაა შესაძლებელი. ამისათვის შემდეგი საფეხურების გავლაა საჭირო:

აირჩიეთ სასურველი პროდუქტი

არჩეული პროდუქტის დასაჯავშნად ჩვენი ქოლ-ცენტრის ოპერატორს დაუკავშირდით

დააწექით ღილაკს "განვადებით ყიდვა"

შეავსეთ ონლაინ განვადების ფორმა და ბანკის გადაწყვეტილებას დაელოდეთ

ამ პროცედურის გავლის შემდეგ ოპერატორი დაგიკავშირდებათ და პასუხს შეგატყობინებთ.

თუ ონლაინ განვადებას არ აკეთებთ, მაშინ აუცილებელია ჩვენი მაღაზიის მენეჯერისგან ინვოისის მიღება (შესაძლებელია ელ.ფოსტით), განვადების ოფიცრისათვის წარსადგენად.

რომელ ბანკში შეიძლება განვადების გაკეთება?

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ინტერნეტ მაღაზია BE.GE საქართველოს ოთხ წამყვან ბანკთან თანამშრომლობს. თუ რომელიმე მათგანის მომხმარებელი ბრძანდებით, უმჯობესია პირველ რიგში, მათ მიმართოთ. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ასეთ შემთხვევებში განვადებაზე დადებითი გადაწყვეტილება გაცილებით მეტია.

ბანკი “რესპუბლიკა”, ჯგუფი “სოსიეტე ჟენერალი” - განვადება თანამონაწილეობის გარეშე კეთდება.

განვადების ვადა 3-დან 24 თვემდეა. თუ სესხის წინსწრებით დაფარვას გადწყევტთ, პირგასამტეხლოს გადახდა არ მოგიწევთ. მინიმალური სესხის რაოდენობა 130 ლარია და არ უნდა აღემატებოდეს 5 000 ლარს. ბანკი "რესპუბლიკის" განვადებით მოსარგებლის მინიმალური ასაკი 18 წელია, ხოლო მაქსიმალური - 65. თუ კრედიტის გაკეთებას ბანკ "რესპუბლიკაში" გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი მინიმალური შემოსავალი 200 ლარი უნდა იყოს. ეს პირობა მხოლოდ თბილისის მცხოვრებლებზე ვრცელდება - რეგიონებში ზღვარი 100 ლარია.

ინტერნეტ მაღაზია BE.GE-ის ვებგვერდზე ბანკ “რესპუბლიკის” განვადების გადასახადის ონლაინ გამომთვლელი სისტემა მოქმედებს, რომლითაც ავტომატურად დაიანგარიშებთ, თუ რამდენის გადახდა მოგიწევთ თვეების მიხედვით, მაგალითად: LENOVO-ს აღნიშნული მოდელის ნოუთბუქზე, 12 თვიანი განვადების გაფორების შემთხვევაში, ყოველთვიურად 85.77 ლარის გადახდა მოგიწევთ. ყოველთვიური გადასახადი, თვეების რაოდენობის უკუპროპორციულად იცვლება. ამდენად, თქვენ ჩვენი განვადების ფანჯარაში, ბანკი რესპუბლიკის განვადებით სარგებლობის პირობების არამხოლოდ გაცნობას, არამედ არჩევასაც მარტივად შეძლებთ.

უფრო დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვიდეო ინსტრუქცია:


თქვენი ფინანსების დაანგარიშებისას დასაშვებია სხვადასხვა საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი - ხელფასი, იჯარა, დივიდენდი, პროფესიული დასაქმებიდან მიღებული შემოსავალი, შემოსავალი სოფლის მეურნეობიდან და გზავნილები.

საქართველოს ბანკში განვადების მისაღებად 10-15 წუთიანი პროცედურის გავლა მოგიწევთ. მინიმალური სესხის რაოდენობა 150 ლარია და 5 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. თანამონაწილეობა არ არის საჭირო. ეს ძალიან მოსახერხებელი პირობაა, რადგან თანხის გადხადა საწყის ეტაპზე არ გიწევთ. სესხის მაქსიმალური ვადა 24 თვეა. საქართველოს ბანკის განვადების პროცედურის ნახვა ქვემოთ მოცემულ ვიდეო ინსტრუქციაში შეგიძლიათ:


საქართველოს ბანკის მინიმალური მოთხოვნილებაა, რომ მსესხებლის შემოსავალი 200 ლარიდან იწყებოდეს. ონლაინ განვადებით სარგებლობა შეუძლია 20-დან 65-წლამდე მოქალაქეს. თუ თქვენ საქართველოს ბანკის კლიენტი ბრძანდებით, ეს განვადების დამტკიცების პროცედურას კიდევ უფრო გაამარტივებს, ხოლო თუ არ ხართ ამ ბანკის მომხმარებელი, არც ეგ შეგიქმნით დაბრკოლებას; მთავარია, რომ ბანკის პირობებს აკმაყოფილებდეთ.



ლიბერთი ბანკის განვადება

ლიბერთი ბანკის მსესხებლის ასაკი 20-დან 70 წლამდეა. მისი მაქსიმალური ხანგრძლივობა 36 თვეა, ხოლო შესაძენი ნივთის ღირებულება - 100 დან 5,000 ლარამდეა. მინიმალური თანამონაწილეობა 0%-ია. მაგალითისთვის, ისარგებლეთ 6 თვიანი უპროცენტო განვადებით და პროდუქციის ღირებულების ქვედა ზღვარით, რომელსაც ლიბერთი ბანკი აწესებს, და ჩვენს მაღაზიაში BEURER-ის გამათბობელი თეთრეული შეიძინეთ. პროდუქციის ღირებულება 103 ლარია.

ლიბერთი ბანკის განვადებით სარგებლობა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი გაქვთ, ღებულობთ იჯარას, ან სახელმწიფო პენსიას (მინიმალური პენსიის რაოდენობა 80 ლარი, ხოლო სხვა შემოსავალი 100 ლარზე მეტი უნდა იყოს), გაქვთ დამატებითი შემოსავლის წყარო სოფლის მეურნეობიდან, ან ლიბერთი ბანკის ანგარიშზე გერიცხებათ გზავნილი.

 

TBC ბანკი
TBC ბანკი მომხმარებელს საკმაოდ ხელსაყრელ, თანამონაწილეობის გარეშე განვადებას სთავაზობს. სესხის მაქსიმალური ხანგრძლოვობაა 24 თვე. შენაძენის მინიმალური ღირებულება 100 ლარიდან იწყება და 5000 ლარს აღწევს. ამ პირობით ჩვენს მაღაზიაში რამდენიმე პროდუქტის ერთად შეძენა შეიძლება. თუ გსურთ სამზარეულოს ინვენტარის განახლება, BE.GE ხელსაყრელ ფასებს შემოგთავაზებთ - კალათაში რამდენიმე პროდუქტი მოათავსეთ, მაგალითად: IRIT-ის ტაფა (33 ლარი), TEFAL-ის ქვაბი (54 ლარი) და SMAKFEST-ის სამზარეულოს დანების ნაკრები (34 ლარი). ჯამში 121 ლარი გამოდის და თქვენ TBC ბანკის მინიმალური სესხის პირობებს აკმაყოფილებთ. მინიმალური სესხით მოსარგებლის ასაკობრივი ცენზი 20-დან 65 წლამდეა.

TBC ბანკთან განვადების გაფორმება შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში. ამისათვის შეარჩიეთ პროდუქტი BE.GE-ის საიტზე, დააჭირეთ განვადებით ყიდვის ღილაკს და შეავსეთ ფორმა. მისი შევსების გარეშე, განვადება არ გაფორმდება. ჩვენ საიტზე შეკვეთის გაფორმების შემდეგ, სისტემა ბანკის საიტზე გადაგამისამართებთ, სადაც განვადების ფორმა უნდა შეავსოთ. თუ რაიმე დაბრკოლება შეგექმნათ, ან რამეში ვერ გაერკვიეთ, დაგვირეკეთ და ჩვენ დაგეხმარებით. თქვენს განაცხადზე ბანკის პასუხის შემდეგ მაღაზიის მენეჯერი დაუყოვნებლივ დაგიკავშირდებათ.

 

 

CrediTech
ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში განვადების გაფორმების მოსახერხებელ და კომფორტულ სერვისს გთავზობთ: სახლიდან გაუსვლელად, თქვენ სასურველი პროდუქტის არა მხოლოდ შეკვეთა და შეძენა, არამედ უკვე ორგანიზაცია CrediTech-ში, ონლაინ განვადებით სარგებლობაც შეგიძლიათ.

განვადების მისაღებად 10-15 წუთიანი პროცედურის გავლა მოგიწევთ. მინიმალური სესხის ოდენობა 50 ლარია და 700 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. განვადების მინიმალური ვადა 1, ხოლო  მაქსიმალური 8 თვეა. განვადების გაფორმება შეუძლიათ 18-დან 65 წლამდე პირებს.
 
დამტკიცების საკომისიო და პროცენტი დამოკიდებულია, პროდუქტის ღირებულებასა და მომხმარებლის მიერ არჩეულ თვეების რაოდენობაზე (თანხის დათვლა შესაძლებელია ონლაინ კალკულატორით)

ყურადღება! განვადება გაიცემა შემოსავლის დადასტურების გარეშე.

CrediTech-ის ონლაინ განვადება არ მოქმედებს შემდეგი კატეგორიის პროდუქტებზე : 
  • - მობილური ტელეფონები
  • - ტელევიზორები
  • - ტაბლეტები
  • - ნოუთბუქი
  • - Desktop კომპიუტერები
  • - მონობლოკები All in One

როგორც ხედავთ, ინტერნეტ მაღაზია BE.GE ნებისმიერი სახის ტექნიკაზე განვადების გაფორმების მაქსიმალურად გაუმჯობესებულ და გამარტივებულ პირობებს გთავაზობთ. განვადების დამტკიცების შემთხვევაში, ჩვენი კურიერი თქვენთვის ხელსაყრელ დროსა და ადგილას მოგაწვდით შერჩეულ პროდუქტს. მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმდებს (თბილისში მიწოდება უფასოა). მიტანის პირობებზე დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ აქ.

იმედია, სტატიაში განხილული დეტალები სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ.

წარმატებას გისურვებთ!

ზევით